„ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“
„მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“ (კან. 6:4).
1, 2. ა) რატომ არის ცნობილი კანონის 6:4-ში ჩაწერილი სიტყვები? ბ) რა იყო ამ სიტყვების წარმოთქმის მიზეზი?
საუკუნეებია, რაც კანონის 6:4-ის ებრაული ტექსტის ექვსი სიტყვა იუდეველთა რწმენის სიმბოლოს წარმოადგენს. იუდეველები ამ ლოცვას ყოველ დილა-საღამოს წარმოთქვამენ. მისი სახელწოდებაა „შემა“, რომელიც მუხლის პირველივე სიტყვიდან მოდის. ამ ლოცვით მორწმუნე იუდეველები ღვთისადმი თავიანთ განსაკუთრებულ ერთგულებას გამოხატავენ.
2 ზემოხსენებული სიტყვები მოსემ ძვ. წ. 1473 წელს მოაბის ველზე ისრაელ ერთან გამომშვიდობებისას წარმოთქვა. ძალიან მალე ერი მდინარე იორდანეს გადაკვეთდა და აღთქმულ მიწას დაიმკვიდრებდა (კან. 6:1). მოსე 40 წლის მანძილზე იყო მათი წინამძღოლი და უნდოდა, ხალხი გაბედულად შეხვედროდა მოსალოდნელ სირთულეებს. ისინი უნდა მინდობოდნენ იეჰოვას და მისი ერთგულები ყოფილიყვნენ. მოსეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები უდავოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ხალხზე. კანონის 6:4, 5-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილი შთამბეჭდავი სიტყვები მოსემ მათ იეჰოვას მიერ მიცემული ათი მცნებისა და სხვა წესების გამეორების შემდეგ უთხრა.
3. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
მე-5 მუხლში ვკითხულობთ? და რას ნიშნავს ჩვენთვის კანონის 6:4, 5-ში ჩაწერილი სიტყვები?
3 განა არ იცოდნენ მოსეს წინაშე შეკრებილმა ისრაელებმა, რომ „ერთია იეჰოვა“?! რა თქმა უნდა, იცოდნენ. ერთგული ისრაელები იცნობდნენ და თაყვანს სცემდნენ ერთადერთ ღმერთს, რომელსაც მათი წინაპრები — აბრაამი, ისაკი და იაკობი ეთაყვანებოდნენ. მაშ, რატომ გაუმახვილა მათ მოსემ ყურადღება იმაზე, რომ „ერთია იეჰოვა“? უკავშირდება ეს იეჰოვას მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით სიყვარულს, როგორც ამას„ერთია იეჰოვა“
4, 5. ა) რომელია ერთ-ერთი მნიშვნელობა ფრაზისა „ერთია იეჰოვა“? ბ) რით განსხვავდება იეჰოვა ერების ღვთაებებისგან?
4 ის შეუდარებელია. ებრაულ ენაში სიტყვა „ერთი“ მხოლოდ რიცხვითი სახელი არ არის. ის ნიშნავს შეუდარებელს, ერთადერთს, განუმეორებელს. მოსეს თავისი სიტყვებით სამების ცრუ მოძღვრების გაბათილება არ სურდა. იეჰოვა ცისა და დედამიწის შემქმნელი, სამყაროს უზენაესი მმართველია. სინამდვილეში მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს; არავინაა მისი მსგავსი (2 სამ. 7:22). მოსემ შეახსენა ისრაელებს, რომ მხოლოდ იეჰოვასთვის უნდა ეცათ თაყვანი. მათ არ უნდა მიებაძათ გარშემო მცხოვრები ხალხებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ღვთაებასა თუ ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს. ამ ცრუ ღვთაებებიდან ზოგი ბუნების ძალების გამგებლებად ითვლებოდა, ზოგი კი ამა თუ იმ ღვთაების სახესხვაობას წარმოადგენდა.
5 მაგალითად, ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ მზის ღმერთ რას, ცის ქალღმერთ ნუტს, მიწის ღმერთ გებს, ნილოსის ღმერთ ჰაპის და უამრავ წმინდა ცხოველს. ეგვიპტისთვის ათი სასჯელის დატეხვით იეჰოვამ ამ ცრუ ღვთაებებიდან ბევრს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ქანაანელების ღვთაებებს შორის გამორჩეული იყო ნაყოფიერების ღმერთი ბაალი, რომელიც ცის, წვიმისა და ქარიშხლის ღვთაებაც იყო. ბევრ ადგილს თავისი მფარველი ბაალი ჰყავდა (რიცხ. 25:3). ისრაელებს კი უნდა ხსომებოდათ, რომ „ერთია იეჰოვა“, მათი ღმერთი, და მხოლოდ ის არის „ჭეშმარიტი ღმერთი“ (კან. 4:35, 39).
