რა ხდება მსოფლიოში?
მსოფლიო
შიმშილობის აღმოფხვრაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე უბრალოდ საკვების მარაგის წარმოების გაზრდა. ამბობენ, რომ ფერმერები დღეს 12 მილიარდი ადამიანის სამყოფ პროდუქტს აწარმოებენ. ეს მაჩვენებელი 5 მილიარდით აღემატება მსოფლიო მოსახლეობას. შიმშილობით გამოწვეული პრობლემები ძირითადად უკავშირდება ეკონომიკურ ინსტიტუტებს, საკვების განაწილებასა და მის არამიზნობრივად ხარჯვას.
ბრიტანეთი და შეერთებული შტატები
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომლის დროსაც ეკონომისტები გამოკითხეს, რესპოდენტთა თითქმის მეოთხედმა (24 %) აღნიშნა, რომ „წარმატებულნი რომ გახდნენ, შესაძლოა მათ მოუწიოთ არაეთიკური ან უკანონო საქციელის ჩადენა“. 16 %-მა აღიარა, რომ ისინი ჩაიდენდნენ დანაშაულს, „თუ ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვდა“.
არგენტინა
არგენტინაში 5-დან 3 მასწავლებელი ვეღარ უძლებს სკოლაში არსებულ სტრესსა და ძალადობას და დასვენების დღეებს ითხოვს.
სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეაში მარტო ცხოვრება მალე ჩვეულებრივი რამ გახდება.
ჩინეთი
ფიქრობენ, რომ ჩინეთის ქალაქების ორი მესამედი ვერ დააკმაყოფილებს მთავრობის მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს და ვერ მოხვდება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქების რიცხვში, რაც კანონმდებლობით 2016 წელს შევა ძალაში. ამასთანავე, ამ ქვეყანაში მოპოვებული მიწისქვეშა წყლების უმეტესი ნაწილის ხარისხი შეფასებულია, როგორც „ცუდი ან ძალიან ცუდი“