ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრები
ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრები
შაბათს, 1999 წლის 2 ოქტომბერს, პენსილვანიის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიური შეხვედრის დასასრულს საოცარი განცხადება გაკეთდა. 10 594 დამსწრე და სატელეფონო ხაზის საშუალებით მსმენელი აღაფრთოვანა იმის მოსმენამ, რომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოს ოთხი ახალი წევრი შეემატა. ახალი წევრები (ყველა ცხებულია) არიან: სამუელ ფ. ჰერდი; მ. სტივენ ლეტი, გაი ჰ. პიერსი და დეივიდ ჰ. სპლეინი.
• სამუელ ჰერდმა პიონერობა 1958 წელს დაიწყო, ხოლო 1965—1997 წლებში სარაიონო და საოლქო ზედამხედველად მსახურობდა. შემდეგ ის და მისი მეუღლე, გლორია, შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წვერები გახდნენ. ძმა ჰერდი სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობდა და პარალელურად სამსახურებრივ კომიტეტსაც უწევდა დახმარებას.
• სტივენ ლეტმა პიონერობა 1966 წლის დეკემბერში დაიწყო, 1967—1971 წლებში შეერთებული შტატების ბეთელში მსახურობდა. 1971 წელს სუზანზე დაქორწინდა, რის შემდეგაც სპეციალურ პიონერად დანიშნეს. 1979—1998 წლებში ძმა ლეტი სარაიონო ზედამხედველი იყო. 1998 წლის აპრილიდან სტივენი და სუზანი შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრები გახდნენ. ძმა ლეტი იქ სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობდა და პარალელურად სასწავლო კომიტეტს ეხმარებოდა.
• გაი პიერსმა მეუღლესთან ერთად პიონერობა შვილების გაზრდის შემდეგ, 1982 წლის აპრილიდან დაიწყო. 1986—1997 წლებში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, ხოლო 1997 წელს მეუღლესთან, პენისთან, ერთად შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახში განაგრძო მსახურება. ძმა პიერსი კადრების კომიტეტს უწევდა დახმარებას.
• დეივიდ სპლეინმა პიონერობა 1963 წლის სექტემბერში დაიწყო. მან სკოლა „გალაადის“ 42-ე კლასი დაამთავრა და მისიონერად სენეგალში, აფრიკაში, დაინიშნა, შემდეგ დაახლოებით 19 წლის განმავლობაში კანადაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. ის და მისი მეუღლე, ლინდა, 1990 წლიდან შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრები გახდნენ, სადაც ძმა სპლეინი სამსახურებრივ და სამწერლო კომიტეტებთან თანამშრომლობდა. 1998 წლიდან ის სამწერლო კომიტეტს უწევს დახმარებას.
ახლა ხელმძღვანელ საბჭოში ოთხი ახალი წევრის გარდა მსახურობენ: კ. უ. ბარბერი, ჯ. ე. ბარი, თ. იარაჩი, კ. ფ. კლაინი, გ. ლეში, ლ. ა. სვინგლი, დ. სიდლიკი, ა. დ. შრედერი და მ. ჯ. ჰენშელი. ყველა ლოცულობს, რომ იეჰოვამ განაგრძოს ახლა უკვე შედარებით მრავალრიცხოვანი ხელმძღვანელი საბჭოს კურთხევა და განმტკიცება, რათა ამ საბჭომ კვლავაც უხელმძღვანელოს მთელ მსოფლიოში ღვთის ხალხის საქმიანობას და მათ სულიერ ინტერესებს ემსახუროს.