6, 7. კიდევ რაზე მიუთითებს სიტყვა „ერთი“ და როგორ დაამტკიცა იეჰოვამ, რომ ის „ერთია“?
6 ის ურყევი და ერთგულია. სიტყვა „ერთი“ განზრახვისა და ქმედების შეთანხმებულობაზეც მიუთითებს. იეჰოვა არც გაორებულია და არც მერყევი. ის ყოველთვის ერთგული, ურყევი, სანდო და ჭეშმარიტია. იეჰოვა დაჰპირდა აბრაამს, რომ მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებდა აღთქმულ მიწას და ამ დაპირების შესასრულებლად მან დიდებული საქმეები მოიმოქმედა. თუმცა დაპირების მიცემიდან 430 წელი იყო გასული, მას არ გადაუფიქრებია მისი შესრულება (დაბ. 12:1, 2, 7; გამ. 12:40, 41).
7 საუკუნეების შემდეგ თავის მოწმეებად მოხსენიებისას იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „მე იგივე ვარ. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემ შემდეგ იქნება“. მან ხაზი გაუსვა თავისი განზრახვის უცვლელობას და დასძინა: „მე ყოველთვის იგივე ვარ“ (ეს. 43:10, 13; 44:6; 48:12). ყველაფერში ურყევი და ერთგული ღმერთის, იეჰოვას მსახურებად ყოფნა განუმეორებელი პატივი იყო ისრაელებისთვის და ეს ჩვენთვისაც ასეა (მალ. 3:6; იაკ. 1:17).
8, 9. ა) რას ითხოვს იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან? ბ) როგორ დაანახვა იესომ მსმენელს მოსეს სიტყვების მნიშვნელობა?
8 მოსემ შეახსენა ხალხს, რომ იეჰოვას ყოველთვის უყვარდა ისინი და ზრუნავდა მათზე. ამიტომ მათაც განსაკუთრებული ერთგულება უნდა გამოევლინათ იეჰოვას მიმართ და ის მთელი გულით, სულითა და ძალით უნდა ჰყვარებოდათ. ასეთი ერთგულება პატარებსაც მოეთხოვებოდათ, კან. 6:6—9).
რომელთა მშობლებსაც ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინათ მათ დასამოძღვრავად (9 ვინაიდან იეჰოვას ნება და განზრახვა არ იცვლება, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის წაყენებული ძირითადი მოთხოვნებიც უცვლელია. ჩვენი თაყვანისმცემლობა მისაღები იქნება ღვთისთვის, თუ მხოლოდ მას ვუერთგულებთ და მხოლოდ ის გვეყვარება მთელი გულით, სულითა და ძალით. იესო ქრისტემ სწორედ მოსეს სიტყვები გაიმეორა, როცა უდიდესი მცნების შესახებ კითხვა დაუსვეს (წაიკითხეთ მარკოზის 12:28—31). მოდი გავიგოთ, როგორ შეგვიძლია საქმით დავამტკიცოთ, რომ გვესმის, რას ნიშნავს სიტყვები: „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“.
გამოავლინეთ იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება
10, 11. ა) როგორ ვავლენთ იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას? ბ) როგორ დაუმტკიცეს იეჰოვას ერთგულება ებრაელმა ახალგაზრდებმა ბაბილონში?
10 იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენით ცხადვყოფთ, რომ ის ჩვენთვის ერთადერთი ღმერთია. ჩვენი თაყვანისმცემლობა გაორებული არ უნდა იყოს და მასში ოდნავაც არ უნდა იგრძნობოდეს სხვა თაყვანისმცემლობის გავლენა. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა უბრალოდ ერთ-ერთი ღმერთი არ არის, არც ეგრეთ წოდებულ ღმერთებს შორის უდიდესი და უძლიერესი. იეჰოვა ერთადერთია, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას (წაიკითხეთ გამოცხადების 4:11).
