რატომ მაქვს ასეთი ცუდი წარმოდგენა საკუთარ თავზე?
ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ მაქვს ასეთი ცუდი წარმოდგენა საკუთარ თავზე?
დიახ არა
როცა სარკეში იყურები, ◯ ◯
მოგწონს შენი თავი?
ფიქრობ, რომ გაქვს რაიმე ◯ ◯
განსაკუთრებული უნარი?
შეგიძლია არ აჰყვე თანატოლებს? ◯ ◯
ხომ არ გაღიზიანებს ჯანსაღი კრიტიკა? ◯ ◯
ბრაზდები, როდესაც სხვები უსამართლო შენიშვნებს ◯ ◯
გაძლევენ?
შენი აზრით, უყვარხარ სხვებს? ◯ ◯
ზრუნავ ჯანმრთელობაზე? ◯ ◯
გიხარია სხვების წარმატება? ◯ ◯
თვლი, რომ რაღაცის მიღწევა შეგიძლია? ◯ ◯
თუ აქედან რამდენიმე კითხვაზე უარყოფითად უპასუხებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად არ აფასებ საკუთარ თავს. ეს სტატია დაგეხმარება, დაინახო შენი ძლიერი მხარეები.
ბევრ ახალგაზრდას არ მოსწონს თავისი გარეგნობა და ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. მათ ძალიან უნდათ, რომ თანატოლებმა აღიარონ. შენც ამ კატეგორიას ეკუთვნი? თუ ასეა, შენ არ ხარ გამონაკლისი.
● „ძალიან ვღიზიანდები, რომ ამდენი ნაკლი მაქვს. სულ ვაკრიტიკებ საკუთარ თავს. ჩემი თავის ყველაზე დიდი მტერი მე თვითონ ვარ“ (ლეტისია). *
● „რაც არ უნდა ლამაზი იყო, ყოველთვის გამოჩნდება შენზე უკეთესი“ (ჰელი).
● „ყველაზე შებოჭილად თავს თანატოლების გარემოცვაში ვგრძნობ. მეშინია, რომ სხვების თვალში არ დავმცირდე“ (რეიჩელი).
თუ შენც ასეთი გრძნობები გაქვს, გულს ნუ გაიტეხ. ქვემოთ მოცემული სამი რჩევა დაგეხმარება რომ საკუთარ თავზე არ გქონდეს ასეთი ცუდი წარმოდგენა.
1) შეიძინე მეგობრები
ბიბლიური მუხლი: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში? კარგი მეგობარი გასაჭირში არ მიგატოვებს (1 სამუელი 18:1; 19:2). იმის ცოდნაც კი, რომ ვიღაც ფიქრობს შენზე, უკვე კარგ განწყობაზე გაყენებს (1 კორინთელები 16:17, 18). ასე რომ, დაუმეგობრდი მათ, ვინც კარგ გავლენას ახდენს შენზე.
„ნამდვილი მეგობარი ყოველთვის გვერდში დაგიდგება“ (დონელი).
„თავი რომ კარგად იგრძნო, ზოგჯერ ისიც საკმარისია, რომ ვინმეს გულწრფელად უყვარდე. ასეთ დროს ხვდები, რომ არც მთლად წყალში გადასაგდები ყოფილხარ“ (ჰიზერი).
გაფრთხილება: ნუ მოაჩვენებ მეგობრებს თავს ისეთად, როგორიც სინამდვილეში არა ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ წრეში მიგიღონ (იგავები 13:20; 18:24; 1 კორინთელები 15:33). თუ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად სისულელეს ჩაიდენ და საკუთარ პრინციპებს უღალატებ, თავს დამცირებულად და გამოყენებულად იგრძნობ (რომაელები 6:21).
შენ რისი გაკეთება შეგიძლია? ქვემოთ დაწერე მეგობრის სახელი, რომელიც დაგეხმარება არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევაში.
․․․․․
კარგი იქნება, თუ ამ მეგობართან ერთად გაატარებ დროს (აუცილებელი არ არის, რომ შენი თანატოლი იყოს).
2) თავადაც დაინტერესდი სხვებით
ბიბლიური მუხლი: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში? როცა სხვას ეხმარები, ეს შენთვისვეა კარგი. ერთ ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „ხელგაშლილი სული დამსუყდება და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“ (იგავები 11:25). უდავოა, რომ სხვებზე ზრუნვა შენვე გიმაღლებს გუნება-განწყობილებას. *
„ვცდილობ, რაღაც გავაკეთო მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება კრებაში. როცა სხვების მიმართ სიყვარულსა და ყურადღებას ვავლენ, უკეთესად ვგრძნობ თავს“ (ბრიანა).
„ქრისტიანული მსახურება მეხმარება, რომ საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ვიფიქრო“ (ჯეივონი).
