თანამედროვე მედიცინა სადამდე მიაღწევს ის?
თანამედროვე მედიცინა სადამდე მიაღწევს ის?
ზოგიერთ ქვეყანაში ბევრ ბავშვს ესმის: თუ ვაშლის მოწყვეტა გინდა და ვერ წვდები, მხრებზე დაადექი მეგობრებს. ეს პრინციპი მედიცინის სფეროშიც ვრცელდება. მედიკოსებმა სულ უფრო და უფრო მეტს მიაღწიეს წარსულში მცხოვრები სახელგანთქმული ექიმებისა და მკურნალების „მხრებზე დადგომით“.
ძველად მცხოვრებ ამ მკურნალებს შორის იყვნენ გამოჩენილი ადამიანები: ჰიპოკრატე, პასტერი, აგრეთვე ვეზალიუსი და უილიამ მორტონი — რომელთა სახელებიც ბევრისთვის უცნობია. რა წვლილი მიუძღვით ამ მამაკაცებს თანამედროვე მედიცინის განვითარებაში?
ძველად მკურნალობა ხშირად მეცნიერული კვლევა კი არა, ძირითადად, ცრურწმენასა და რელიგიურ რიტუალებზე დაფუძნებული მოქმედება იყო. წიგნში „მედიცინის ეპოპეა“, რომელიც გამოსცა დოქტორმა ფელიქს მართე-ებანისმა, ნათქვამია: „დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისას. . . მესოპოტამიელები მიმართავდნენ სამედიცინო-რელიგიურ მიქსტურას, რადგან სწამდათ, რომ ავადმყოფობა ღვთაებებისგან სასჯელი იყო“. ეგვიპტელთა მედიცინასაც, რომელიც მალევე განვითარდა, რელიგიური საფუძველი ჰქონდა. ამიტომ თავიდანვე მკურნალებს ისე უყურებდნენ, როგორც რელიგიის მსახურებს.
წიგნში „თიხის კვარცხლბეკი“ დოქტორი ტომას პრესტონი აღნიშნავს: „ძველი ხალხის მრავალგვარმა რწმენამ თანამედროვე მედიცინაზე თავისი კვალი დატოვა. ერთ-ერთი შეხედულებათაგანი ასეთი იყო: თუ პაციენტი ავადმყოფობას ვერ უმკლავდებოდა მისი მშველელი მხოლოდ ჯადოსნური ძალის მქონე ექიმი იყო“.
საძირკვლის ჩაყრა
თუმცა დროთა განმავლობაში მედიცინა სულ უფრო მეცნიერული გახდა. ძველ დროს მცხოვრები გამოჩენილი მეცნიერი და მკურნალი იყო ჰიპოკრატე. ის დაახლოებით ძვ. წ. 406 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ კოსზე. მას მრავალი დასავლეთის მედიცინის მამად თვლის. ჰიპოკრატემ მოამზადა საფუძველი იმისათვის, რომ მედიცინას რაციონალურად მიდგომოდნენ. მან უარყო ის აზრი, რომ დაავადება ღმერთისგან სასჯელი იყო და ამტკიცებდა, რომ ის ბუნებრივი მოვლენა იყო. მაგალითად, ეპილეფსიას დიდხანს უწოდებდნენ რელიგიურ ავადმყოფობას, რადგან სწამდათ, რომ მხოლოდ ღვთაებებს შეეძლოთ მისი განკურნება. მაგრამ ჰიპოკრატემ დაწერა: „რაც შეეხება ამ დაავადებას, რომელსაც უწოდებენ რელიგიურს, ჩემი აზრით, სხვა დაავადებების მსგავსად ეს სულაც არ არის ღვთისგან და არც რელიგიურია, არამედ მას ბუნებრივი მიზეზი აქვს“. ჰიპოკრატე იყო აგრეთვე პირველი ცნობილი მკურნალი, რომელიც სხვადასხვა დაავადებების სიმპტომებს აკვირდებოდა და იწერდა მომავლისათვის.
