არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

ოჯახი ყურადღების ცენტრში

ოჯახი ყურადღების ცენტრში

დღეს ოჯახები უამრავ პრობლემას ხვდებიან, მაგრამ მათი წარმატებით გადაჭრა შესაძლებელია. ამაში ბიბლიაში ჩაწერილი ის ბრძნული რჩევები დაგვეხმარება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.

აფრიკა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დედებმა ახალშობილების ძუძუთი კვება დაბადებიდან ერთ საათში უნდა დაიწყონ და ექვს თვეზე მეტი არ უნდა აწოვონ. ამ რჩევის მიუხედავად, იუნისეფის აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის რეგიონალური კვების კონსულტანტი აღნიშნავს, რომ შეცდომაში შემყვანი რეკლამები ხალხს იმაში არწმუნებს, რომ „ბავშვის ხელოვნური საკვები დედის რძესავით სასარგებლოა“.

ბიბლია ამბობს: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

კანადა.

მონრეალში მკვლევრები ამბობენ, რომ იმ ბავშვების 30 პროცენტი, რომლებსაც მშობლები ძალიან მკაცრ წესებს უდგენენ და მათ მიმართ სიყვარულს ნაკლებად გამოხატავენ, უფრო მეტად არიან ავადმყოფური სიმსუქნისკენ მიდრეკილნი, ვიდრე იმ მშობლების შვილები, რომლებიც აღმზრდელობით ზომებსაც გაწონასწორებულად მიმართავენ და სიყვარულსაც სათანადოდ ავლენენ.

იცოდით თუ არა? შვილების აღზრდასთან დაკავშირებული საუკეთესო რჩევა საუკუნეების წინ იყო ბიბლიაში ჩაწერილი (კოლოსელები 3:21).

ნიდერლანდი.

ჰოლანდიაში იმ ოჯახებზე დაკვირვებით, სადაც ორივე მშობელი მუშაობს, გამოვლინდა, რომ მშობლებს, რომლებიც სამსახურსა და ოჯახს შორის ზღვარს ავლებენ, უკეთესი ურთიერთობა აქვთ შვილებთან, ვიდრე იმ მშობლებს, რომლებიც სახლშიც სამსახურის საქმეებით არიან დაკავებული. მაგალითად, მშობლები, რომლებიც სამუშაო დღის ბოლოს სახლიდან საქმიან ზარებს ახორციელებენ, შვილების მიმართ საკმარის ყურადღებას ვეღარ ავლენენ.

გაითვალისწინეთ: „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1).