გაფრთხილება: სიკეთის სანაცვლოდ ნურაფერს მოელი (მათე 6:2—4). თუ სიკეთეს გამორჩენის მიზნით გააკეთებ, ეს არაფერში გარგებს. ვერავის გამოაპარებ, რა გულით აკეთებ სიკეთეს (1 თესალონიკელები 2:5, 6).
შენ რისი გაკეთება შეგიძლია? გაიხსენე, ვის დაეხმარე ბოლო დროს. დაწერე, ვინ იყო და რა გაუკეთე მას.
․․․․․
რა იგრძენი ამის შემდეგ?
․․․․․
დაწერე, კიდევ ვის შეგიძლია დაეხმარო, და როგორ.
․․․․․
3) შეცდომების გამო ნუ დაითრგუნები
ბიბლიური მუხლი: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ყველა არასრულყოფილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის იტყვი ან გააკეთებ რაღაც არასწორს (რომაელები 7:21—23; იაკობი 3:2). შეცდომებს თავს ვერ აარიდებ. მთავარი ისაა, როგორ რეაგირებ მათზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“ (იგავები 24:16).
„ზოგჯერ საშინლად დამრთგუნველია, როცა ვიღაცის ძლიერ მხარეებს ჩვენს სუსტ მხარეებს ვადარებთ“ (კევინი).
„ყველას აქვს როგორც კარგი, ისე ცუდი თვისებები. ჩვენ უნდა ვიამაყოთ კარგი თვისებებით, შეცდომები კი გამოვასწოროთ“ (ლორენი).
გაფრთხილება: ცოდვის ჩადენას იმით ნუ გაამართლებ, რომ არასრულყოფილი ხარ (გალატელები 5:13). თუ ცოდვას განზრახ ჩაიდენ, ყველაზე დიდებული პიროვნების, იეჰოვას კეთილგანწყობას დაკარგავ (რომაელები 1:24, 28).
შენ რისი გაკეთება შეგიძლია? ქვემოთ დაწერე, რომელი თვისების გამოსწორება გინდა.
․․․․․
დაწერე თარიღი, როცა ამ თვისებაზე დაიწყებ მუშაობას. დააკვირდი საკუთარ თავს, რის მიღწევას შეძლებ ერთ თვეში.
რეალურად შეაფასე საკუთარი თავი
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია“ (1 იოანე 3:20). იგი უფრო აფასებს შენს ღირსებებს, ვიდრე თავად შენ. არასრულყოფილების გამო საკუთარ თავს ხაზს ნუ გადაუსვამ. წარმოიდგინე, რომ 100 დოლარიანი გაქვს, რომელიც ოდნავაა გახეული. ნუთუ გადააგდებდი ამის გამო? ამ კუპიურას ჯერ ხომ თავისი ფასი არ დაუკარგავს?!
ღმერთიც ასე გიყურებს. რაც არ უნდა ცუდი წარმოდგენა გქონდეს საკუთარ თავზე, იცოდე, რომ ის ხედავს და აფასებს შენს გულწრფელ მცდელობას. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10).
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
[სქოლიოები]
^ აბზ. 15 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 30 თუ იეჰოვას მოწმე ხარ, ალბათ არაერთხელ განგიცდია სიხარული, როცა სხვებს სამეფოს შესახებ უქადაგე (ესაია 52:7).
დაფიქრდი
როგორ უნდა მოიქცე, თუ . . .
● მეგობრები გამცირებენ?
● სხვები შენზე უკეთესები გგონია?
● მხოლოდ უარყოფითს ხედავ საკუთარ თავში?
[ჩანართი 27 გვერდზე]
„შეიძლება ვინმე მიმზიდველი იყოს, მაგრამ თავი უშნო ეგონოს, ან შეიძლება სულაც არ იყოს მიმზიდველი, მაგრამ თავი ყველაზე ლამაზად მიაჩნდეს. როგორც ჩანს, პრობლემა აზროვნებაშია“ (ალისა).
[ჩარჩო⁄სურათები 27 გვერდზე]
შენი თანატოლები ამბობენ . . .
„დროდადრო ყველაზე მტკიცე შენობასაც კი სჭირდება რესტავრაცია. ასევეა ჩვენ შემთხვევაშიც. ხშირად ჩვენც გვჭირდება მეგობრის თბილი სიტყვები, ღიმილი და გულში ჩაკვრა“.
„ნუ შეგშურდება სხვების კარგი თვისებების. პირიქით, მათი კარგი თვისებები ისევ შენ წაგადგება, როგორც შენი — მათ“.
[სურათები]
ობრი
ლორენი
[სურათი 28 გვერდზე]
კუპიურა არ კარგავს ფასს მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავაა გახეული. ღმერთიც ასე გიყურებს; არასრულყოფილების მიუხედავად, მის თვალში ფასს არ კარგავ.