საუკუნეების შემდეგ ბერძენმა ექიმმა, გალენოსმაც, რომელიც ახ. წ. 129 წელს დაიბადა, მსგავსი ახალი სამეცნიერო კვლევა ჩაატარა. ადამიანებისა და ცხოველების გვამების გაკვეთის საფუძველზე მან შეადგინა ანატომიის სახელმძღვანელო, რომელსაც საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ექიმები! ანდრეას ვეზალიუსმა, რომელიც 1514 წელს დაიბადა ბრიუსელში, დაწერა წიგნი „ადამიანის სხეულის აგებულებაზე“. ეს ნაშრომი წინააღმდეგობას წააწყდა, რადგან გალენოსის ბევრ დასკვნას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ წიგნმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ანატომიას. წიგნის „დიე გროსენის“ („დიდებულნი“) თანახმად, ვეზალიუსი გახდა „ყველა ხალხისა და ყველა დროის მედიცინის მკვლევართა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა“.
გალენოსის თეორიებიც, რომელიც გულთან და სისხლის მიმოქცევასთან არის დაკავშირებული *. ინგლისელი ექიმი, უილიამ ჰარვი, წლების მანძილზე კვეთდა ცხოველებისა და ფრინველების გვამებს. ის აკვირდებოდა გულის სარქვლების ფუნქციას, ზომავდა სისხლის მოცულობას გულის თითოეულ პარკუჭში და ადგენდა სხეულში სისხლის რაოდენობას. ჰარვიმ მიღებული მონაცემები 1628 წელს გამოაქვეყნა წიგნში სახელწოდებით: „ცხოველების გულისა და სისხლის ფუნქციონირებაზე“. ის გააკრიტიკეს, შეეწინააღმდეგნენ, შეუტიეს და შეურაცხყვეს. მაგრამ მისი ნაშრომი გარდამტეხი აღმოჩნდა მედიცინაში — სხეულში სისხლის მიმოქცევის სისტემა აღმოჩენილი იყო!
დროთა განმავლობაში უფერულდებოდადალაქობიდან ქირურგობამდე
დიდი ნაბიჯები იქნა გადადგმული ქირურგიის დარგშიც. შუა საუკუნეებში ქირურგია ხშირად დალაქების სამუშაო იყო. გასაკვირი არ არის, რომ ზოგის აზრით თანამედროვე ქირურგიის მამა იყო XVI საუკუნის მოღვაწე ფრანგი მამაკაცი, ამბრუაზ პარე. ის იყო პირველი ქირურგი, რომელიც საფრანგეთის ოთხი მეფის დალაქად მსახურობდა. მან გამოიგონა რამდენიმე ქირურგიული იარაღი.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც აწყდებოდა ქირურგია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, იყო ის, რომ არ შეეძლოთ ოპერაციის დროს ტკივილის გაყუჩება. მაგრამ 1846 წელს კბილის ექიმმა უილიამ მორტონმა პირველმა გამოიყენა ოპერაციის დროს გამაყუჩებელი საშუალება *.
1895 წელს, როდესაც ელექტრო ენერგიაზე ცდას ატარებდა, გერმანელმა ექიმმა ვილჰელმ რენტგენმა დაინახა რომ სხივები გადიოდა სხეულში, მაგრამ არა ძვალში. მან არ იცოდა, რა სხივები იყო ისინი და დაარქვა მათ X სხივები, სახელწოდება რომელსაც დღესდღეობითაც იყენებენ ინგლისურენოვან სამყაროში (მისი გერმანული სახელწოდებაა „რონთგენსთრალენი“). როგორც წიგნში „გამოჩენილი გერმანელები“ არის ნათქვამი რენტგენმა თავის ცოლს უთხრა: „ხალხი იტყვის, რენტგენი გაგიჟდა“. ზოგიერთმა ასეც თქვა. მაგრამ მისმა აღმოჩენამ რევოლუცია მოახდინა ქირურგიაში. ქირურგებს ახლა უკვე შეეძლოთ სხეულის გაკვეთის გარეშე დაენახათ შინაგანი ორგანოები.
