მკითხველთა შეკითხვები
ვინ იყვნენ იერუსალიმის ტაძრის მცველები და რა შედიოდა მათ მოვალეობაში?
იმ ლევიანებს, რომლებიც მღვდლები არ იყვნენ, სხვა არაერთი პასუხისმგებლობა ებარათ. მაგალითად, ისინი ტაძრის მცველებად მსახურობდნენ, რომელთაც მცველთა უფროსი ხელმძღვანელობდა. ებრაელი მწერალი ფილონ ალექსანდრიელი მცველების მოვალეობებს შემდეგი სიტყვებით აღწერს: „ზოგი მათგანი [ლევიანი] ტაძრის შესასვლელთან კარიბჭის მცველად იდგა, ზოგი კი [ტაძრის] შიგნით, საწმინდრის წინ, რომ ვინმე იქ ნებით ან უნებლიეთ არ შესულიყო. დღე-ღამის მანძილზე ისინი მონაცვლეობით იცავდნენ ტაძრის ტერიტორიას“.
ტაძრის მცველები სინედრიონის განკარგულებაში იყვნენ. რომის მთავრობა მხოლოდ მათ აძლევდა იარაღის ტარების უფლებას.
ერთ-ერთი ბიბლეისტი იოაქიმ იერემია აღნიშნავს, რომ იესოს შესაპყრობად მისული მამაკაცები ტაძრის მცველები უნდა ყოფილიყვნენ. სხვა შემთხვევაში იესო მათ არ უსაყვედურებდა, რომ მაშინ არ შეიპყრეს იგი, როცა ტაძარში ყოველდღე ასწავლიდა (მათ. 26:55). იმავე ბიბლეისტის აზრით, ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ტაძრის მცველები გაგზავნეს იესოს შესაპყრობად (იოან. 7:32, 45, 46). მოგვიანებით ტაძრის მცველებსა და მათ უფროსს დაევალათ იესოს მოწაფეების სინედრიონის წინაშე წარდგენა. როგორც ჩანს, სწორედ მათ გაათრიეს პავლე მოციქული ტაძრიდან (საქ. 4:1—3; 5:17—27; 21:27—30).