სინამდვილეში ვინ დგას ოკულტიზმის მიღმა?
სინამდვილეში ვინ დგას ოკულტიზმის მიღმა?
ჩვენი შემოქმედის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი სინათლეა და არანაირი სიბნელე არ არის მასში“ (1 იოანე 1:5). ეს სიტყვები სულიერი გაგებით არის ნათქვამი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჭეშმარიტ ღმერთს რაიმე საერთო ჰქონდეს ოკულტიზმთან? იქნებ ოკულტიზმის მიღმა ბნელი ძალები დგანან?
ოკულტიზმში შედის სპირიტიზმი და მკითხაობა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ქირომანტიასა და ჯადოქრობას, აგრეთვე მიცვალებულთა „სულებთან“ კავშირსა და ჯადოთი შეკვრას. ოკულტიზმს დიდი ხნის ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ძველი ბაბილონიდან იღებს, რომლის ნანგრევებიც დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზეა (ესაია 47:1, 12, 13). ეს რიტუალები ბაბილონიდან ძველ მსოფლიოში გავრცელდა და მათ მრავალ კულტურასა და ცივილიზაციაში შეაღწია.
განვიხილოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ძველი მაკედონიის ქალაქ ფილიპეში მოხდა. რამდენიმე ქრისტიანი, მათ შორის მოციქული პავლე და ექიმი ლუკა, შეხვდნენ გოგონას, რომელიც ზებუნებრივ საქმეები 16:16—18).
ძალას ფლობდა. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ლუკა ბიბლიაში ამ გოგონას შესახებ: „შეგვხვდა ერთი მოახლე გოგონა. ის შეპყრობილი იყო სულით, დემონით, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა. წინასწარმეტყველებით გოგონა დიდ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს“ (გოგონას ძალას ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა კი არ აძლევდა, არამედ დემონი, ანუ ბოროტი სული. ამიტომ პავლემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ყური არ დაუგდეს მის ლაპარაკს. შესაძლოა გაინტერესებთ, ვინ არიან დემონები და საიდან გაჩნდნენ. მოდით ვნახოთ, რა პასუხს გვცემს ბიბლია.
ვინ არიან დემონები?
ვიდრე იეჰოვა ღმერთი ადამიანებს შექმნიდა, მან ზეცაში უამრავი გონიერი სულიერი ქმნილება შექმნა, რომლებსაც ბიბლიაში „ღვთის ძეები“ ეწოდებათ (იობი 38:4, 7). ადამიანების მსგავსად ისინიც ნების თავისუფლებით არიან შექმნილნი. მრავალი წლის მანძილზე ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს, მაგრამ ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა.
მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, ერთმა სულიერმა ქმნილებამ მოინდომა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა, კერძოდ თაყვანისცემა. როგორც მუცლით მეზღაპრე იყენებს თოჯინას, ამ ბოროტმა ანგელოზმაც გველი გამოიყენა და პირველი ქალი, ევა აღძრა, რომ ღვთის ნების წინააღმდეგ წასულიყო (დაბადება 3:1—6). ბიბლია ამ მოჯანყე ანგელოზს ასე მოიხსენიებს: „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხადება 12:9). იესომ მას კაცისმკვლელი უწოდა, რომელიც „ჭეშმარიტებაში არ დადგა . . . როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44).
დროთა განმავლობაში სატანას ჭეშმარიტი ღვთის სხვა ძეებიც შეუერთდნენ (დაბადება 6:1, 2). ბიბლიაში მათ „შემცოდველი ანგელოზები“ ეწოდებათ, „რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“, ანუ თავიანთი ზეციერი სამყოფელი (2 პეტრე 2:4; იუდა 6). მათ დემონები ეწოდათ (იაკობი 2:19). მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოაშორონ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ისევე, როგორც ეს ბიბლიურ დროს მრავალი ებრაელის შემთხვევაში გააკეთეს (კანონი 32:16, 17). როგორც წარსულში, სატანა და მისი დემონები დღესაც მოხერხებულად აღწევენ ამ მიზანს რელიგიური სიცრუის მეშვეობით (2 კორინთელები 11:14, 15).
თავი დაიცავით!
მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი სულები ზეადამიანურ ძალას ფლობენ, ჩვენ ღვთის დახმარებით შეგვიძლია წინ აღვუდგეთ მათ და გავიმარჯვოთ (1 პეტრე 5:9). მაგრამ ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვეხმარება, თუ გვეცოდინება ღვთის მოთხოვნები და მათ თანახმად ვიცხოვრებთ. თავის თანამედროვე ქრისტიანებს მოციქულმა პავლემ მისწერა: „არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა და იმის თხოვნა, რომ აღივსოთ მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით, რათა იეჰოვას ღირსად იაროთ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ მას“ (კოლოსელები 1:9, 10).
მათ შორის, ვინც „საფუძვლიანი ცოდნა“ მიიღო, იყვნენ ეფესოელები, რომლებიც ოკულტიზმს საქმეები 19:17—19). მათ მიერ გადადგმული გაბედული ნაბიჯი ჩვენს სასწავლებლად ჩაიწერა (2 ტიმოთე 3:16).
მისდევდნენ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იმოქმედა მათზე ჭეშმარიტების გაგებამ. ბიბლიაში ნათქვამია: „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა“. წიგნების „ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა“, რაც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა (დამცავი პრინციპები
დემონებისგან თავდასაცავად სხვა საშუალებებიც არსებობს. მოდით ვიმსჯელოთ ზოგიერთ ბიბლიურ პრინციპზე.
„ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1 იოანე 4:1). ჩვენ ნებისმიერი რელიგიური შეხედულება ბიბლიას უნდა შევადაროთ (საქმეები 17:11). ზოგჯერ ასტროლოგების, მკითხავების, მედიუმებისა და ექიმბაშების სიტყვები მართლდება. მაგალითად, ფილიპეში მცხოვრები დემონით შეპყრობილი გოგონაც სიმართლეს ამბობდა პავლესა და მის თანამგზავრებზე: „ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც ხსნის გზას გაუწყებენ“ (საქმეები 16:17). მიუხედავად ამისა, პავლემ ის თან კი არ წაიყვანა, არამედ უბრძანა ბოროტ სულს, მისგან გამოსულიყო.
„დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). დემონები არა მარტო ღვთის, არამედ თქვენი მტრებიც არიან. არც კი დაინტერესდეთ მათი ბნელი გზებით. ნაცვლად ამისა დაემორჩილეთ ღმერთს და სიყვარულით მოცემულ მის მცნებებს, რომლებიც დამამძიმებელი არ არის (1 იოანე 5:3). ძველ ისრაელს ღმერთმა უთხრა: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). ღმერთი დღესაც იმავეს ფიქრობს (გალატელები 5:19, 20).
„არც ჯადო არსებობს [იეჰოვას მსახურთა] წინააღმდეგ“ (რიცხვები 23:23). ვისაც სურს ღმერთს ასიამოვნოს, დემონების არ უნდა ეშინოდეს. ბოროტი სულები კანკალებენ ღვთის წინაშე, რადგან იციან, რომ ღმერთი თავის უსაზღვრო ძალას საბოლოოდ მათ გასანადგურებლად გამოიყენებს (იაკობი 2:19). ღმერთი თავისი ძალით დაეხმარება „მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ და „არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (2 მატიანე 16:9; ფსალმუნი 55:22).
„ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ მკვდრები უმოქმედო მდგომარეობაში არიან. ისინი ვერავის ვერაფერს ავნებენ, ამიტომ მათი შიში უსაფუძვლოა (ესაია 26:14). ხალხის მოსატყუებლად დემონები თავს მიცვალებულთა სულებად ასაღებენ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იმ ადამიანის „სული“, რომელიც სიცოცხლეში კეთილი იყო, სიკვდილის სხვანაირი ხდება.
„შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც“ (1 კორინთელები 10:21, 22). ვისაც გულწრფელად უყვარს იეჰოვა, თავს შორს იჭერს ისეთი წიგნებისგან, ფილმებისა და კომპიუტერული თამაშებისგან, რომლებსაც საფუძვლად ოკულტიზმი უდევს ან ოკულტურ პროპაგანდაზეა გათვლილი. * „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“, — ნათქვამია ფსალმუნის 101:3-ში. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი შინაარსის გასართობი საშუალებები ხშირად მოიცავს ძალადობასა და უზნეობას, რაც იეჰოვას მოყვარულებს უნდა სძულდეთ (ფსალმუნი 97:10).
დემონები ყოველთვის ცდილობენ დამალონ თავიანთი ნამდვილი სახე, თუმცა ეს მათ ბოლომდე არ გამოსდით. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა ამხელს მათ და გვიხსნის, რომ სინამდვილეში ისინი ბოროტი მატყუარები და ადამიანთა დაუძინებელი მტრები არიან. რამხელა სხვაობაა მათსა და ჩვენ შემოქმედ იეჰოვა ღმერთს შორის! მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, რომ მას ვუყვარვართ, ყოველთვის სიმართლეს გვეუბნება და ჩვენს მარადიულ კეთილდღეობაზე ზრუნავს (იოანე 3:16; 17:17).
[სქოლიო]
^ აბზ. 19 ყველას განსხვავებულად მგრძნობიარე სინდისი აქვს, რაც დამოკიდებულია ადამიანის რელიგიურ წარსულსა და სულიერ მოწიფულობაზე. მთავარია ქრისტიანს სუფთა სინდისი ჰქონდეს ღვთის წინაშე და არავინ დააბრკოლოს, თუნდაც ოჯახის წევრები. „ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“, — ნათქვამია რომაელების 14:10, 12-ში.