დაავადებათა დამარცხება
საუკუნეების მანძილზე ინფექციურ დაავადებებს — როგორიცაა ყვავილი — პერიოდულად ეპიდემიები, შიშის ზარი და სიკვდილი მოჰქონდა. XI საუკუნის სპარსმა არ-რაზმმა, რომელსაც იმ
დროის ისლამური სამყაროს უდიდეს ექიმად მიიჩნევდნენ, დაწერა ყვავილის დაავადების პირველი სამედიცინო ზუსტი აღწერა. მაგრამ ბრიტანელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა მხოლოდ საუკუნეების შემდეგ მიაგნო ამ დაავადების განკურნების ხერხს. ჯენერმა ყურადღება მიაქცია, რომ ერთხელ ერთ კაცს საქონლის ყვავილი — უვნებელი დაავადება — შეეყარა და ყვავილის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა. ამ დაკვირვების საფუძველზე ჯენერმა ყვავილის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად გამოიყენა საქონლის ყვავილით დაზიანებული კანი. ეს მოხდა 1796 წელს. როგორც მასზე ადრე მცხოვრები ნოვატორები ისე, ჯენერიც გააკრიტიკეს და წინააღმდეგობა გაუწიეს. მაგრამ მის მიერ ვაქცინის აღმოჩენამ, საბოლოოდ, ხანგრძლივი ავადმყოფობა მოსპო და მედიცინა ახალი მძლავრი იარაღით უზრუნველყო.ფრანგმა ლუი პასტერმა გამოიყენა ცოფისა და ციმბირული წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინები. მან დაასაბუთა, რომ დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბაქტერიები იყო. 1882 წელს რობერტ კოხმა მიაგნო იმ ბაქტერიას, რომელიც ტუბერკულოზს იწვევდა და რომელიც ერთი ისტორიკოსის მიერ აღწერილია, როგორც „XIX საუკუნის უდიდესი მკვლელი დაავადება“. თითქმის ერთი წლის შემდეგ კოხმა ქოლერის გამომწვევი მიკრობიც აღმოაჩინა. ჟურნალ „სიცოცხლეში“ ნათქვამია: „პასტერისა და კოხის შრომამ გზა გაუხსნა მიკრობიოლოგიას და განაპირობა მეცნიერული წინსვლა იმუნოლოგიის, სანიტარიისა და ჰიგიენის დარგში, რომელმაც უფრო მეტი გააკეთა ადამიანთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ვიდრე წარსულში 1 000 წლის განმავლობაში რომელიმე მეცნიერულმა მიღწევამ“.
მეოცე საუკუნის მედიცინა
XX საუკუნის დასაწყისში მედიცინა ამ და სხვა ბრწყინვალე ექიმების „მხრებზე იდგა“. მას შემდეგ მედიცინამ საოცრად წაიწია წინ; დიაბეტისთვის — ინსულინი, კიბოსთვის — ქიმიოთერაპია, ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისთვის — ჰორმონები, ტუბერკულოზისთვის — ანტიბიოტიკები, მალარიის გარკვეული სახეობებისთვის — ქლოროქინი, თირკმელების დაავადებისთვის — დიალიზი, გულის ოპერაცია და ორგანოების გადანერგვა თვალსაჩინოებისთვის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. მაგრამ ახლა, როდესაც XXI საუკუნეში შევაბიჯეთ, რამდენად ახლოს არის მედიცინა თავის მიზანთან: „მსოფლიოს ყველა ხალხებისთვის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა“?
მიუღწეველია მიზანი?
ბავშვები სწავლობენ, რომ მეგობრის მხრებზე დადგომით ყველა ვაშლს მაინც ვერ მისწვდებიან. მადის აღმძვრელი ზოგიერთი ვაშლი ხის კენწეროზეა და მიუწვდომელია. მსგავსად ამისა მედიცინა ერთი მიღწევიდან მეორისკენ მიიწევს, სულ მაღლა და მაღლა, მაგრამ ყველაზე სანუკვარი მიზანი — ჯანმრთელობა ყველასათვის — კვლავ ხის კენწეროზე რჩება.
ამიტომ, როდესაც 1998 წელს „ევროკომისია“ იუწყებოდა, რომ „ევროპელებს არასდროს გაუხარიათ ასეთი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებით, როგორც ახლა“, ცნობაში ნათქვამი იყო: „ყოველი მეხუთე შეიძლება ნაადრევად გარდაიცვალოს 65 წლამდე. სიმსივნისგან დაახლოებით 40% იღუპება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან კი — 30%. . . უფრო უკეთესი დაცვაა საჭირო იმ ახალი დაავადებებისგან, რომლებიც ჯანმრთელობას ემუქრება“.
