სასწავლო სტატია 10
„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“
„ორივენი წყალში ჩავიდნენ და ფილიპემ საჭურისი მონათლა“ (საქ. 8:38).
სიმღერა 52 ქრისტიანული მიძღვნა
მოკლე შინაარსი *
1. რა დაკარგეს ადამმა და ევამ და რა მიიღეს შედეგად?
შენი აზრით, ვის აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის კარგი და რა ცუდი? როდესაც ადამმა და ევამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი შეჭამეს, ფაქტობრივად განაცხადეს, რომ არ ენდობოდნენ იეჰოვას და მის მიერ დადგენილ ნორმებს. შეიძლება ითქვას, რომ მათ საკუთარი ნორმებით ცხოვრება არჩიეს (დაბ. 3:22). დაფიქრდი, რამდენი რამ დაკარგეს ადამმა და ევამ. მათ ხაზი გადაუსვეს იეჰოვასთან მეგობრობას, ხელიდან გაუშვეს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა და თავიანთი შვილები ცოდვისა და სიკვდილისთვის გაიმეტეს (რომ. 5:12). არასწორმა არჩევანმა მათ უბედურების მეტი არაფერი მოუტანა.
2, 3. ა) როგორ გამოეხმაურა ეთიოპი საჭურისი ფილიპეს ქადაგებას? ბ) რა კურთხევები მოჰყვება ნათლობას და რომელ კითხვებზე გავცემთ პასუხს?
2 დაფიქრდი, რა განსხვავებული გზები აირჩიეს პირველმა წყვილმა და ეთიოპმა საჭურისმა, რომელსაც ფილიპემ უქადაგა. საჭურისმა იმდენად დააფასა ყველაფერი, რაც იეჰოვამ და იესომ მისთვის გააკეთეს, რომ მაშინვე მოინათლა (საქ. 8:34—38). როდესაც თავს ვუძღვნით იეჰოვას და საჭურისის მსგავსად ვინათლებით, მადლიერებას ვავლენთ იმ ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს, ნდობას ვუცხადებთ იეჰოვას და ვაღიარებთ, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის კარგი და რა ცუდი.
3 იფიქრე იმ კურთხევებზე, რომლებიც ღვთის მსახურებას მოჰყვება. ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ყველაფერი, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს, მათ შორის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. იესოსადმი გამოვლენილი რწმენის მათ. 20:28; საქ. 10:43). ჩვენ აგრეთვე გავხდით იეჰოვას მსახურებისგან შემდგარი დიდი ოჯახის წევრები და წინ შესანიშნავი მომავალი გველის (იოან. 10:14—16; რომ. 8:20, 21). ამ წარმოუდგენელი კურთხევების მიუხედავად, ზოგი, ვინც უკვე იცნობს იეჰოვას, ეთიოპი საჭურისისგან განსხვავებით თავს იკავებს ნათლობისგან. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? როგორ შეუძლიათ მათ ხელისშემშლელი ფაქტორების გადალახვა?
საფუძველზე იეჰოვა გვპატიობს შეცდომებს და სუფთა სინდისს გვაძლევს (ხელის შემშლელი ფაქტორები
4, 5. რა სირთულეებს ხვდებოდნენ ეივერი და ხანა?
4 თვითრწმენის ნაკლებობა. ეივერის მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან. მამამისი მზრუნველი ოჯახისთავი და კარგი უხუცესია. მიუხედავად ამისა, ეივერი არ ჩქარობდა ნათლობას. ის გვიხსნის მიზეზს: „მეგონა, რომ მამაჩემივით წარმატებული ვერასდროს ვიქნებოდი“. ეივერს თვითრწმენა აკლდა და ფიქრობდა, რომ თავს ვერ გაართმევდა პასუხისმგებლობებს, რომლებიც შეიძლებოდა მომავალში მიეღო. ეივერი დასძენს: „მაშინებდა ისეთი დავალებები, როგორიცაა საჯაროდ ლოცვა, მოხსენების წარმოთქმა ან სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩატარება“.
