არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გემოს შეგრძნება

გემოს შეგრძნება

ვინ შექმნა?

გემოს შეგრძნება

▪ როგორც კი გემრიელ ლუკმას პირში ჩაიდებთ, გემოს მაშინვე გრძნობთ. გაინტერესებთ, როგორ შეიგრძნობთ გემოს?

დაფიქრდით: ადამიანის ენას, ისევე როგორც პირის ღრუსა და ხორხს, აქვს პაწაწინა გამონაზარდები, რომლებსაც გემოვნების ბოლქვები ეწოდება. ეს ბოლქვები მოთავსებულია ენის ზედაპირზე განლაგებულ დვრილებში. თითო ბოლქვში ასამდე რეცეპტორული უჯრედია, რომელთაგან ზოგი მჟავისადმია მგრძნობიარე, ზოგი — მლაშისადმი, ზოგი — ტკბილისადმი და ზოგიც — მწარისადმი *. ცხარე გემო კი აღაგზნებს არა გემოვნების ბოლქვებს, არამედ ტკივილის რეცეპტორებს. გემოვნების რეცეპტორები დაკავშირებულია მგრძნობიარე ნერვებთან, რომლებიც საკვებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებზე რეაგირებს და მომენტალურად გადასცემს იმპულსებს ტვინის ღეროს ქვედა ნაწილს.

გემოს მხოლოდ გემოვნების რეცეპტორების წყალობით როდი ვგრძნობთ. გემოვნების რეცეპტორების გარდა ცხვირის ღრუში განლაგებულია ხუთი მილიონი ყნოსვის რეცეპტორი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაახლოებით 10 000 სხვადასხვა სახის სუნი შევიგრძნოთ. ეს რეცეპტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გემოს შეგრძნებაში. მეცნიერთა შეფასებით, გემოს შეგრძნების 75 პროცენტს განაპირობებს სწორედ ყნოსვის რეცეპტორები.

მეცნიერებმა გამოიგონეს ყნოსვის ხელოვნური აპარატი. პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომში მოყვანილი იყო ნეიროფიზიოლოგის, ჯონ კაუერის სიტყვები: „ვერც ერთი ხელოვნური აპარატი ვერ შეედრება საოცრად დახვეწილ და რთული აგებულების ბუნებრივ ორგანოს“.

ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გემოვნების შეგრძნება ჭამას სასიამოვნოს ხდის. თუმცა მეცნიერებს დღემდე ვერ უპოვიათ პასუხი, თუ რატომ აქვს ხალხს განსხვავებული გემოვნება. ჟურნალ „საიენს დეილიში“ ნათქვამი იყო: „მართალია, მეცნიერებმა ბევრი რამ იციან ადამიანის ორგანიზმის შესახებ, მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნიან, როგორ შეიგრძნობს ადამიანი გემოსა და სუნს“.

რას ფიქრობთ? შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ გემოს შეგრძნების უნარი თუ შემოქმედის დამსახურებაა ეს?

[სქოლიო]

^ აბზ. 4 გასულ წლებში ზოგმა მეცნიერმა მეხუთე გემოდ უმამი დაასახელა. უმამის უწოდებენ გლუტამინმჟავას მარილების გემოს. ეს მარილები გვხვდება ისეთ არომატიზატორში, როგორიცაა ნატრიუმის გლუტამატი.

[დიაგრამა⁄სურათი 26 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ენის ჭრილი

[დიაგრამა]

დვრილი

[საავტორო უფლება]

© Dr. John D. Cunningham/Visuals Unlimited