არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე გულის წამალია

სიბრძნე გულის წამალია

სიბრძნე გულის წამალია

„მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავები 14:30).

„მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგავები 17:22).

● ეს უბრალო, მაგრამ მრავლის მთქმელი სიტყვები ეკუთვნის ისრაელის მეფე სოლომონს, რომელიც დაახლოებით 3 000 წლის წინათ ცხოვრობდა. * და მაინც, ეთანხმება თანამედროვე მედიცინა სოლომონის ამ სიტყვებს?

მშვიდსა და გულფიცხ ადამიანებს შორის განსხვავებაზე საუბრისას ერთი ჟურნალი აღნიშნავს: „უახლესი გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბრაზი და შუღლი ადამიანში იწვევს გულის კორონარულ დაავადებებს“. ჟურნალი დასძენს: „გულის კორონარული დაავადების თავიდან არიდების და მკურნალობის წარმატებულ მეთოდებს მიეკუთვნება . . . არა მარტო ტრადიციული მედიკამენტური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა, არამედ ფსიქოლოგის დახმარებაც ბრაზისა და სიძულვილის დასაძლევად“ (Journal of the American College of Cardiology). მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ბიბლია ამბობს, მშვიდი გული კარგი ჯანმრთელობის საწინდარია.

მხიარული გული ნამდვილად დადებითად მოქმედებს ადამიანზე. შოტლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, დოქტორმა დერეკ კოქსმა, ბი-ბი-სი-ს საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადა: „თუ ბედნიერი ხარ, დიდია იმის ალბათობა, რომ ავადმყოფობამ ნაკლებად შეგაწუხოს, რასაც ვერ ვიტყვით უბედურ ადამიანებზე“. იმავე გადაცემაში ნათქვამი იყო: „ბედნიერი ადამიანები უფრო მეტად არიან დაცულნი გულის დაავადებისა და ინფარქტისგან“.

რატომ დასჭირდა კაცობრიობას ასე დიდი ხანი, ჩასწვდომოდა სოლომონის სიბრძნეს, რომელზეც ბიბლიის არც ერთი სხვა დამწერი არ საუბრობს? პასუხი იოლია: „ზღვის ქვიშასავით უხვად აძლევდა ღმერთი სოლომონს სიბრძნეს [და] გაგების უნარს“ (1 მეფეები 4:29). ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს სიბრძნე ბიბლიაში ისეთი მარტივი ენითაა ჩაწერილი, რომ ყველას შეუძლია შეიძინოს, თანაც ყოველგვარი საფასურის გარეშე.

მაშ, ბიბლიის რეგულარული კითხვა შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციე! მილიონების მსგავსად, შენც დარწმუნდები, რომ „როცა სიბრძნე შევა შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, ჭკუა დაგიცავს და გამჭრიახობა დაგიფარავს“ (იგავები 2:10, 11). რა საამური სიტყვებია!

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ბიბლია სიტყვა „გულში“ ხშირად გულისხმობს ადამიანის შინაგან პიროვნებას და მის ემოციებს.