არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მისმა კლასელებმა თვალსაზრისი შეიცვალეს

მისმა კლასელებმა თვალსაზრისი შეიცვალეს

მისმა კლასელებმა თვალსაზრისი შეიცვალეს

▪ უკრაინაში 11 წლის ვიქტორიას (იხილეთ ზემოთ ფოტოსურათზე) მასწავლებელმა დაავალა, მოემზადებინა თემა საყვარელი წიგნის შესახებ და კლასის წინაშე ისე წარედგინა, რომ სხვებს მისი წაკითხვის სურვილი გასჩენოდათ. ვიქტორია ყვება: «გადავწყვიტე, კლასელებისთვის გამეცნო წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. მასზე საუბრისას ყურადღება გავამახვილე მის შინაარსსა და იმ პრინციპებზე, რომლებზეც წიგნი იყო დაფუძნებული. ბოლოს აღვნიშნე, რომ გაკვეთილის დამთავრების შემდეგ ყველას შეეძლო ამ წიგნის ეგზემპლარის მიღება».

როგორ გამოეხმაურნენ ამას ვიქტორიას კლასელები? „იმ დღეს 20 წიგნი გავავრცელე, — ამბობს ვიქტორია. — ჩემი კლასელები ფიქრობდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები სექტას წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ შეიცვალეს თვალსაზრისი. ამჟამად ჩემი ორი კლასელი რეგულარულად კითხულობს ჩვენს ჟურნალებს“.

წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები“ ირჩევა ისეთი საკითხები, რომლებიც ახალგაზრდების აზრებსა და გრძნობებს ეხება. მაგალითად, მასში განიხილება: „როგორ მივაღწიო მშობლებისგან მეტ თავისუფლებას?“ „როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“ „დასაშვებია ქორწინებამდელი სექსი?“ ამ წიგნში, რომელიც 39 თავისგან შედგება, ბევრი სხვა საკითხიც ირჩევა.

თუ გსურთ, მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა