ღვთის სიტყვის თანახმად ორგანიზებულნი
„იეჰოვამ სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გამჭრიახობით გაამყარა ცა“ (იგავ. 3:19).
სიმღერები: 6, 24
1, 2. ა) რას ამბობს ზოგი ღვთის ორგანიზაციის არსებობის შესახებ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
აქვს ღმერთს ორგანიზაცია? ზოგი შეიძლება ამბობს: „რა საჭიროა ხელმძღვანელობისთვის ორგანიზაცია?! მთავარია, ღმერთთან გქონდეს პირადი ურთიერთობა“. სწორია ასეთი შეხედულება? რაზე მეტყველებს ფაქტები?
2 ამ სტატიაში განვიხილავთ იმის მტკიცებებს, რომ წესრიგის ღმერთი იეჰოვა შეუდარებელი ორგანიზატორია. აგრეთვე ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვეკიდოთ იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს (1 კორ. 14:33, 40). როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღეს, წმინდა წერილები დიდ დახმარებას უწევს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგების ფართომასშტაბიანი საქმე შეასრულოს. ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ბიბლიაში ჩაწერილ თუ ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს, რითაც ხელს ვუწყობთ ქრისტიანული კრების სიწმინდეს, მშვიდობასა და ერთიანობას.
იეჰოვა შეუდარებელი ორგანიზატორია
3. რა გარწმუნებთ, რომ იეჰოვა შეუდარებელი ორგანიზატორია?
3 შემოქმედებიდან ჩანს, რომ ღმერთი შეუდარებელი ორგანიზატორია. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვამ სიბრძნით დააფუძნა იგავ. 3:19). ჩვენ მხოლოდ „მისი გზების კიდეები“ ვიცით და „მასზე ჩურჩულით გვესმის“ (იობ. 26:14). მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, ეს მწირი ცოდნაც კი აღგვძრავს, ვაღიაროთ, რომ ციური სხეულები საოცრად ორგანიზებულნი არიან (ფსალმ. 8:3, 4). გალაქტიკები მილიონობით ვარსკვლავისგან შედგება, რომლებიც კოსმოსურ სივრცეში ორგანიზებულად გადაადგილდებიან. პლანეტები ისე მოძრაობენ მზის გარშემო თავიანთ ორბიტებზე, თითქოს „საგზაო წესებს“ ემორჩილებიან! სამყაროში არსებული შიშის მომგვრელი წესრიგი გვეხმარება, გავაცნობიეროთ, რომ იეჰოვა, რომელმაც „გონიერებით შექმნა ზეცა“ და დედამიწა, ჩვენს ერთგულებას და ჩვენგან განდიდებასა და თაყვანისცემას იმსახურებს (ფსალმ. 136:1, 5—9).
დედამიწა, გამჭრიახობით გაამყარა ცა“ (4. რატომ არ შეუძლიათ მეცნიერებს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა?
4 მეცნიერებმა სამყაროსა და პლანეტა დედამიწის შესახებ ბევრ რამეს მოჰფინეს ნათელი, რასაც სხვადასხვა სფეროს განვითარება მოჰყვა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგალითად, ასტრონომებს ზუსტად არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ როგორ გაჩნდა სამყარო ან რატომ ვცხოვრობთ დედამიწაზე, სადაც სიცოცხლის ასეთი მრავალფეროვნებაა. ამასთან, ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ აქვს კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის დაუცხრომელი სურვილი (ეკლ. 3:11). რატომ არის ამდენი მნიშვნელოვანი კითხვა პასუხგაუცემელი? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბევრი მეცნიერი თუ სხვა ადამიანი ხელს უწყობს ისეთი აზროვნების დამკვიდრებას, თითქოს ღმერთი არ არსებობს, და ევოლუციის თეორიის პოპულარიზაციას ეწევა. მაგრამ იეჰოვა თავის სიტყვაში პასუხობს ყველა იმ კითხვას, რომლებიც ადამიანებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში აწუხებთ.