5 თვრამეტი წლის ხანას დაბალი თვითშეფასება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმე მშობლებმა აღზარდეს, ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა იეჰოვას ნორმებით ცხოვრებას. დაბალი თვითშეფასების გამო ზოგჯერ იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ განზრახ იზიანებდა სხეულს, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ხანა ამბობს: „არავის, მშობლებსაც კი, არ ვეუბნებოდი ამის შესახებ. ვფიქრობდი, რომ ჩემი საქციელის გამო იეჰოვა არასდროს მოინდომებდა, მისი მსახური გავმხდარიყავი“.
6. რა უშლიდა ვანესას ხელს მონათვლაში?
6 მეგობრების გავლენა. 22 წლის ვანესა ამბობს: „თითქმის ათი წელი ერთ გოგოსთან ვმეგობრობდი“. ვანესას მონათვლა სურდა, თუმცა მისი მეგობარი ამ მიზნის მიღწევაში არანაირად არ ეხმარებოდა. ვანესა გულისტკივილით იხსენებს: „მიჭირს მეგობრების პოვნა. ამიტომ ვწუხდი, რომ მასთან დაშორების შემდეგ ვეღარავის დავუმეგობრდებოდი“.
7. რის შიში ჰქონდა მაკეილას და რატომ?
7 შეცდომის დაშვების შიში. მაკეილა ხუთი წლისა იყო, როცა მისი ძმა კრებიდან გაირიცხა. წლები რომ მოემატა, აშკარად დაინახა, რამხელა ტკივილი მიაყენა ძმის საქციელმა მშობლებს. გოგონა ამბობს: „მეშინოდა, მონათვლის შემდეგ შეცდომა არ დამეშვა, არ გავრიცხულიყავი და უფრო მეტი ტკივილი არ მიმეყენებინა მშობლებისთვის“.
8. რისი ეშინოდა ახალგაზრდა მაილზს?
8 წინააღმდეგობის შიში. მაილზის მამა და დედინაცვალი იეჰოვას ემსახურებიან, თუმცა დედამისი არ არის იეჰოვას მოწმე. ის ამბობს: „18 წელი დედასთან ვცხოვრობდი. ვერ ვბედავდი მისთვის იმის თქმას, რომ მონათვლა მინდოდა. მახსოვს, რა მწვავე რეაქცია ჰქონდა, როცა მამა იეჰოვას მოწმე გახდა. ვშიშობდი, რომ მეც ერთ ამბავს ამიტეხდა“.
რა დაგეხმარება ხელის შემშლელი ფაქტორების გადალახვაში?
9. რა იქნება შედეგი, თუ უკეთ გაეცნობი მოსიყვარულე და სულგრძელ ღმერთს?
9 ადამმა და ევამ იეჰოვას ზურგი იმიტომ აქციეს, რომ არ განივითარეს მისადმი ძლიერი სიყვარული. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ უფლება მისცა მათ, იმდენ ხანს ეცხოვრათ, რომ შვილები ჰყოლოდათ და ისინი საკუთარი ნორმებით აღეზარდათ. თუმცა იეჰოვასგან დამოუკიდებლად ცხოვრებამ მათ მალევე მოუტანა სავალალო შედეგები, რამაც მათი უგუნური საქციელი გამოააშკარავა. მათმა უფროსმა ვაჟმა სიცოცხლეს გამოასალმა უდანაშაულო ძმა, რის შემდეგაც ფეხი მოიკიდა ძალადობამ და ეგოიზმმა (დაბ. 4:8; 6:11—13). ამ ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვას უკვე მოძებნილი ჰქონდა გამოსავალი ადამისა და ევას იმ შთამომავალთა სახსნელად, რომლებიც მის მსახურებას აირჩევდნენ (იოან. 6:38—40, 57, 58). ასე რომ, რაც უფრო ახლოს გაეცნობი მოსიყვარულე და სულგრძელ ღმერთს, იეჰოვას, მით უფრო გაგიძლიერდება მისადმი სიყვარული.