გერმანული გაზეთი „ჯანმრთელობა“ 1998 წელს იუწყებოდა, რომ ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და ტუბერკულოზი, დღეისათვის მზარდ საშიშროებას წარმოადგენენ. რატომ? ანტიბიოტიკები „თავიანთ ეფექტურობას კარგავენ. ერთ ჩვეულებრივ მედიკამენტზე სულ უფრო და უფრო მეტი ბაქტერია მოდის. მრავალი ბაქტერიაა რეზისტენტული რამდენიმე მედიკამენტისადმი“. არა მარტო ძველი დაავადებები ბრუნდება, არამედ შიდსი-ს მსგავსმა ახალმა სნეულებებმაც იჩინა თავი. გერმანული ფარმაცევტული პუბლიკაცია
«სტატისტიკა „97“» შეგვახსენებს: „ყველასთვის ცნობილი დაავადებების ორი მესამედი — დაახლოებით 20 000 — დღემდე არ ექვემდებარება მკურნალობას“.შეუძლია დახმარება გენურ თერაპიას?
უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობის მოწინავე მეთოდები კვლავ განაგრძობს განვითარებას. მაგალითად, ბევრის აზრით, გენური ინჟინერია შეიძლება უკეთესი ჯანმთელობის გასაღები იყოს. სამეცნიერო კვლევა-ძიებისას შეერთებულ შტატებში, რომელიც 90-იან წლებში დოქტორ უ. ფრენჩ ანდერსონმა ჩაატარა, გენური თერაპია აღწერილი იყო, როგორც „მედიცინაში ყველაზე აღმაფრთოვანებელი და პოპულარული ახალი მეთოდი“. წიგნი „გენებით მკურნალობა“ აღნიშნავს, რომ გენური თერაპიის წყალობით „მედიცინა პიონერული განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს. ეს განსაკუთრებით იმ დაავადებების განკურნებას ეხება, რომლებიც აქამდე განუკურნებელი იყო“.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში შეძლებენ განკურნონ თანდაყოლილი დაავადებებიც პაციენტის სხეულში შემცვლელი გენების შეყვანით. მავნე უჯრედებიც კი, როგორიცაა სიმსივნის უჯრედები, ალბათ, ერთმანეთს გაანადგურებენ. იმის ამოცნობა, თუ რომელი დაავადებების მიმართ აქვს ადამიანს მიდრეკილება, გენური დიაგნოსტიკის მეშვეობით უკვე შესაძლებელია. ზოგი ამბობს, რომ ფარმაკოგენომიკა — პრეპარატები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პაციენტის გენეტიკური თავისებურებები — შემდეგი გამოგონება იქნება. ერთი გამოჩენილი მკვლევარი შენიშნავს, რომ ექიმები ერთ მშვენიერ დღეს შეძლებენ „თავიანთი პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმას და განსაკურნავად დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის შესაბამის ნაწილს დაუნიშნავენ“.
მაგრამ ყველას არ სჯერა, რომ მომავალში გენური თერაპია გვთავაზობს „სასწაულმოქმედი წამლებით“ განკურნებას. მართლაც, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანებს შეიძლება ყოველთვის არც კი სურდეთ თავიანთი გენეტიკური სტრუქტურის ანალიზი. ბევრს შეიძლება ეშინოდეს კიდეც იმის, რომ გენური თერაპია ბუნებაში საშიში ჩარევა აღმოჩნდება.
დრო გვიჩვენებს, შეასრულებს თუ არა გენური ინჟინერია ან სხვა თანამედროვე რთული ტექნიკის გამოყენება მედიცინაში თავის უცნაურ დაპირებებს. მართლაც გვაქვს იმის მიზეზი, რომ მეტისმეტად ოპტიმისტურად განწყობილები არ ვიყოთ. წიგნი „თიხის კვარცხლბეკი“, აღწერს ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილ ციკლს: „ახალი თერაპია გამოდის ასპარეზზე და სამედიცინო შეხვედრებსა და პროფესიულ ჟურნალებს ოვაციებით ხვდებიან. მისი შემქმნელები ხდებიან ცნობილი პროფესორები და საინფორმაციო საშუალებები წინსვლას დიდი აჟიოტაჟით ხვედებიან. დიდი სიხარულისა და საფუძვლიანი საოცარი მკურნალობის მხარდასაჭერად გაკეთებული რეკომენდაციების შემდეგ, ნელ-ნელა იმედგაცრუება იწყება, რომელიც სულ რამდენიმე თვიდან ათწლეულებამდე გრძელდება. შემდეგ ახალ წამალს იგონებენ და ძალიან მალე ის ცვლის ძველს, რომელსაც მალე ივიწყებენ, როგორც არაფრის მაქნისს“. მართლაცდა, უამრავი წამალი, რომლებსაც ექიმების უმეტესობა უკვე აღარ იყენებს არაეფექტურობის გამო, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ სტანდარტული სამკურნალო საშუალებები იყო.