5. საიდან ჩანს, რომ დამოკიდებულნი ვართ ბუნების კანონებზე?
5 ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ბუნების უცვლელ და საიმედო კანონებზე, რომლებიც იეჰოვამ დაადგინა. ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, ინჟინრები, პილოტები და ქირურგები თავიანთი საქმის შესასრულებლად ემორჩილებიან ამ კანონებს. მაგალითად, ქირურგები დარწმუნებულნი არიან იმ ფაქტში, რომ ადამიანებს ძირითადად ერთნაირი ანატომია აქვთ. ამიტომ ქირურგმა ზუსტად იცის, სად აქვს პაციენტს გული. ჩვენ ყველანი ვემორჩილებით ბუნების კანონებს. თუ შევეცდებით მიზიდულობის კანონის უგულებელყოფას, ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს!
ღვთის მიერ ორგანიზებულნი
6. რატომ არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვას სურს, მისი თაყვანისმცემლები ორგანიზებულნი იყვნენ?
6 სამყარო საოცრად არის ორგანიზებული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას სურს, მისი თაყვანისმცემლებიც ორგანიზებულნი იყვნენ. ამ მიზნით იეჰოვამ ბიბლია მოგვცა, რომელიც ხელმძღვანელობას გვიწევს. ღვთის ნორმებისა და ორგანიზაციის გარეშე უბედური და უიმედო ცხოვრება გვექნებოდა.
7. საიდან ჩანს, რომ ბიბლია კარგად შედგენილი წიგნია?
7 ბიბლია არ არის ერთმანეთთან დაუკავშირებელი იუდაური ან ქრისტიანული ლიტერატურული ნაშრომების კრებული. პირიქით, ის კარგად შედგენილი წიგნი და ღვთივშთაგონებული შედევრია. მისი თითოეული წიგნი კავშირშია ერთმანეთთან. „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“ ბიბლიას გასდევს ერთი მთავარი თემა — იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება და დედამიწასთან დაკავშირებული განზრახვის შესრულება ზეციერი სამეფოს მეშვეობით, რომლის სათავეშიც ქრისტე, აღთქმული შთამომავალი დგას (წაიკითხეთ დაბადების 3:15; მათეს 6:10; გამოცხადების 11:15).
8. საიდან ჩანს, რომ ისრაელი კარგად ორგანიზებული ერი იყო?
გამ. 38:8). მოწესრიგებულად ხდებოდა ისრაელთა ბანაკის გადაადგილება და შეხვედრის კარვის სხვა ადგილზე გადატანა. მოგვიანებით მეფე დავითმა ორგანიზება გაუწია ლევიანებისა და მღვდლების ჯგუფებად დაყოფას, რათა თავიანთი საქმე ორგანიზებულად შეესრულებინათ (1 მატ. 23:1—6; 24:1—3). როცა იეჰოვას ემორჩილებოდნენ, ისრაელებს შორის წესრიგი, მშვიდობა და ერთიანობა სუფევდა (კან. 11:26, 27; 28:1—14).
8 ძველი ისრაელი ერი კარგად იყო ორგანიზებული. მაგალითად, მოსეს კანონის თანახმად, „შეხვედრის კარვის შესასვლელთან მოწესრიგებულად მომსახურე ქალები“ ასრულებდნენ საქმეს (9. საიდან ჩანს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება ორგანიზებული იყო?
9 პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება ორგანიზებული იყო და მას ხელმძღვანელობას უწევდა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც თავიდან მოციქულებისგან შედგებოდა (საქ. 6:1—6). მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოს სხვა ძმებიც შეემატნენ (საქ. 15:6). კრებებს რჩევები და მითითებები იმ მამაკაცების მიერ დაწერილი ღვთივშთაგონებული წერილების მეშვეობითაც ეძლეოდათ, რომლებიც პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ან ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ (1 ტიმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9). რა სიკეთე მოჰქონდა კრებებისთვის ხელმძღვანელი საბჭოს მითითებების მიყოლას?
