სასწავლო სტატია 45
როგორ გვეხმარება წმინდა სული?
„ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13).
სიმღერა 104 ღვთის ძღვენი — წმინდა სული
მოკლე შინაარსი *
1, 2 ა) რა გვეხმარება ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაში? ახსენით. ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
„როცა ვფიქრობ, რა განსაცდელი გამოვიარე, ვხვდები, რომ მარტო ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდი“. მსგავსი რამ, ალბათ, ბევრს გვითქვამს მას შემდეგ, რაც მძიმე დაავადებას ან საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გავუმკლავდით. როცა წარსულს ვიხსენებთ, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა ყოველდღე გვაძლევდა ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7—9).
2 ღვთის წმინდა სული აგრეთვე გვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ „ბოროტ სულებს“ და არ მოვექცეთ სატანის ქვეყნიერების გავლენაში (1 იოან. 5:19; ეფეს. 6:12). დასაწყისში ვისაუბრებთ ორ საშუალებაზე, რომელიც ძალას გვაძლევს, გავუძლოთ მათ ზეწოლას. შემდეგ კი ვიმსჯელებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ღვთის სულის დახმარება.
წმინდა სული ძალას გვაძლევს
3. როგორ გვეხმარება იეჰოვა?
3 იეჰოვას წმინდა სული ძალას გვაძლევს, რომ სირთულეების დროსაც შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობები. პავლეს კარგად ესმოდა, რომ „ქრისტეს ძალაზე“ დაიმედება ეხმარებოდა, რთულ ვითარებაშიც არ შეეწყვიტა მსახურება (2 კორ. 12:9). მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე არა მხოლოდ გულმოდგინედ ქადაგებდა, არამედ თავის სარჩენად შრომობდა კიდეც. კორინთში ის აკვილასა და პრისკილას სახლში ცხოვრობდა, რომლებიც კარვებს კერავდნენ. ვინაიდან ერთი ხელობა ჰქონდათ, კვირაში რამდენიმე დღე პავლე მათთან ერთად მუშაობდა (საქ. 18:1—4). წმინდა სულის ძალით ის ქადაგებდა კიდეც და საკუთარ საჭიროებებზეც ზრუნავდა.
4. მეორე კორინთელების 12:7ბ—9-ის თანახმად, რა აწუხებდა პავლეს?
2 კორინთელების 12:7ბ—9. რას გულისხმობდა პავლე, როცა თქვა, რომ „სხეულში ეკალი“ ჰქონდა? თუ ოდესმე ეკალი შეგრჭობიათ, ალბათ, იცით როგორი მტკივნეულია. ამ შედარებით პავლეს იმის თქმა უნდოდა, რომ მისი პრობლემა მტკივნეული ასატანი იყო. მან თავის განსაცდელს „სატანის ანგელოზი“ უწოდა, რომელიც „სახეში ურტყამდა“. შეიძლება უშუალოდ სატანა ან მისი დემონები არ იყვნენ პავლეს პრობლემის მიზეზი, მაგრამ ისინი ცდილობდნენ, ეს ეკალი უფრო ღრმად ჩაესოთ მის სხეულში, ანუ უფრო მეტი ტკივილი მიეყენებინათ მისთვის. როგორ მოიქცა პავლე?
4 წაიკითხეთ5. როგორ უპასუხა იეჰოვამ პავლეს ლოცვებს?
5 თავიდან პავლე იეჰოვას ეკლის მოშორებას სთხოვდა. მან თქვა: „სამჯერ შევევედრე უფალს [იეჰოვას], რომ მოეშორებინა იგი“. არაერთი თხოვნის მიუხედავად პავლეს ეკალი არ მოშორებია. ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვამ უპასუხოდ დატოვა მისი ლოცვები? რა თქმა უნდა, არა. ღმერთმა შეისმინა მისი სათხოვარი, თუმცა პრობლემა არ მოუცილებია. მან პავლეს ამ პრობლემასთან გამკლავების ძალა მისცა. იეჰოვამ უთხრა მას: „სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორ. 12:8, 9). ღვთის დახმარებით პავლემ სიხარული და შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნა (ფილ. 4:4—7).
6. ა) როგორ შეიძლება უპასუხოს იეჰოვამ ჩვენს ლოცვებს? ბ) როგორ გმატებთ ძალას აბზაცში მოცემული მუხლები?