თუმცა დღეს ექიმებს მეტად აღარ ანიჭებენ რელიგიურ სტატუსებს, როგორც ადრე მკურნალებს, ზოგიერთ ხალხში ისეთი ტენდენციაა, რომ თითქმის ღვთიურ ძალას აწერენ მათ, იმ აზრის შესაქმნელად, რომ კაცობრიობის ავადმყოფობების განკურნება მეცნიერების გარეშე გარდაუვალია. მაგრამ რეალობა ამ იდეას ფრთებს კვეცს. თავის წიგნში „როგორ და რატომ ვბერდებით“ დოქტორი ლეონარდ ჰეიფლიკი აღნიშნავს: „შეერთებულ შტატებში 1900 წელს 75 % მოკვდა მანამ, სანამ 65 წელი შეუსრულდათ. დღეისათვის ეს მონაცემები შეიცვალა და ადამიანების დაახლოებით 70% კვდება 65 წლის შემდეგ“. რამ გაახანგრძლივა სიცოცხლე? ჰეიფლიკი ხსნის, რომ ეს „უმთავრესად გამოწვეული იყო ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებით“. ახლა კი დავუშვათ, რომ მედიცინას შესაძლოა აღმოეფხვრა ასაკოვანი ხალხის სიკვდილის გამომწვევი დაავადებების ყველაზე გავრცელებული მიზეზები — გულის დაავადება, კიბო და დამბლა. მოგვცემდა ეს უკვდავების გარანტიას? ძნელად დასაჯერებელია! დოქტორი ჰეიფლიკი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი „ხალხის უმეტესობა მხოლოდ ას წლამდე მიაღწევდა“. შემდეგ დასძენს: „ას წელს მიღწეულები ჯერ კიდევ არ არიან უკვდავები. მაგრამ რისგან მოკვდებოდნენ ისინი? ისინი, უბრალოდ, სულ უფრო და უფრო დასუსტდებოდნენ სიკვდილამდე“.
მიუხედავად მედიცინის უდიდესი მცდელობისა, სიკვდილი კვლავ დაუმარცხებელი რჩება. რატომ ხდება ეს ასე? და არის თუ არა ჯანმრთელობა ყველასათვის აუხდენელი ოცნება?
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, გალენი ფიქრობდა, რომ ღვიძლი მიღებულ საკვებს სისხლად აქცევდა, რომელიც შემდეგ სხეულში ვრცელდებოდა და შეიწოვებოდა.
^ აბზ. 12 იხილეთ სტატია „გაუსაძლისი ტკივილიდან ანესთეზიამდე“, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ 2000 წლის 22 ნოემბერი (რუს.).
[ჩანართი 4 გვერდზე]
„ძველი ხალხის მრავალგვარმა რწმენამ თანამედროვე მედიცინაზე თავისი კვალი დატოვა“ („თიხის კვარცხლბეკი“).
[სურათები 4, 5 გვერდებზე]
თანამედროვე მედიცინას ჰიპოკრატემ, გალენმა და ვეზალიუსმა ჩაუყარეს საფუძველი.
[საავტორო უფლებები]
Kos Island, Greece
Courtesy National Library of Medicine
Woodcut by Jan Steven von Kalkar of A. Vesalius, taken from Meyer’s Encyclopedic Lexicon
[სურათები 6 გვერდზე]
ამბრუაზ პარე ერთ-ერთი პირველი ქირურგი იყო, რომელიც ოთხ მეფეს ემსახურობდა.
სპარსელი ექიმი არ-რაზი (მარცხნივ) და ინგლისელი ექიმი ედუარდ ჯენერი (მარჯვნივ).
[საავტორო უფლებები]
Paré and Ar-Rāzī: Courtesy National Library of Medicine
From the book Great Men and Famous Women
[სურათი 7 გვერდზე]
ფრანგმა ლუი პასტერმა დაადგინა, რომ ავადმყოფობას ბაქტერიები იწვევდა.
[საავტორო უფლება]
© Institut Pasteur
[სურათები 8 გვერდზე]
მაშინაც კი თუ სიკვდილის მთავარი მიზეზები მოისპობოდა, სიბერეს მაინც მოჰყვებოდა სიკვდილი.