არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

გარემო ყურადღების ცენტრში

გარემო ყურადღების ცენტრში

ჩვენი პლანეტა, დედამიწა საკვებით, სუფთა ჰაერითა და წყლით უზრუნველგვყოფს, ადამიანები კი უფრო და უფრო უხეშად ერევიან ამ ბუნებრივ პროცესებში. დღეს მეცნიერები ამაოდ ცდილობენ, იპოვონ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი და შეაჩერონ გარემოს დაზიანება.

ავსტრალია.

მეცნიერებმა ოკეანეების ფსკერებს ქვევით მოქცეული დაახლოებით 500 000 კუბური კილომეტრი თითქმის მტკნარი წყალი აღმოაჩინეს. როგორც ადელაიდის ფლინდერსის უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგი სახელად ვინსენტი ამბობს, „დიდი ხნით ადრე ზღვის დონე გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე დღეს“. შესაბამისად, სანაპირო ზოლი გაცილებით დიდ მასშტაბებს მოიცავდა. ვინსენტი განაგრძობს: „მიწისქვეშა წყლები, რომლებიც დღეს ზღვის ფსკერზეა მოქცეული, წვიმებით ივსებოდა“. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს წყლის მარაგი მომავალში ნაწილს მაინც დააკმაყოფილებს იმ 700 მილიონზე მეტი ადამიანიდან, რომელთაც სუფთა წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებათ.

საჰარის უდაბნო.

იმ დიდ ცხოველთა სახეობების ნახევარი, რომლებიც საჰარის უდაბნოში ბინადრობდნენ, იმ ტერიტორიიდან ან გადაშენდნენ, ან მათი ბინადრობის არეალი ერთი პროცენტი ან უფრო ნაკლებიღა დარჩა. ამის მიზეზი ნაწილობრივ რეგიონული არასტაბილურობა და ფართოდ გავრცელებული ნადირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ტყის ბიომრავალფეროვნებას არაფრით ჩამორჩება უდაბნოს ბიომრავალფეროვნება, „არასაკმარისი ფინანსების გამო მას მეცნიერები სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ“, — იტყობინებიან მკვლევრები. შედეგად, გარემოს დამცველები სათანადოდ ვერ ახდენენ უდაბნოს ეკოსისტემის მონიტორინგს, რომელიც დღეს საფრთხის წინაშე დგას.

მსოფლიო.

2012 წელს სავარაუდოდ ყოველი მერვე ადამიანის სიკვდილის მიზეზი დაბინძურებული ჰაერი იყო. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იტყობინება, „დაბინძურებული გარემოდან დღეს ადამიანის ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს დაბინძურებული ჰაერი უქმნის“.