მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ უნდა მიყვარდეს კითხვა? (მაისი, 2006). ვარ 15 წლის, ეს სტატია დიდად დამეხმარა. ერთხელ სკოლაში წავიღე ეს ჟურნალი, რაც ჩემი მასწავლებლის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. გაკვეთილზე მან კითხვის ჩვევაზე ისაუბრა და კლასელებს „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი აჩვენა. მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ძალიან მოეწონა ეს სტატია და ყველა წაახალისა მის წასაკითხად.
დ. ა. კ. (ბრაზილია).
ადრე, ძირითადად, ჟურნალიდან მხოლოდ იმ სტატიებს ვკითხულობდი, რომლებიც მაინტერესებდა. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, ჟურნალის ყველა სტატია წავიკითხო მაშინაც კი, თუ რომელიმე მათგანი თავიდან საინტერესოდ არ მომეჩვენა. აღმოვაჩინე, რომ უმეტესწილად სწორედ ასეთი სტატიები გახდა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო. დიდი მადლობა.
ი. გ. (აშშ).
მიხარია, რომ დღესაც არიან ისეთი ახალგაზრდები, როგორიც ერთ დროს მე ვიყავი. 14 წლისა მოვინათლე, ახლა 40 წლის ვარ. ნათლობამდე არც ისე დიდი ხნით ადრე მეც ვიქციე ჩვევად ყოველდღიურად „საგუშაგო კოშკი“-დან ან „გამოიღვიძეთ!“-იდან რამდენიმე გვერდის წაკითხვა. ვფიქრობ, რომ ამ ჩვევის წყალობით არც ერთი სტატია არ დამრჩენია წაუკითხავი, და სწორედ ამან შემანარჩუნებინა სულიერი მხნეობა.
ს. ო. (იაპონია).
მიგელ სერვეტი — ადამიანი, რომელიც მარტო ეძებდა ჭეშმარიტებას (მაისი, 2006). გმადლობთ ამ ინფორმაციული და შთამბეჭდავი სტატიისთვის. მან სტიმული მომცა, დიდი ენთუზიაზმით გამეგრძელებინა ქადაგება და იეჰოვას სახელის წმინდადყოფა.
მ. რ. (ბრაზილია).
უმეტესობა მიგელ სერვეტს იცნობს როგორც მედიცინის სფეროში სახელგანთქმულ ადამიანს. მაგრამ ეს სტატია გვაცნობს მის, როგორც სწავლულის, სხვა ღირსებებს, მაგალითად გულწრფელობასა და ჭეშმარიტების ძიების წყურვილს. გმადლობთ ამ სტატიის გამოქვეყნებისთვის!
მ. ჯ. (ესპანეთი).
გაფრთხილების გათვალისწინება ნამდვილად ღირდა (ივნისი, 2006). შესანიშნავია, იყო იეჰოვას იმ ორგანიზაციის ნაწილი, რომელშიც სიყვარული მეფობს. მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ყველა და-ძმას, რომლებიც დამეხმარნენ ქარიშხალ „კატრინას“ ამოვარდნის შედეგად თითქმის დანგრეული სახლის აღდგენაში. დღეს რომ მე სახლი მაქვს, ეს მათი სიყვარულის მტკიცებაა.
ი. ფ. (აშშ).
აბრეშუმი — „ბოჭკოთა დედოფალი“ (ივნისი, 2006). ბავშვობიდან მაინტერესებდა, როგორ მზადდებოდა აბრეშუმი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარა ამ სტატიის ნახვამ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში! ენით აუწერელი სიამოვნება მივიღე მისი წაკითხვით და კიდევ უფრო აღმაფრთოვანა იეჰოვას ქმნილებებმა!
ა. კ. ლ. (ბრაზილია).
ავთვისებიანი მელანომას ნიშნები (8 ივნისი, 2005 [რუს.]). სტატიაში მოცემული ფერადი ფოტოსურათების დახმარებით დავრწმუნდი, რომ შავი ფერის საეჭვო ლაქა, რომელიც კანზე მქონდა, ავთვისებიანი მელანომა ყოფილა. საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევის შედეგად მელანომა საწყის სტადიაზე მოიკვეთა. მთელი გულით მადლიერი ვარ იეჰოვასი ასეთი პრაქტიკული ინფორმაციისთვის.
კ. ნ. (იაპონია).