6 პავლეს მსგავსად თქვენც ხომ არ გითხოვიათ იეჰოვასთვის განსაცდელისგან დახსნა? დაჟინებული თხოვნის მიუხედავად შეიძლება თქვენი პრობლემა არ მოგვარდა ან პირიქით, უფრო გამწვავდა. უნდა დაასკვნათ, რომ იეჰოვა უკმაყოფილოა თქვენით? ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში პავლეს მაგალითზე დაფიქრება დაგეხმარებათ. თუ ღმერთმა მისი ლოცვები შეისმინა, არც თქვენს სათხოვარს დატოვებს უპასუხოდ. მან შეიძლება პრობლემა არ მოგიგვაროთ, მაგრამ მასთან გამკლავების ძალას აუცილებლად მოგცემთ (ფსალმ. 61:3, 4). როგორ გაუსაძლის სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, გჯეროდეთ, რომ იეჰოვა არ მიგატოვებთ (2 კორ. 4:8, 9; ფილ. 4:13).
წმინდა სული მსახურების გაგრძელებაში გვეხმარება
7, 8. ა) რა გაგებით შეიძლება წმინდა სული ქარს შევადაროთ? ბ) როგორ აღწერა პეტრემ წმინდა სულის მოქმედება?
7 კიდევ როგორ გვეხმარება წმინდა სული? წმინდა სული შეიძლება ქარს შევადაროთ. მაგალითად, როგორც ზურგის ქარი ეხმარება გემს, რომ შტორმის მიუხედავად უსაფრთხოდ ჩააღწიოს დანიშნულების ადგილას, ისე წმინდა სული გვეხმარება, რომ შტორმივით თავსდატეხილი პრობლემების მიუხედავად განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება და ახალ ქვეყნიერებამდე მივაღწიოთ.
8 ვინაიდან მოციქული პეტრე მეთევზე იყო, კარგად ერკვეოდა ნაოსნობაში. წმინდა სულის მოქმედებაზე საუბრისას შესაძლოა სწორედ ამიტომ გამოიყენა, ტერმინი, რომელიც, სავარაუდოდ, ნაოსნობას უკავშირდება. მან დაწერა: „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტ. 1:21). ბერძნული სიტყვა „აღძრული“ სიტყვასიტყვით „გატაცებულს“ ან „წაღებულს“ ნიშნავს.
9. რა ასოციაცია გაუჩნდებოდა მსმენელს, როცა პეტრემ სიტყვა „გატაცება“ გამოიყენა?
9 რა ასოციაცია გაუჩნდებოდა მსმენელს, როცა პეტრემ სიტყვა „გატაცება“ გამოიყენა? აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბერძნული სიტყვა წიგნ „საქმეების“ დამწერმა საქ. 27:15). ერთი ბიბლეისტის აზრით, პეტრე ნაოსნობასთან დაკავშირებულ ტერმინს იყენებს, როცა ამბობს, რომ ბიბლიის დამწერები წმინდა სულით იყვნენ აღძრულები. პეტრე, ფაქტობრივად, ამბობდა, რომ როგორც ქარი მიაქანებს ხომალდს დანიშნულების ადგილამდე, ისე წმინდა სული ხელმძღვანელობდა ბიბლიის დამწერებს, რომ თავიანთი საქმე შეესრულებინათ. იმავე ბიბლეისტმა თქვა: „ბიბლიის დამწერები იალქნებაშვებული ხომალდებივით იყვნენ“. იეჰოვამ ქარი მოუვლინა, ანუ წმინდა სულით დაეხმარა მათ, რომლებიც თავის მხრივ, მიჰყვნენ მის ხელმძღვანელობას.
ლუკამაც გამოიყენა ქარისგან გატაცებული ხომალდის აღსაწერად (10, 11. რა ორი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ წმინდა სულმა ჩვენზე იმოქმედოს? მოიყვანეთ მაგალითი.
10 ცხადია, დღეს იეჰოვა წმინდა სულს იმისთვის არ იყენებს, რომ ხალხს ბიბლიის წიგნები დააწერინოს. თუმცა წმინდა სულის მეშვეობით ის კვლავაც უწევს ხელმძღვანელობას თავის მსახურებს. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ღვთის წმინდა სულს ჩვენი ცხოვრების წარმართვის საშუალება მივცეთ. რა იგულისხმება ამაში?
