ვისთან ვიცხოვრო ერთ ჭერქვეშ?
ახალგაზრდების შეკითხვები
ვისთან ვიცხოვრო ერთ ჭერქვეშ?
„მარტო რომ მეცხოვრა, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა სრული დროით მქადაგებლად მსახურება და ამავე დროს, ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურებისთვის ფულის გადახდა“ (ლინი) *.
როდესაც ახალგაზრდები მშობლიურ კერას ტოვებენ, მათ აოგნებთ ის ფაქტი, რომ „რეალურ ცხოვრებაში“ ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. ბევრისთვის მაღალი გადასახადების დაფარვის საშუალებას წარმოადგენს ერთ ან მეტ თანამობინადრესთან ერთად ხარჯების განაწილება.
მაგრამ როგორც წინა სტატიაში აღინიშნა, სხვა ადამიანთან — განსაკუთრებით კი სრულიად უცხოსთან — ერთად ცხოვრება შეიძლება ნამდვილად დიდ სირთულეს წარმოადგენდეს *. ეს იმ ახალგაზრდა ქრისტიანების შემთხვევაშიც კი მართლდება, რომლებიც სრული დროით მსახურების მიზნით ერთად ცხოვრობენ. რა მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდე, თუკი ვინმესთან ერთად ცხოვრებაზე ფიქრობ, კარგი იქნებოდა ამ ადამიანის არჩევისას „განსჯის უნარი“ გამოგეყენებინა * (იგავნი 3:21).
ცუდი საზოგადოება საფრთხეს ქმნის
ბევრი ახალგაზრდა განცხადების დაფებზე, გაზეთებსა თუ ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადებების მეშვეობით ეძებს შესაძლო თანამობინადრეს. მაგრამ ახალგაზრდა ქრისტიანებს ასეთი წყაროები საშიშ მახეს უგებს. მათი მეშვეობით შეიძლება შეხვდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც არც შენს რწმენას და არც ზნეობრივ ნორმებსა თუ სტანდარტებს იზიარებენ. არის კი გონებაშეზღუდულობის ან კარჩაკეტილობის მაჩვენებელი მხოლოდ თანამორწმუნესთან ცხოვრების სურვილი? არა, ეს სავსებით გონივრულია. თავად ბიბლია გვაფრთხილებს: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33).
განვიხილოთ ახალგაზრდა ქალის, ლის, შემთხვევა. ის ჯერ არ იყო მონათლული ქრისტიანი, როდესაც უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში დაიწყო ცხოვრება. „სახიფათო გარემოცვაში ვიყავი, — იხსენებს ის, — ზოგი გოგონა სახლში დაბრუნებისას ხედავდა, რომ მის თანამობინადრეს სექსუალური კავშირი ჰქონდა ვიღაცასთან“. იმ ადგილას ცხოვრებამ ლის სულიერობაზე უარყოფითად იმოქმედა. „ქრისტიანულ შეხვედრებს უმეტესწილად ვაცდენდი“, — აღიარებს ის. გასაკვირი არაა, რომ ის უფრო და უფრო უარესად იქცეოდა. «ერთხელაც ჩემი პირიდან უწმაწური სიტყვები ამოვიდა და ერთმა გოგომ მითხრა: „იწონებს ამას იეჰოვა?“». რა დამამცირებელია! საბედნიეროდ, ლიმ ის არაჯანსაღი გარემო მიატოვა და სულიერად წინ წაიწია. მისი გამოცდილებიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად სახიფათოა იმ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც არ იზიარებს შენს ზნეობრივ ნორმებს.
შესაფერისი თანამობინადრის პოვნა
მაშ, აბა ვისთან ერთად უნდა იცხოვრო და სად უნდა ეძებო თანამობინადრე? დაიწყე იეჰოვას მოწმეთა შენი ადგილობრივი კრებიდან. საინტერესოა, რომ სრული დროით მქადაგებლები სულიერი მიზნების მქონე *. მშობლებს, ადგილობრივი კრების უხუცესებს, მიმომსვლელ ზედამხედველებსა და სხვებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა; შესაძლოა, ისინი იცნობდნენ ვინმეს, ვინც კარგად შეგეწყობოდა.
სხვა ახალგაზრდებს ხშირად სწორედ მათთვის მოწყობილ სხვადასხვა სკოლებსა და შეხვედრებზე ხვდებიანშეიძლება კარგი დახმარება გაგიწიოს იმანაც, თუ შენი სურვილის შესახებ სხვებსაც დაელაპარაკები. რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება იმის შესახებ, რომ თანამობინადრეს ეძებ, მისი პოვნის ალბათობაც მით უფრო მეტი იქნება (ეკლესიასტე 11:6). უპირველეს ყოვლისა კი იეჰოვას სთხოვე დახმარება და მიენდე, რომ აკურთხოს შენი მისწრაფება (1 იოანე 5:14, 15).
