მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
უსისხლო მედიცინა. მე 11 წლის ვარ. სტატია „აუცილებელია სისხლის გადასხმა?“ (8 სექტემბერი, 1999) ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჩემს დას გულის ორი ოპერაცია აქვს გაკეთებული. მშობლების თხოვნით ეს ოპერაციები უსისხლოდ გაუკეთეს. ვფიქრობდი, რომ ის მოკვდებოდა, მაგრამ სამი წელი გავიდა მას შემდეგ და თავს შესანიშნავად გრძნობს!
კ. ს. (შეერთებული შტატები).
ყოფილი ბოროტმოქმედი მინდა მოგწეროთ იმის სათქმელად, თუ რამდენად ვაფასებ ენრიკე ტორეს უმცროსის შემთხვევას, რომელიც აღწერილია სტატიაში „გააფთრებული ლომიდან მშვიდ ცხვრამდე“ (8 აგვისტო, 1999). სტატიაში განსაკუთრებულად იყო აღნიშნული ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სიყვარული და გულმოწყალება, და ის, თუ რამდენად მომთმენია ჩვენს მიმართ. მან ისიც გვიჩვენა, რომ ჩვენ, როგორც მშობლებმა, არასოდეს უნდა ვაქციოთ ზურგი შვილებს, სულერთია, რამდენად დაშორებულიც უნდა იყვნენ ისინი იეჰოვას ნორმებს.
ჯ. ფ. (ინგლისი).
მე ქრისტიანად აღვიზარდე, მაგრამ ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამო ნარკოტიკების მიღება დავიწყე და მოძალადე გავხდი. 18 წლისას 25 -წლიანი პატიმრობა მომისაჯეს. თუმცა ქრისტიანულ კრებაში აღმადგინეს, ხშირად უღირსობის გრძნობა მეუფლება. მაგრამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დავაფასე ის, რომ იეჰოვა არ არის შორს მათგან, ვინც მას ეძებს. თუმცა ჯერ კიდევ ციხეში ვარ, ამ ამბავმა გამამხნევა, რომ მტკიცედ ვიდგე.
რ. ბ. (შეერთებული შტატები).
კოსმოსური სადგური. მე 16 წლის ვარ. ყოველთვის მხიბლავს კოსმოსის გამოკვლევა. ამიტომაც მსურს, გამოვხატო მადლიერება სტატიისთვის „საერთაშორისო კოსმოსური სადგური — ორბიტული ლაბორატორია“ (8 სექტემბერი, 1999). ამის მსგავსი სტატიები დიდად მაინტერესებს!
კ. ე. (შეერთებული შტატები).
ისე განადიდეთ ეს კოსმოსური სადგური, რომ ერთი სიტყვითაც არ დაგიძრახავთ. ღმერთს არსად უხსენებია, რომ ეს ადამიანებთან დაკავშირებით მისი განზრახვის ნაწილი იყო. და მხოლოდ ერთი გაშვების ხარჯებიც კი, მაშინ როდესაც მილიონები შიმშილობენ, სამარცხვინოა. თქვენ ეჭვის ქვეშ აყენებთ ღმერთს, როდესაც ასეთ რამეს განადიდებთ.
პ. ნ. მ. (ინგლისი).
ბიბლია ამბობს, რომ ‘ქვეყანა მიეცა ადამის ძეთ’ (ფსალმუნი 113:24). მაგრამ არაფერია არასწორი იმაში, რომ ადამიანს ღვთის შემოქმედება აინტერესებს. სინამდვილეში, ბიბლია მოუწოდებს მორწმუნე ადამიანებს, ყურადღებით ახედონ ზეცას, როგორც ღვთის სიბრძნისა და შემოქმედებით ძალაზე დაკვირვების საშუალებას (ფსალმუნი 8:4, 5; 18:1). ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი არ ყოფილა მშენებარე კოსმოსური სადგურის განდიდება; ჩვენ, უბრალოდ, მისი მშენებლობის გეგმებზე ვისაუბრეთ. აწარმოებს თუ არა კოსმოსური სადგური გამოკვლევებს, რაც მის უზარმაზარ ხარჯებს გაამართლებდა, მომავალი უჩვენებს (რედ.).
დევნის დროს გადარჩენა. ახლახან წავიკითხე სტატია „ღვთისადმი მსახურება სიკვდილის საფრთხის წინაშე“ (8 სექტემბერი, 1999). 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ანგოლელი ძმების მოთმინების გამო ერთ დროს თითქოსდა სულიერად უნაყოფო მიწა ახლა უხვი ნაყოფით არის კურთხეული!
რ. ი. (იაპონია).