არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველგვარი საომარი იარაღი მოისპობა

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

იქნება ოდესმე მშვიდობა დედამიწაზე?

თქვენ როგორ უპასუხებთ?

  • დიახ

  • არა

  • შესაძლოა

ბიბლია ამბობს:

იესო ქრისტეს მმართველობის დროს „იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მშვიდობას არ ექნება დასასრული (ფსალმუნი 72:7).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ბოროტები ერთხელ და სამუდამოდ აღიგვებიან მიწის პირისგან, რის შედეგადაც კარგი ადამიანები „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

  • ღმერთი ბოლოს მოუღებს ომებს (ფსალმუნი 46:8, 9).

შესაძლებელია, ადამიანებს დღესვე ჰქონდეთ შინაგანი სიმშვიდე?

ზოგს სჯერა, რომ . . . ადამიანები შინაგანად ვერ იქნებიან მშვიდად, სანამ დედამიწაზე ამდენი უსამართლობა და უბედურება ხდება. თქვენ რას ფიქრობთ?

ბიბლია ამბობს:

მათ, ვინც ღმერთთან ახლო ურთიერთობით ხარობს, დღესვე აქვთ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღმერთი გვპირდება, რომ აღმოფხვრის უსამართლობისა და ტანჯვის ყოველგვარ მიზეზს და შექმნის „ყველაფერს ახალს“ (გამოცხადება 21:4, 5).

  • შინაგან სიმშვიდეს იმ შემთხვევაში ვიგრძნობთ, თუ სულიერ მოთხოვნილებებს დავიკმაყოფილებთ (მათე 5:3).