მოიპოვე საჭირო ინფორმაცია
თანამობინადრის პოვნისას შეიძლება გსურდეს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოთ ერთად ცხოვრება. მაგრამ გონივრული იქნებოდა, თავდაპირველად ზოგი რამ გაგერკვია. აქებენ ამ ძმას ან დას თავის კრებაში? (საქმეები 16:1, 2). შესაძლოა, არ იყოს ურიგო, თუკი შენ და შენი მშობლები დაელაპარაკებით სულიერად მოწიფულ ქრისტიანებს, რომლებიც მას კარგად იცნობენ. შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რა რეპუტაციით სარგებლობს ეს ადამიანი? არის თუ არა ემოციურად და სულიერად მტკიცე? იღებს თუ არა მონაწილეობას სამქადაგებლო საქმიანობაში, აკეთებს კომენტარებს შეხვედრებზე? იქცევა წესიერად?“.
გახსოვდეს, რომ „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება“ (იგავნი 13:20). „ჩემი თანამობინადრე სულიერად ძალიან მოწიფული ადამიანია, — ამბობს დავითი, — რაც სულიერობის შენარჩუნებაში მეხმარება“. რენე, რომელსაც ბევრჯერ მოუწია სხვებთან ერთად ცხოვრება, ამ აზრს აგრძელებს: «თანაოთახელებიდან ზოგს შემოუთავაზებია, რომ საღამოობით ბიბლიიდან თითო თავი წაგვეკითხა ხოლმე. ჩემი ოჯახის წევრები მოწმეები არ იყვნენ და ბიბლიის ოჯახური შესწავლაც არასოდეს გვქონია. ამიტომაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თანაოთახელთან ერთად „ოჯახური შესწავლის“ ჩატარება!». თუკი ისეთი თანამობინადრე გყავს, რომელიც სულიერი საკითხებისადმი შენს სიყვარულს იზიარებს, ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.
გულწრფელად იმსჯელეთ
შემდეგი ნაბიჯი ისაა, რომ ერთად დასხდეთ და სხვადასხვა საკითხზე იმსჯელოთ. ასეთი საუბრები დაგეხმარება
იმის დადგენაში, შეეწყობით თუ არა ერთმანეთს. საინტერესოა, რომ ჟურნალ Communication Research Reports-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, ურთიერთობებში მსგავსი თვისებების მქონე თანამობინადრეები „შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს და ძალიან კმაყოფილებიც იყვნენ იმით, რომ ერთად ცხოვრობდნენ“. მაგრამ, თუკი გულღია და ურთიერთობის მოყვარული ხარ, გრძნობებსა და ფიქრებს გულში არ იტოვებ და აშკარად გამოხატავ, შეიძლება პრობლემები შეგექმნას თავშეკავებულ, წყნარ ან მარტოობის მოყვარულ ადამიანთან.ალბათ არ გენდომება, რომ თქვენი საუბარი საგამომძიებლო დაკითხვას დაემსგავსოს, ამიტომაც კარგი იქნებოდა შესაძლო თანამობინადრეს მისი უახლოესი მიზნებისა და გეგმების შესახებ დალაპარაკებოდი. სულიერად წინ წაწევა სურს თუ, უბრალოდ, უნდა, რომ ოჯახში დაძაბულ სიტუაციას გაექცეს? ლინი აღნიშნავს სხვა პრობლემას, რომელიც შეიძლება წამოიჭრას: „ვცხოვრობდი გოგონასთან ერთად, რომელიც ერთ ბიჭს ხვდებოდა. მისი შეყვარებული მთელი დღე ჩვენთან იყო და გვიანობამდე ფეხს არ ადგამდა“. ლინი ხედავდა, რომ თავიანთი გრძნობების გამოხატვისას ისინი შეუფერებლად და შემაწუხებლად იქცეოდნენ. ასეთი პრობლემებისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია, თუკი წინასწარ შეთანხმდებით ზოგი ძირითადი წესის დაცვაზე. რენე ამბობს: „შევთანხმდით, რომ ბიჭებს მხოლოდ გარკვეულ დრომდე შეეძლოთ დარჩენა“. ორივე თანამობინადრისთვის კარგი იქნებოდა, შეთანხმებულიყვნენ, რომ არც ერთი მათგანი არასოდეს არ დარჩება ოთახში მარტო საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან.
ღირს იმსჯელოთ იმაზეც, თუ რა არის თქვენი ჰობი, რას უფრო ანიჭებთ უპირატესობას და როგორი მუსიკა მოგწონთ. „ისეთ ადამიანთან ვიცხოვრებდი, ვისაც ის მოსწონს, რაც მე, ვისაც მსგავსი ხასიათი აქვს და იგივეს კეთება უყვარს“, — ამბობს მარკი. თავისთავად ცხადია, სხვადასხვა გემოვნება მაინცდამაინც არ არის იმის მიზეზი, რომ ორმა ადამიანმა ერთად ვერ იცხოვროს. სინამდვილეში, მნიშვნელოვანი შემდეგია — რამდენად კარგად შეგიძლიათ ერთმანეთთან შეწყობა? მზად ხარ, შეურიგდე განსხვავებულობებს და მოიქცე ისეთნაირად, რომ დათმობაზე წახვიდე?