10. როგორ დაგვეხმარება ფსალმუნის 19:7-ზე ფიქრი?
10 არ შეწყვიტო იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება. იეჰოვას შესახებ მეტი ცოდნის მიღება იმის რწმენას შეგმატებს, რომ შენც შეძლებ მისადმი ერთგულად მსახურებას. ზემოთ მოხსენიებული ეივერი ამბობს: „თვითრწმენა შემმატა იმ დაპირებაზე ფიქრმა, რომელიც ფსალმუნის 19:7-შია ჩაწერილი“ (წაიკითხეთ). მას შემდეგ, რაც ეივერმა საკუთარი თვალით დაინახა, როგორ შეასრულა იეჰოვამ ეს დაპირება, უფრო მეტად შეუყვარდა ის. ღვთისადმი სიყვარული არა მხოლოდ თვითრწმენას გვმატებს, არამედ გვეხმარება, მთელი ყურადღება იეჰოვასა და მისი ნების შესრულებაზე გვქონდეს გადატანილი. ხანა ამბობს: „ბიბლიის კითხვისა და პირადი შესწავლის შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ, როცა საკუთარ თავს ტკივილს ვაყენებ, იეჰოვასაც ვტკენ გულს“ (1 პეტ. 5:7). ხანა ღვთის სიტყვის შემსრულებელი გახდა (იაკ. 1:22). ის ამბობს: „როცა მივხვდი, რომ იეჰოვას მორჩილება ჩემსავე კეთილდღეობას ემსახურებოდა, უფრო გამიღრმავდა მისადმი სიყვარული. მჯერა, რომ საჭიროების შემთხვევაში იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდით იქნება“. ხანა მოერია თავს და მას შემდეგ აღარ მიუყენებია საკუთარი თავისთვის ზიანი. მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.
11. რა გააკეთა ვანესამ კარგი მეგობრების შესაძენად და რის სწავლა შეგვიძლია მისგან?
11 გონივრულად აირჩიე მეგობრები. ზემოხსენებული ვანესა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მეგობარი უკან ხევდა და მის გამო ვერ ხდებოდა იეჰოვას მსახური. ამიტომ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა. თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდა. ის ყველანაირად შეეცადა, რომ კრების წევრებს შორის მოეძებნა მეგობრები. როგორც თავად ამბობს, ძალიან დაეხმარა ნოესა და მისი ოჯახის მაგალითი. „ისინი იეჰოვას მოძულე ხალხის გარემოცვაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთთან ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა“, — ამბობს ვანესა. მონათვლის შემდეგ მან პიონერად მსახურება დაიწყო. დღეს ის ფიქრობს, რომ სწორედ პიონერობა დაეხმარა, კარგი მეგობრები ეპოვა არა მხოლოდ თავის კრებაში, არამედ სხვა კრებებშიც. შენც შეიძენ კარგ მეგობრებს, თუ ბოლომდე დაიხარჯები იმ საქმისთვის, რომლის შესრულებაც იეჰოვამ მოგვანდო (მათ. 24:14).
12. რის შიში არ ჰქონდათ ადამსა და ევას და რა მოჰყვა ამას შედეგად?
12 გქონდეს ჯანსაღი შიში. შიში ყოველთვის ცუდი როდია. მაგალითად, უნდა გვეშინოდეს, რომ გული არ ვატკინოთ იეჰოვას (ფსალმ. 111:10). ადამსა და ევას მსგავსი შიში რომ ჰქონოდათ, არ უღალატებდნენ იეჰოვას. მაგრამ სამწუხაროდ ისინი ეურჩნენ ღმერთს. ურჩობის შემდეგ მათ თვალი აეხილათ და ბოლომდე გააცნობიერეს, რომ შესცოდეს. შედეგად, შვილებს მხოლოდ ცოდვა და სიკვდილი უანდერძეს. მას შემდეგ, რაც გაიაზრეს, რომ ღვთის კანონი დაარღვიეს, შერცხვათ თავიანთი სიშიშვლის და სხეული ლეღვის ფოთლებით დაიფარეს (დაბ. 3:7, 21).