10. რა შედეგი მოჰყვა ადრინდელი კრებების მიერ ხელმძღვანელი საბჭოს დადგენილებების გათვალისწინებას? (იხილეთ სურათი მე-9 გვერდზე)
10 წაიკითხეთ საქმეების 16:4, 5. ხელმძღვანელი საბჭოს დავალებით ძმები „მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს“ კრებებს გადასცემდნენ. ამ დადგენილებების გათვალისწინების შედეგად კრებები „რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“. დღეს რის სწავლა შეგვიძლია ამ ბიბლიური მონაკვეთიდან?
მიჰყვებით ხელმძღვანელობას?
11. როგორ უნდა გამოეხმაურონ პასუხისმგებელი ძმები ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს?
11 როგორ უნდა მოიქცნენ ფილიალისა თუ ქვეყნის კომიტეტის წევრები, სარაიონო ზედამხედველები და კრების უხუცესები, როდესაც იეჰოვას ორგანიზაციისგან მითითებებს იღებენ? ღვთის სიტყვა ყველას მოგვიწოდებს, რომ მორჩილები და დამჯერები ვიყოთ (კან. 30:16; ებრ. 13:7, 17). ღვთის ორგანიზაციაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკულ განწყობასა და დაუმორჩილებლობის სულს, რადგან ამას შეუძლია კრებებში არსებულ სიყვარულს, მშვიდობასა და ერთიანობას ძირი გამოუთხაროს. რა თქმა უნდა, არც ერთ ერთგულ ქრისტიანს არ სურს, დიოტრეფეს მსგავსად უპატივცემულობა და ორგულობა გამოავლინოს (წაიკითხეთ 3 იოანეს 9, 10). კარგი იქნება, საკუთარ თავს ვკითხოთ: ვუწყობ ხელს გარშემომყოფთა სულიერ კეთილდღეობას? მაშინვე ვითვალისწინებ ხელმძღვანელი ძმებისგან მიღებულ მითითებებს?
12. რა ცვლილება მოხდა უხუცესებისა და მომსახურეების დანიშვნასთან დაკავშირებით?
12 მაგალითად მოვიყვანოთ ხელმძღვანელი საბჭოს მიერ არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება. 2014 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვებიდან“ გავიგეთ იმ ცვლილების შესახებ, რომელიც უხუცესებისა და მომსახურეების დანიშვნას ეხებოდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ხელმძღვანელმა საბჭომ პირველ საუკუნეში მიმომსვლელი ზედამხედველები ძმების დანიშვნის უფლებამოსილებით აღჭურვა. ამის საფუძველზე 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან უხუცესებსა და მომსახურეებს სარაიონო ზედამხედველები ნიშნავენ. სარაიონო ზედამხედველი ცდილობს, ახლოს გაიცნოს ძმები, რომელთაც რეკომენდაცია ეწევა, და შეძლებისდაგვარად გადის მათთან ერთად მსახურებაში. ის მათ ოჯახებსაც აკვირდება (1 ტიმ. 3:4, 5). კრების უხუცესთა საბჭო და სარაიონო ზედამხედველი ყურადღებით განიხილავენ მომსახურეებისა და უხუცესებისთვის ბიბლიაში ჩაწერილ მოთხოვნებს (1 ტიმ. 3:1—10, 12, 13; 1 პეტ. 5:1—3).
13. რით ცხადვყოფთ, რომ მხარს ვუჭერთ უხუცესებს?