11 დანიელის წიგნში ვკითხულობთ ახალგაზრდა ებრაელების — დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და აზარიას შესახებ. მათ იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება მხოლოდ იმით კი არ დაამტკიცეს, რომ უარი თქვეს უწმინდურ საკვებზე, არამედ იმითაც, რომ თაყვანი არ სცეს ნაბუქოდონოსორის აღმართულ ოქროს ქანდაკებას. მათ კარგად იცოდნენ, რა იყო უპირატესი და თაყვანისცემის საკითხში კომპრომისზე არ წასულან (დან. 1:1—3:30).
12. იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოსავლენად რას უნდა მოვერიდოთ?
12 იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოსავლენად არაფერს უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ იეჰოვას ადგილი დაიკავოს ჩვენს ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს ეს? ათ მცნებაში იეჰოვამ ცხადი გახადა, რომ ისრაელებს მის გარდა არ უნდა ჰყოლოდათ სხვა ღმერთები და კერპთაყვანისმცემლობის არც ერთ ფორმაში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა (კან. 5:6—10). დღეს კერპთაყვანისმცემლობა სხვადასხვა სახით გვხვდება და ზოგჯერ აშკარად გამოხატული არ არის. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოთხოვნები არ შეცვლილა — იეჰოვა დღესაც „ერთია“. ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის.
13. რამ შეიძლება დაიკავოს ჩვენს გულში იეჰოვას ადგილი?
13 კოლოსელების 3:5-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილია პირდაპირი რჩევა, თუ რას უნდა მოერიდონ ქრისტიანები, რომ იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ დაკარგონ. ამ მუხლში სიხარბე კერპთაყვანისმცემლობასთან არის გაიგივებული. როცა ადამიანი შეპყრობილია გამდიდრების ან ფუფუნებაში ცხოვრების სურვილით, ეს სურვილი მთლიანად აკონტროლებს მის ცხოვრებას და მისთვის ღმერთი ხდება. თუმცა მთლიან მუხლზე დაკვირვებისას რთული არ არის იმის დანახვა, რომ მასში ჩამოთვლილი ყველა ცოდვა ამა თუ იმ სახით უკავშირდება სიხარბეს და, შესაბამისად, კერპთაყვანისმცემლობას. ასეთი სურვილების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას ადვილად შეუძლია ჩვენს გულში ღვთის ადგილის დაკავება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ასეთ სურვილებს გასაქანი. წინააღმდეგ შემთხვევაში იეჰოვა აღარ იქნება ჩვენთვის „ერთი“.
14. რა გაფრთხილება მოგვცა მოციქულმა იოანემ?
1 იოან. 2:15, 16). ამიტომ გამუდმებით უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ხომ არ გვხიბლავს ქვეყნიური გართობა, მეგობრები და ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილი. ქვეყნიერების სიყვარული შეიძლება იმაშიც გამოვლინდეს, თუ „დიდ რამეს“, მაგალითად უმაღლესი განათლების მიღებას ვესწრაფვით (იერ. 45:4, 5). ჩვენ ახალი ქვეყნიერების ზღურბლთან ვდგავართ. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არასდროს დაგვავიწყდეს მოსეს მიერ კანონის 6:4-ში ჩაწერილი სიტყვები. თუ ნათლად გვესმის და მტკიცედ გვწამს, რომ „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განსაკუთრებული ერთგულება დავუმტკიცოთ და მის მოსაწონად ვემსახუროთ (ებრ. 12:28, 29).
14 მოციქული იოანეც გვაფრთხილებს, რომ მას, ვისაც უყვარს ის, რაც ქვეყნიერებაშია — „ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი“, მამა არ უყვარს (შეინარჩუნეთ ქრისტიანული ერთიანობა
15. რატომ შეახსენა პავლემ ქრისტიანებს, რომ „ერთია იეჰოვა“?
15 გამოთქმა „ერთია იეჰოვა“ იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას სურს, მისი მსახურები გაერთიანებულნი იყვნენ და საერთო მიზანი ჰქონდეთ. პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში იყვნენ ებრაელები, ბერძნები, რომაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. მათ განსხვავებული რელიგიური წარსული, წეს-ჩვეულებები და შეხედულებები ჰქონდათ. ამიტომ ზოგს ახალი მითითებების თანახმად ღვთის თაყვანისცემა გაუჭირდა, ზოგს კი — ძველი ჩვეულებების ბოლომდე მიტოვება. მოციქულმა პავლემ საჭიროდ ჩათვალა, შეეხსენებინა მათთვის, რომ ქრისტიანებს ერთი ღმერთი, იეჰოვა ჰყავდათ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 8:5, 6).