ლი გვირჩევს: „უნდა ჰკითხო სხვას, თუ რას ელის თქვენი ერთობლივი ცხოვრებიდან. ზოგს იმის მოლოდინი აქვს, რომ შენ მისი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე გახდები. მაგრამ მე არ ვარ ამით დაინტერესებული“. დავითიც ამბობს: „მინდა მყავდეს ისეთი თანამობინადრე, რომელთანაც ერთად ბევრ რამეს გავაკეთებ, მაგრამ რომელიც არ დამიწყებს ფეხდაფეხ დევნას, როდესაც სხვებთან რამის გაკეთებას მოვისურვებ“. სხვა ყველაფერთან ერთად გაიგე, სურს თუ არა მას სამქადაგებლო საქმიანობაში შენი მხარდაჭერა ან აქვს თუ არა სხვა სულიერი მიზნები, მაგალითად, უცხოენოვან კრებაში მსახურება.
დაბოლოს, არ გამოგრჩეთ საჭმლის მომზადების საკითხი (ორივემ იცით მომზადება?); ამასთანავე მოილაპარაკეთ, რომ საშინაო საქმეებს ორივე გააკეთებთ, განსაზღვრეთ, თუ რა პირად ნივთებს მოიხმართ, გაინაწილეთ ადგილები გარდერობსა და სამზარეულოში, და გადაწყვიტეთ, გეყოლებათ თუ არა შინაური ცხოველები. ასეთ საკითხებზე დალაპარაკება გაუგებრობისა და ემოციური ტკივილისგან დაგიცავთ. იგავნის 20:18-ში ნათქვამია: „გეგმები ბჭობაში მტკიცდება“.
„შესაფერისად და წესიერად“
სხვა სასარგებლო პრინციპი ლუკას 14:28-შია მოყვანილი — ‘ფასის გამოთვლა’. ეცადე გამოთვალო, რა ხარჯები გექნება. რა დაჯდება ბინის დაქირავება? საკვები პროდუქტები? კომუნალური მომსახურება? ისარგებლებთ ტელეფონით? თუ კი, როგორ გაიყოფთ გადასახადს? „ვინმესთან დაბინავებამდე მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი თანამობინადრე შეძლებს თავისი ხარჯების დაფარვას“, — ამბობს ლინი. ელექტრონულ გაზეთ „მომდევნო ნაბიჯში“ (The Next Step) კარგად არის შენიშნული: „თანამობინადრეები, რომლებიც ბინის ქირასა თუ საჭმელში თავის წილს არ იხდიან. . . ან რომელთა გამოც კომუნალური მომსახურებისთვის ძალიან დიდი გადასახადები მოგდით, ზედმეტ სტრესში გაგდებენ“.
„ზოგჯერ სირთულეს ქმნის არა თანხის ოდენობა, — ამბობს რენე, — არამედ მისი დაფარვის ვადა!“. ის ხსნის: „ქირას ყოველი თვის მესამე დღეს ვიხდით. მაგრამ ზოგჯერ ჩემი თანამობინადრე დასასვენებლად მიდის მანამ, სანამ თავის წილს შეიტანს, ამიტომაც იძულებული ვხდები ხოლმე, ბინის პატრონს ბოდიში მოვუხადო“. ცხადია, გონივრულია ყველაფერი „შესაფერისად და წესიერად“ გააკეთოთ და მნიშვნელოვანი საკითხები „ჰაერზე არ დატოვოთ“ (1 კორინთელთა 14:40). ხშირად კარგია ხოლმე შეთანხმებებისთვის წერილობითი სახის მიცემა.
რაც უფრო ფრთხილად მოეკიდები ამ საკითხს და წინდახედულობას გამოავლენ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გექნება იმისა, რომ ნახო შენთვის სასურველი თანაოთახელი, რომელიც არა დაძაბულობის, არამედ სიხარულის წყარო იქნება. მაგრამ, რისი გაკეთება შეიძლება მაშინ, როდესაც პრობლემები იჩენს თავს და ერთმანეთთან კონფლიქტები მოგდით? მომდევნო სტატია ამ სიტუაციების განხილვას მიეძღვნება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 5 იხილე ამ ჟურნალის 2002 წლის 8 მაისის გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია „რატომ მიჭირს სხვასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?“.
^ აბზ. 5 თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს ბევრი უზნეო მიზნების გამო ცხოვრობს ერთად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სტატია განიხილავს ერთად მცხოვრები ერთი სქესის წარმომადგენლების სიტუაციას, რომლებიც ეკონომიური და საცხოვრებელი პირობების გამო არიან ერთ ჭერქვეშ.
^ აბზ. 10 სრული დროით მქადაგებლებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ პიონერული მსახურების სკოლას. მათთვისვე განკუთვნილი შეხვედრები ტარდება ყოველწლიურად სარაიონო კონგრესთან ერთად.
[სურათი 26 გვერდზე]
თუკი ისეთ ადამიანთან ერთად ცხოვრობ, რომელიც ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს არაფრად აგდებს, საშიშროება გემუქრება.
[სურათი 26 გვერდზე]
მანამ, სანამ ვინმეს ერთ ბინაში ცხოვრებაზე დასთანხმდებოდე, ერთად დასხედით და მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეთ.