არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნდობის დეფიციტი მთელ მსოფლიოში“

„ნდობის დეფიციტი მთელ მსოფლიოში“

„ნდობის დეფიციტი მთელ მსოფლიოში“

დასავლეთ აფრიკაში 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში წევს. ის მალარიის საწინააღმდეგო ფალსიფიცირებული მედიკამენტით მოიწამლა, რომელიც დედამ მისთვის სახელმწიფო აფთიაქში შეიძინა. საავადმყოფოს ექიმი ამ საკითხზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ბოლო თხუთმეტი წელია ჩვენს ბაზარზე ბევრ ფალსიფიცირებულ მედიკამენტს ვხვდებით“. *

„აზიაში ერთი ახალშობილი ბიჭუნას მშობლებს თავზარი დასცა იმის გაგებამ, რომ ვითომდა ბიფიდობაქტერიებით გამდიდრებულ რძეში, რომლითაც თავიანთ ჩვილს კვებავდნენ, მომწამლავი ნივთიერება აღმოჩნდა. ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდა: პატარა ბიჭუნა დაიღუპა.

ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობდა, თავის კლიენტებს მილიარდობით დოლარი გამოსტყუა! მან ათასობით ადამიანისთვის განკუთვნილი საპენსიო ბიუჯეტი მიითვისა, რასაც „საუკუნის თაღლითობა“ უწოდეს.

დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც, სულ მცირე, ერთხელ მაინც არ გაუმტყუნეს იმედი. საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „მონდში“ ნათქვამია, რომ დღეს „ნდობის დეფიციტია მთელ მსოფლიოში“. დღევანდელი ეკონომიკური კრიზისიც მნიშვნელოვანწილად სწორედ ამით არის განპირობებული.

რით არის გამოწვეული „ნდობის დეფიციტი“? შეგიძლიათ ენდოთ ვინმეს?

[სქოლიო]

^ აბზ. 2 იუწყება პარიზში (საფრანგეთი) გამომავალი გაზეთი „ფიგარო“.