13 ჩვენ უნდა მივყვეთ ბიბლიაზე დაფუძნებულ მითითებებს, რომლებსაც უხუცესებისგან ვიღებთ. ღვთის ორგანიზაციაში ეს ერთგული მწყემსები ბიბლიაში ჩაწერილი „ჯანსაღი სიტყვებით“ ხელმძღვანელობენ (1 ტიმ. 6:3). გავიხსენოთ, რა ურჩია პავლემ კრებას წესრიგის დამრღვევებთან დაკავშირებით. ზოგი საერთოდ არ მუშაობდა და იმაში ერეოდა, რაც არ ეხებოდა. როგორც ჩანს, მათ არაერთხელ მიიღეს რჩევა უხუცესებისგან, მაგრამ არ გაითვალისწინეს. როგორ უნდა მოპყრობოდა კრება მათ? „შენიშნული გყავდეთ და ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა“, — ურჩია პავლემ კრებას. ეს რჩევა არ იყო მკაცრი, რადგან მოციქულმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანი მტრად არ უნდა მიეჩნიათ (2 თეს. 3:11—15). დღეს უხუცესებმა შეიძლება კრებაში გამაფრთხილებელი მოხსენება წაიკითხონ, თუ ვინმე არ იშლის ისეთ საქციელს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კრებაზე, მაგალითად, პაემანზე დადის მასთან, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე (1 კორ. 7:39). როგორი რეაქცია გექნებათ, თუ ასეთ მოხსენებას თქვენს კრებაშიც წაიკითხავენ? თუ მიხვდებით, ვის ეხება მოხსენებაში აღწერილი სიტუაცია, მოერიდებით მასთან ახლო ურთიერთობას? როცა წესრიგის დამრღვევი დაინახავს, რომ გულწრფელად გაღელვებთ მისი მდგომარეობა და მტკიცე პოზიცია გიკავიათ, შეიძლება გამოსწორდეს. [1]
შეინარჩუნეთ სიწმინდე, მშვიდობა და ერთიანობა
14. როგორ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ კრების სულიერ სიწმინდეს?
14 ჩვენ ხელს შევუწყობთ კრების სულიერ სიწმინდეს, თუ მივყვებით ღვთის სიტყვაში ჩაწერილ მითითებებს. მოვიყვანოთ ძველ კორინთში მომხდარი შემთხვევა. პავლე თავდაუზოგავად ქადაგებდა ამ ქალაქში. მას ძალიან უყვარდა იქ მცხოვრები, „წმინდებად მოწოდებული“ თანაქრისტიანები (1 კორ. 1:1, 2). რა რთული იქნებოდა მისთვის იმის გაგება, რომ კრებაში უზნეობას იწყნარებდნენ და მას უნდა მიეღო ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად! პავლემ უხუცესებს უთხრა, რომ უზნეო კაცი სატანისთვის გადაეცათ, ანუ კრებიდან გაერიცხათ. კრების სიწმინდის შესანარჩუნებლად მათ უნდა მოეშორებინათ „საფუარი“ (1 კორ. 5:1, 5—7, 12). როცა უხუცესების მიერ მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვის გადაწყვეტილებას ვუჭერთ მხარს, ხელს ვუწყობთ კრებაში სიწმინდის შენარჩუნებას. ამან შეიძლება აღძრას შემცოდველი, მოინანიოს და იეჰოვას დაუბრუნდეს.
15. როგორ შეგვიძლია კრებაში მშვიდობის შენარჩუნება?
15 კორინთში იყო კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც თვალი არ უნდა დაეხუჭათ. ზოგი ძმა თანაქრისტიანებს სასამართლოში უჩიოდა. მათ დასაფიქრებლად პავლემ იკითხა: „რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას?“ (1 კორ. 6:1—8). მსგავსი რამ დღესაც ხდება. ზოგჯერ სულიერ ძმებს შორის მშვიდობა ირღვევა, რადგან წარუმატებელი ბიზნესის გამო თანხას კარგავენ და ერთმანეთს შეიძლება თაღლითობაში ადანაშაულებენ. ზოგი თანაქრისტიანს სასამართლოში უჩივის, მაგრამ ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ უმჯობესია დაზარალებული დავრჩეთ, ვიდრე ღვთის სახელი შეურაცხვყოთ და კრებაში მშვიდობა დავარღვიოთ. [2] სერიოზული პრობლემები და უთანხმოებები რომ მოვაგვაროთ, იესოს რჩევების თანახმად უნდა ვიმოქმედოთ (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24; 18:15—17). ამგვარად ხელს შევუწყობთ იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის ერთიანობას.
16. რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ღვთის ხალხი გაერთიანებული იქნება?
16 ღვთის სიტყვიდან ჩანს, რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ღვთის ხალხი გაერთიანებული ფსალმ. 133:1). როცა იეჰოვას ემორჩილებოდა, ისრაელი ერი ორგანიზებული და ერთიანი იყო. თავისი ხალხის მომავლის შესახებ ღმერთმა თქვა: „გავაერთიანებ მათ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში“ (მიქ. 2:12). გარდა ამისა, მან სოფონიას პირით იწინასწარმეტყველა: „მივცემ ხალხებს სუფთა ენას [ანუ ბიბლიურ ჭეშმარიტებას], რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურონ მას [ანუ გაერთიანებულად სცენ მას თაყვანი]“ (სოფ. 3:9). რა მადლიერები ვართ, რომ გვაქვს პატივი, გაერთიანებულად ვცეთ იეჰოვას თაყვანი!
იქნება. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (17. კრებაში სიწმინდისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად, როგორ უნდა მოაგვარონ უხუცესებმა სამართლებრივი საკითხები?
17 კრებაში სიწმინდისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად უხუცესებმა სწრაფად უნდა მოაგვარონ სამართლებრივი საკითხები და ეს სიყვარულით უნდა გააკეთონ. პავლემ იცოდა, რომ ღვთის სიყვარული მხოლოდ გრძნობებს არ ეფუძნებოდა და ღმერთი თვალს არ დახუჭავდა ცუდ საქციელზე (იგავ. 15:3). ამიტომ მან თავი არ შეიკავა კორინთელებისთვის პირველი წერილის მიწერისგან, რომელიც სიყვარულით იყო დაწერილი, თუმცა საკმაოდ მკაცრი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ კორინთელებისთვის მიწერილი მეორე წერილიდან ჩანს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, რადგან უხუცესებმა გაითვალისწინეს მოციქულის მითითებები. დღესაც, თუ ქრისტიანი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, სულიერად გამოცდილი მამაკაცები რბილად უნდა მიუდგნენ და შეეცადონ მის გამოსწორებას (გალ. 6:1).
18. ა) როგორ ეხმარებოდა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევები პირველი საუკუნის კრებებს? ბ) რას გავიგებთ მომდევნო სტატიიდან?
18 აშკარაა, რომ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ღვთივშთაგონებული რჩევები პირველ საუკუნეში კორინთსა თუ სხვაგან ქრისტიანულ კრებებს სიწმინდის, მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა (1 კორ. 1:10; ეფეს. 4:11—13; 1 პეტ. 3:8). შედეგად, იმ დროს მცხოვრებმა ქრისტიანებმა მსახურებაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). დღეს ღვთის საოცარი განზრახვების შესახებ ყველას ეუწყება დედამიწის ზურგზე იმ ადამიანების ძალისხმევის შედეგად, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ღვთის ორგანიზაციაში. მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, კიდევ რა ცხადყოფს, რომ ისინი აფასებენ ბიბლიას და გადაწყვეტილი აქვთ, პატივი მიაგონ უზენაეს უფალ იეჰოვას (ფსალმ. 71:15, 16).
^ [1] (აბზაცი 13) იხილეთ წიგნი „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვ. 134—136.
^ [2] (აბზაცი 15) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შემთხვევებში შეიძლება ქრისტიანმა თანაქრისტიანს სასამართლოში უჩივლოს, იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვ. 223, სქოლიო.