16, 17. ა) რომელი წინასწარმეტყველება სრულდება ჩვენს დროში და როგორი შედეგით? ბ) რამ შეიძლება გამოუთხაროს ძირი ჩვენს ერთიანობას?
ეს. 2:2, 3). რა ბედნიერები ვართ, რომ ეს წინასწარმეტყველება ჩვენ თვალწინ სრულდება! შედეგად, მრავალ კრებაში სხვადასხვა რასის, კულტურისა თუ ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლები განადიდებენ იეჰოვას. თუმცა ამ მრავალფეროვნებამ შეიძლება სირთულეებიც შექმნას, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
16 რა მდგომარეობაა დღეს ქრისტიანულ კრებაში? ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ყველა ერიდან გამოსული ხალხი გაერთიანდებოდა იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. ისინი იტყოდნენ: „[იეჰოვა] გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ (17 მაგალითად, როგორი დამოკიდებულება გაქვთ სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე თანაქრისტიანების მიმართ? მათი ენა, ჩაცმის სტილი, მანერები და საკვები შეიძლება თქვენთვის უჩვეულო იყოს. ხომ არ ერიდებით მათ ან მხოლოდ ისეთებთან ხომ არ ურთიერთობთ, რომელთა კულტურაც თქვენს კულტურასთან უფრო ახლოსაა? რა დამოკიდებულება გაქვთ კრებაში, რაიონში ან ფილიალში მომსახურე ზედამხედველების მიმართ, რომლებიც უფრო ახალგაზრდები ან სხვა კულტურისა თუ რასის წარმომადგენლები არიან? მისცემთ ასეთ განსხვავებებს უფლებას, რომ ძირი გამოუთხაროს იეჰოვას ხალხს შორის არსებულ ერთიანობას?
18, 19. ა) რა რჩევაა ჩაწერილი ეფესოელების 4:1—3-ში? ბ) როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ კრების ერთიანობას?
18 რა დაგვეხმარება, რომ არ გავებათ ასეთ მახეში? ქრისტიანებს, რომლებიც აყვავებულ ქალაქ ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც მრავალი კულტურის ადამიანს მოეყარა თავი, პავლემ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მისცა (წაიკითხეთ ეფესოელების 4:1—3). თავიდან მან მოიხსენია ისეთი თვისებები, როგორიცაა თავმდაბლობა, რბილი ხასიათი, სულგრძელობა და სიყვარული. ეს თვისებები შეგვიძლია სახლის საყრდენ სვეტებს შევადაროთ. მტკიცე საყრდენებთან ერთად სახლს სისტემატურად სჭირდება შეკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს. პავლე ევედრებოდა ეფესოელ ქრისტიანებს, რომ გულმოდგინედ დაეცვათ „სულის ერთიანობა“.
19 თითოეულმა უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ხელი შევუწყოთ კრების ერთიანობას. რის გაკეთება გვმართებს? უპირველესად, უნდა განვივითაროთ და გამოვავლინოთ პავლეს მიერ მოხსენიებული თვისებები: თავმდაბლობა, რბილი ხასიათი, სულგრძელობა და სიყვარული. შემდეგ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ „მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირის“ განსამტკიცებლად. ჩვენ უნდა „ამოვავსოთ“ ურთიერთობაში გაჩენილი ბზარები. ამგვარად ხელს შევუწყობთ ჩვენს მშვიდობასა და ერთიანობას, რაც ასე ძვირფასია.
20. რით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ გვესმის, რას ნიშნავს სიტყვები: „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“?
20 მართლაც, რა შთამბეჭდავია სიტყვები: „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“! ამ შეხსენებამ განამტკიცა ისრაელები იმ სირთულეებთან გასამკლავებლად, რომლებსაც აღთქმული მიწის დამკვიდრებისას შეხვდებოდნენ. თუ გულთან ახლოს მივიტანთ ამ სიტყვებს, მზად ვიქნებით მოახლოებულ დიდ გასაჭირთან შესახვედრად და ხელს შევუწყობთ სამოთხეში მშვიდობასა და ერთიანობას. მოდი მთელი სულითა და გულით ვემსახუროთ იეჰოვას და გვიყვარდეს ის, გულმოდგინედ დავიცვათ ქრისტიანული საძმოს ერთიანობა და ამგვარად გამოვხატოთ იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება! თუ ასე მოვიქცევით, ჩვენზეც გავრცელდება იესოს სიტყვები: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“ (მათ. 25:34).