შეგიძლიათ სიბერის თავიდან არიდება?
შეგიძლიათ სიბერის თავიდან არიდება?
„ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; ... სწრაფად მიჰქრიან და ჩვენც იქით მივფრინავთ“ (ფსალმუნები 89:10).
წარმოიდგინეთ, რომ ყოველთვის ჯან–ღონით სავსე ხართ. შესანიშნავი ჯანმრთელობა გაქვთ და გონებაც კარგად გიჭრით. ყოველივე ეს ფანტაზიად ხომ არ მიგაჩნიათ? დაფიქრდით შემდეგ საინტერესო ფაქტზე: ზოგიერთი სახეობის თუთიყუში ას წელზე მეტ ხანს ცოცხლობს, თაგვები კი იშვიათად ცოცხლობენ სამ წელიწადზე მეტს. სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის არსებულმა ასეთმა სხვაობამ ზოგი ბიოლოგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ სიბერეს აქვს გამომწვევი მიზეზი და, თუ მიზეზი არსებობს, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია.
გამოკვლევებმა, რომლებიც სიბერის აღმოსაფხვრელი საუკეთესო საშუალებების საძიებლად იყო მიმართული, წამლების მწარმოებელი კომპანიების ინვესტიციები მიიზიდა. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადნენ და ამჟამად 60 წლამდე არიან, ეძებენ სიბერესთან ბრძოლის საშუალებებს, და პირადად არიან ამით დაინტერესებულები.
მრავალი მეცნიერი გენეტიკის, მოლეკულური ბიოლოგიის, ზოოლოგიისა და გერონტოლოგიის დარგში აგრეთვე ძალიან არის დაინტერესებული სიბერესთან დაკავშირებული გამოკვლევებით. სტივენ ოსტადის წიგნში „რატომ ვბერდებით“ ნათქვამია: „დღეს გერონტოლთა შორის არსებობს სუსტი, მაგრამ საგრძნობი აღფრთოვანება. ჩვენ უფრო და უფრო მეტს ვიგებთ სიბერის გამომწვევი ძირითადი მიზეზების შესახებ“.
არსებობს მრავალი მოსაზრება სიბერის გამომწვევი მიზეზების შესახებ. ერთ–ერთი მოსაზრების თანახმად, სიბერეს უჯრედების მწყობრიდან გამოსვლა იწვევს; სხვა მოსაზრების მიხედვით კი, სიბერე გენეტიკურ კოდშია ჩადებული. ზოგი ფიქრობს, რომ სიბერეს ორივე მიზეზი იწვევს. რამდენად კარგად არის დაბერების პროცესი შესწავლილი? არსებობს იმის საფუძველი, რომ სიბერე აღმოიფხვრება?
[ცხრილი⁄სურათები 2, 3 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სიცოცხლის დაახლოებითი ხანგრძლივობა
ფუტკარი
90 დღე
↓
თაგვი
3 წელი
↓
ძაღლი
15 წელი
↓
მაიმუნი
30 წელი
↓
ალიგატორი
50 წელი
↓
სპილო
70 წელი
↓
ადამიანი
80 წელი
↓
თუთიყუში
100 წელი
↓
გიგანტური კუ
150 წელი
↓
გიგანტური სექვოია
3 000 წელი
↓
მარადი ფიჭვი
4 700 წელი
[სურათი 3 გვერდზე]
ზოგიერთი სახეობის თუთიყუში 100 წელი ცოცხლობს, ადამიანი კი დაახლოებით — 80 წელი. მეცნიერებს აინტერესებთ: „რა იწვევს სიბერეს?“