ყურად იღეთ გაფრთხილება!
ყურად იღეთ გაფრთხილება!
იაპონიაში, ფუგენის მთაზე, 1991 წლის 3 ივნისს გამაყრუებელი გრუხუნით ვულკანური აირებისა და ფერფლის ნიაღვარმა ამოხეთქა. ეს გავარვარებული მასა ფერდობზე დაეშვა. ამ ამოფრქვევამ 43 ადამიანი შეიწირა. მათ შორის, ვინც ძლივს გადარჩა, ბევრმა სერიოზული დამწვრობა მიიღო. „წყალი, მიშველეთ, წყალი“, — კვნესოდა ზოგი. მეხანძრეები და პოლიციელები სასწრაფოდ გაეშურნენ მათ დასახმარებლად.
დაახლოებით ორი კვირით ადრე ფუგენის მთაზე ლავის გუმბათი შეიმჩნა, ასე რომ, მთავრობა და მოსახლეობა მზად იყო ამოფრქვევისთვის. უბედურებამდე ერთ კვირაზე მეტი მაინც იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყდა ხალხის ევაკუირება. ამოფრქვევამდე ერთი დღით ადრე პოლიციამ სთხოვა პრესის წარმომადგენლებს, თავი შეეკავებინათ აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლისგან. მიუხედავად ამისა, იმ საბედისწერო დღეს 43 ადამიანი აღმოჩნდა საშიშ ზონაში და ამოფრქვევის მსხვერპლი გახდა.
რატომ გარისკა ასე ბევრმა იქ შესვლა და დარჩენა? ზოგი ფერმერი, რომლებმაც თავიანთი ოჯახები გაიყვანეს იმ ტერიტორიიდან, საკუთრებისა და მინდვრების შესამოწმებლად დაბრუნდა. სამი ვულკანოლოგი შეეცადა, სამუშაო მიზნებით რაც შეიძლება ახლოს მისულიყო ვულკანთან. რამდენიმე რეპორტიორმა და ფოტოგრაფმა გარისკეს აკრძალული ხაზის გადაკვეთა, რადგან ვულკანის მოქმედების შესახებ მეტის გაგება სურდათ. პრესის წარმომადგენლების მიერ დაქირავებული სამი ტაქსის მძღოლიც იქ იყო. პოლიციელები და მოხალისე მეხანძრეები კი თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა საშიშ ზონაში ყოფნისთვის, რის გამოც ყველა მათგანი დაიღუპა.
საშიშ ზონაში ხომ არ ხართ?
შეიძლება ყველა არ ვცხოვრობთ მოქმედ ვულკანთან ახლოს. და მაინც, როგორ მოვიქცეოდით, მსოფლიო კატასტროფის წინაშე რომ აღმოვჩენილიყავით და ყველა იმ საშიშ ზონაში მოვხვედროდით, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავდა? წიგნი, რომელმაც დაგვანახვა, რომ წინასწარმეტყველებების უტყუარი წყაროა, გვაფრთხილებს მომავალი მსოფლიო კატასტროფის შესახებ, რომელსაც შემდეგნაირად აღწერს: „მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. . . მაშინ მოჰყვება მათე 24:29, 30). ამ მუხლში ნათქვამია, რომ მსოფლიო მასშტაბის ციური მოვლენები „დედამიწის ყველა ტომს“ შეეხება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს წინასწრამეტყველება ეხება იმ კატასტროფას, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედებს.
მოთქმას დედამიწის ყველა ტომი“ (ეს წინასწარმეტყველებების უტყუარი წიგნი ბიბლიაა. საინტერესოა, რომ ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლის კონტექსტი დაწვრილებით გვატყობინებს, რა მოვლენებს მოჰყვება მსოფლიო კატასტროფა. ისევე როგორც ლავის გუმბათმა და ვულკანის ამოფრქვევაზე მიმანიშნებელმა სხვა ფაქტორებმა მისცა ქალაქ შიმაბარის ხელისუფლებას საბაბი, აღენიშნათ საშიში ზონა, ბიბლიაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ფხიზლად ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ გადარჩენისათვის. ფუგენის მთის ტრაგედია გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის და უნდა ვხვდებოდეთ, რამდენად სერიოზული მოვლენები გველის.
[საავტორო უფლება 2 გვერდზე]
COVER: Yomiuri/Orion Press/Sipa Press
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Yomiuri/Orion Press/Sipa Press