11 დავფიქრდეთ ასეთ მაგალითზე. მეზღვაურმა ქარი თავის სასარგებლოდ რომ გამოიყენოს, ორი რამ უნდა გააკეთოს. პირველი, ნავი ღია ზღვაში უნდა გაიყვანოს, სადაც ქარი ქრის. თუ მას ნავსადგურში დატოვებს, ვერ შეძლებს მისთვის მიმართულების მიცემას. მეორე, მეზღვაურმა ბოლომდე უნდა გაშალოს იალქნები, რათა ნავი ქარის ძალის გამოყენებით გადაადგილდეს. მსგავსად, იეჰოვას მსახურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაგრძელებთ, თუ წმინდა სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას მივცემთ. უფრო მეტად რომ ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება, ორი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. პირველი, მონაწილეობა უნდა მივიღოთ სულიერ საქმეებში და ამგვარად მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას. მეორე, ბოლომდე უნდა „გავშალოთ იალქნები“, ანუ სრულად ფსალმ. 119:2). თუ ასე მოვიქცევით, წმინდა სული ცხოვრებისეული განსაცდელებისა თუ წინააღმდეგობის „ტალღებს“ გადაგვალახვინებს. ის აგრეთვე ძალას მოგვცემს, ერთგულად მივყვეთ ახალი ქვეყნიერებისკენ აღებულ კურსს.
ჩავებათ ღვთისმსახურებაში და საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის (12. რაზე ვიმსჯელებთ?
12 ზემოთ ვისაუბრეთ ორ მხარეზე და გავიგეთ, როგორ გვიწევს დახმარებას წმინდა სული. პირველი, ის ძალას გვაძლევს, რომ განსაცდელების პირისპირ ერთგულება შევინარჩუნოთ; და მეორე, გვეხმარება, განვაგრძოთ სვლა იმ გზაზე, რომელიც მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს. ქვემოთ განხილული ოთხი საშუალება დაგვეხმარება, უფრო მეტად ვიგრძნოთ წმინდა სულის მოქმედება.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება
13. მეორე ტიმოთეს 3:16, 17-ის თანახმად, რა გავლენის მოხდენა შეუძლია წმინდა წერილებს ჩვენზე და რისი გაკეთება მოითხოვება ჩვენგან?
13 პირველი, გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16, 17). ბერძნული სიტყვა, რომელიც „ღვთისგან . . . შთაგონებულად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით „ღვთისგან შთაბერილს“ ნიშნავს. წმინდა სულის მეშვეობით ღმერთმა, ასე ვთქვათ, თავისი აზრები შთაბერა ბიბლიის დამწერებს. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ და წაკითხულზე ვფიქრობთ, ღვთის აზრები ჩვენს გულსა და გონებაში აღწევს და აღგვძრავს, იეჰოვას მოსაწონად ვიცხოვროთ (ებრ. 4:12). მაგრამ უფრო მეტად რომ ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება, დრო რეგულარულად უნდა გამოვუყოთ ბიბლიის კითხვასა და წაკითხულის გაანალიზებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახდენს ბიბლია გავლენას ჩვენს სიტყვებსა და საქმეებზე.
14. ა) რა გაგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე „ქარი ქრის“? ბ) რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ კრების შეხვედრებზე „გაშლილი გვაქვს იალქნები“?
14 მეორე, დაესწარით ქრისტიანულ შეხვედრებს (ფსალმ. 22:22). ვინაიდან ქრისტიანულ შეხვედრებზე იეჰოვას სულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრება ის ადგილია, სადაც „ქარი ქრის“ (გამოცხ. 2:29). რატომ ვამბობთ ამას? როცა თანაქრისტიანებთან ერთად თაყვანსაცემად ვიკრიბებით, ღმერთს წმინდა სულს ვთხოვთ, ვმღერით ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ სამეფოს სიმღერებს და ვუსმენთ წმინდა სულით დანიშნულ ძმებს, რომლებიც ბიბლიურ აზრებს გადმოგვცემენ. ღვთის სული დებსაც ეხმარება დავალებების მომზადებასა და წარმოდგენაში. უფრო მეტად რომ ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება, შეხვედრებზე მომზადებული უნდა მივიდეთ და კომენტარებში მონაწილეობა მივიღოთ. სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ იმ ნავს ვგავართ, რომელსაც „გაშლილი აქვს იალქნები“.
15. როგორ გვეხმარება წმინდა სული მსახურებაში?
15 მესამე, იქადაგეთ. როცა ქადაგებისა და სწავლების დროს ბიბლიას ვიყენებთ, წმინდა სულს ჩვენი დახმარების საშუალებას ვაძლევთ (რომ. 15:18, 19). წმინდა სულის დახმარებას უფრო მეტად ვიგრძნობთ, თუ რეგულარულად ვიქადაგებთ და მაქსიმალურად ვეცდებით მსახურებაში ბიბლიის გამოყენებას. შუა კვირის შეხვედრებზე განხილული „საუბრის ნიმუშები“ გვეხმარება, რომ მსახურებაში უფრო საინტერესო და შინაარსიანი საუბრები გვქონდეს.