13, 14. ა) 1 პეტრეს 3:21-დან გამომდინარე, რატომ არ უნდა გვქონდეს სიკვდილის პანიკური შიში? ბ) რატომ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა?
13 ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გვეშინოდეს, რომ არ ვაწყენინოთ იეჰოვას, მეორე მხრივ კი არ უნდა გვქონდეს სიკვდილის პანიკური შიში. იეჰოვამ უკვე გამოძებნა გზა, რომელიც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს. თუ ცოდვას ჩავიდენთ, მაგრამ გულწრფელად მოვინანიებთ, იეჰოვა აუცილებლად გვაპატიებს. ღმერთი გვპატიობს, რადგან რწმენას ვავლენთ მისი ძის მიერ გაღებული გამოსასყიდისადმი. რწმენის გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი მიძღვნა და მონათვლაა (წაიკითხეთ14 უამრავი მიზეზი გვაქვს, გვიყვარდეს იეჰოვა. მისგან მომდინარეობს ყოველივე კარგი, რითაც ყოველდღიურად ვტკბებით. მეტიც, ის გვაცნობს თავის თავს და თავის განზრახვებს (იოან. 8:31, 32). იეჰოვა ქრისტიანული კრების მეშვეობით გვიცავს და გვხელმძღვანელობს. ღმერთი დღესვე გვიმსუბუქებს ტვირთს და გვპირდება, რომ დედამიწაზე სრულყოფილ პირობებში მარადიულად ვიცხოვრებთ (ფსალმ. 68:19; გამოცხ. 21:3, 4). როცა ვფიქრობთ, უკვე რამდენი რამ გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის სიყვარულის დასამტკიცებლად, სურვილი გვიჩნდება, მას სიყვარულითვე ვუპასუხოთ. ღვთისადმი სიყვარული კი გვეხმარება, ჯანსაღი შიში გვქონდეს. ჩვენ გვეშინია, გული არ ვატკინოთ მას, ვინც ასე ძლიერ შევიყვარეთ.
15. როგორ გაუმკლავდა მაკეილა შეცდომის დაშვების შიშს?
15 ზემოთ მოხსენიებული მაკეილა მას შემდეგ გაუმკლავდა შეცდომის დაშვების შიშს, რაც გააცნობიერა, რომ იეჰოვა დიდსულოვანი ღმერთია. „მივხვდი, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. იმასაც მივხვდი, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და გამოსასყიდის საფუძველზე გვპატიობს ცოდვებს“, — ამბობს მაკეილა. ღვთის სიყვარულმა აღძრა ის, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის და მონათლულიყო.
16. როგორ დაეხმარნენ მაილზს, დაეძლია წინააღმდეგობის შიში?
16 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაილზს ეშინოდა, რომ ნათლობის შემთხვევაში დედისგან წინააღმდეგობას შეხვდებოდა, ამიტომ დახმარებისთვის სარაიონო ზედამხედველს მიმართა. „ეს ძმაც რელიგიურად დაყოფილ ოჯახში იყო აღზრდილი, — აღნიშნავს მაილზი. — ის დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, როგორ ამეხსნა დედაჩემისთვის, რომ ნათლობა ჩემი გადაწყვეტილება იყო და მამა არაფერს მაძალებდა“. დედამისს არ მოეწონა შვილის არჩევანი, ამიტომ მაილზი იძულებული გახდა, სახლიდან წასულიყო, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ შეუცვლია. იგი განაგრძობს: „ჩემზე ძალიან იმოქმედა იმის გაგებამ, თუ რამდენი რამ გააკეთა იეჰოვამ პირადად ჩემთვის. როცა ღრმად ვფიქრობ იესოს გამოსასყიდზე, ვრწმუნდები, რომ იეჰოვას ძალიან
ვუყვარვარ. სწორედ ასეთმა ფიქრებმა მიბიძგა, თავი მიმეძღვნა იეჰოვასთვის და მოვნათლულიყავი“.დარჩი შენს პოზიციაზე
17. რის შესაძლებლობა გვეძლევა თითოეულ ჩვენგანს?