16. რა არის წმინდა სულის მიღების ძირითადი საშუალება?
16 მეოთხე, ილოცეთ (მათ. 7:7—11; ლუკ. 11:13). ლოცვა წმინდა სულის მიღების ძირითადი საშუალებაა. ვერც ციხის კედლები და ვერც სატანა ხელს ვერ შეგვიშლის, რომ ხმა იეჰოვას მივაწვდინოთ და მისგან წმინდა სული მივიღოთ (იაკ. 1:17). როგორ უნდა ვილოცოთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ წმინდა სულის მოქმედება? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ იგავი, რომლის შესახებაც მხოლოდ ლუკას სახარება მოგვითხრობს. *
დაჟინებით ილოცეთ
17. რას ვსწავლობთ ლოცვის შესახებ ლუკას 11:5—9, 13-ში ჩაწერილი იგავიდან?
17 წაიკითხეთ ლუკას 11:5—9, 13. იესოს იგავიდან ვხედავთ, როგორ უნდა ვილოცოთ წმინდა სულის მისაღებად. იგავში საუბარია კაცზე, რომელმაც დაჟინებული თხოვნის შედეგად მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შუაღამე იყო, მას არ მოერიდა, მეგობრისთვის დახმარება ეთხოვა. * როგორ უკავშირდება იესოს მიერ მოყვანილი იგავი ლოცვას? მან თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“. აქედან გამომდინარე, წმინდა სულის მისაღებად დაჟინებით უნდა ვილოცოთ.
18. იესოს იგავის თანახმად, რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა წმინდა სულს მოგვცემს?
18 იესოს იგავიდან იმასაც ვიგებთ, თუ რატომ გვაძლევს იეჰოვა წმინდა სულს. იგავში მოხსენიებულ მამაკაცს სურდა, კარგი მასპინძელი ყოფილიყო. ამიტომ მან თავი ვალდებულად ჩათვალა, შუაღამით მისულ სტუმარს გამასპინძლებოდა, თუმცა არაფერი ჰქონდა შესათავაზებლად. მეზობელმა მისი თხოვნა იმიტომ დააკმაყოფილა, რომ ის დაჟინებით ითხოვდა პურს. რისი დანახვება უნდოდა იესოს ჩვენთვის ამ იგავიდან? თუკი ამ მამაკაცმა შეუსრულა მეგობარს დაჟინებული თხოვნა, განა მოსიყვარულე ზეციერი მამა არ შეისმენს ჩვენს ლოცვებს, როცა მას დაჟინებით ვთხოვთ წმინდა სულს?! ასე რომ, თუ ვთხოვთ იეჰოვას წმინდა სულს, ის აუცილებლად მოგვცემს (ფსალმ. 10:17; 66:19).
19. რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ ბრძოლაში გავიმარჯვებთ?
19 მართალია, სატანა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. რატომ ვართ ამაში ასე დარწმუნებულები? პირველი, წმინდა სული გვეხმარება, გადავლახოთ სირთულეები; და მეორე, ძალას გვაძლევს, ახალი ქვეყნიერების მოლოდინში კვლავაც ვემსახუროთ იეჰოვას. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება!
სიმღერა 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა
^ აბზ. 5 ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ გვეხმარება წმინდა სული სირთულეების ატანაში და რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება.
^ აბზ. 16 სახარებების სხვა დამწერებთან შედარებით ლუკა უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს იესოს ცხოვრებაში ლოცვის მნიშვნელობაზე (ლუკ. 3:21; 5:16; 6:12; 9:18, 28, 29; 18:1; 22:41, 44).
^ აბზ. 17 იხილეთ 2018 წლის ივლისის „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“, გვ. 4, დამატებითი მასალა „დაიჟინებს“.
^ აბზ. 60 სურათის აღწერა: პირველი ნაბიჯი: იეჰოვას მოწმე წყვილი სამეფო დარბაზში შედის. ისინი თანაქრისტიანებთან ერთად ესწრებიან შეხვედრას, სადაც იეჰოვას სულია. მეორე ნაბიჯი: ისინი წინასწარ მოემზადნენ, რომ კრების შეხვედრაში მონაწილეობა მიეღოთ. პრინციპი, რომელიც ამ ორი ნაბიჯიდან გამოიკვეთა, შეგვიძლია ღვთის სიტყვის შესწავლას, ქადაგებას და ლოცვას მივუსადაგოთ.