17 როდესაც ევამ აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამა, ფაქტობრივად, ამით იეჰოვა უარყო. ადამიც ცოლის კვალს მიჰყვა; მან არ დააფასა ის, რაც იეჰოვამ მისთვის გააკეთა და უმადურობა გამოავლინა. თითოეულს შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მათ არ ვგავართ და მადლიერები ვართ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს. როცა ვინათლებით, ვავლენთ რწმენას, რომ იეჰოვას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა არასწორი. ამით ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს ჩვენი ზეციერი მამა და ვენდობით მას.
18. რა დაგეხმარება, ერთგულად ემსახურო იეჰოვას?
18 ნათლობის შემდეგ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც იეჰოვას სურს და არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. წლიდან წლამდე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს იეჰოვას ნორმების თანახმად. შენც შეუერთდები მათ რიგებს, თუ განაგრძობ ღვთის სიტყვის კვლევას, ხშირი ურთიერთობა გექნება და-ძმებთან და მთელი მონდომებით გააცნობ სხვებს ჩვენს მოსიყვარულე მამას (ებრ. 10:24, 25). გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინე იეჰოვას რჩევა, რომელსაც თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გაძლევს (ეს. 30:21). თუ ასე მოიქცევი, ყველაფერში ხელი მოგემართება (იგავ. 16:3, 20).
19. რა უნდა გახსოვდეს ყოველთვის და რატომ?
19 თუ კვლავაც დარწმუნდები, რომ იეჰოვას მითითებების მიყოლა შენთვისვეა სასიკეთო, უფრო მეტად შეგიყვარდება ღმერთი და მისი ნორმები. ასეთ შემთხვევაში სატანა ვერ გათქმევინებს უარს იეჰოვას მსახურებაზე. წარმოიდგინე შენი თავი ათასი წლის შემდეგ. როცა წარსულს გაიხსენებ, კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ნათლობა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიგიღია!
სიმღერა 28 იეჰოვასთან დამეგობრება
^ აბზ. 5 ნათლობა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. წინამდებარე სტატიიდან გავიგებთ, რატომ არის ამ ნაბიჯის გადადგმა ასე მნიშვნელოვანი. ეს სტატია ხელის შემშლელი ფაქტორების გადალახვაშიც დაეხმარება მათ, ვინც ნათლობაზე ფიქრობს, მაგრამ თავს იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან.
^ აბზ. 56 სურათის აღწერა. თვითრწმენა: ახალგაზრდა ძმა ორჭოფობს, გააკეთოს თუ არა კომენტარი
^ აბზ. 58 სურათის აღწერა. მეგობრები: ახალგაზრდა და თანაკლასელის თანდასწრებით თვალს არიდებს თანაქრისტიანებს.
^ აბზ. 60 სურათის აღწერა. შეცდომის დაშვების შიში: გოგონას აშინებს, რომ თავისი ძმის კვალს არ დაადგეს, რომელიც გაირიცხა და სახლიდან წავიდა.
^ აბზ. 62 სურათის აღწერა. წინააღმდეგობის შიში: ბიჭს აშინებს დედის თანდასწრებით ლოცვა, რომელიც არ იზიარებს მის რწმენას.
^ აბზ. 65 სურათის აღწერა. თვითრწმენა: ახალგაზრდა ძმა პირად შესწავლას უფრო დიდ ყურადღებას უთმობს.
^ აბზ. 67 სურათის აღწერა. მეგობრები: ახალგაზრდა და ხვდება, რომ უნდა იამაყოს იმით, რომ იეჰოვას მოწმეა.
^ აბზ. 69 სურათის აღწერა. შეცდომის დაშვების შიში: გოგონა ითავისებს ჭეშმარიტებას და ინათლება.
^ აბზ. 71 სურათის აღწერა. წინააღმდეგობის შიში: ბიჭი გაბედულებას იკრებს და დედას თავისი მრწამსის შესახებ ესაუბრება.