სასწავლო სტატია 52
მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!
„შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან“ (ფსალმ. 127:3).
სიმღერა 134 შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან
მოკლე შინაარსი *
1. რა პასუხისმგებლობა დააკისრა იეჰოვამ მშობლებს?
როცა იეჰოვამ პირველი წყვილი შექმნა, მათში შვილების ყოლის სურვილი ჩადო. ამიტომაც ამბობს ბიბლია, რომ შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან (ფსალმ. 127:3). რას ნიშნავს ეს? წარმოიდგინეთ, რომ ახლო მეგობარმა ძალიან დიდი თანხა ჩაგაბარათ. ალბათ, თავს დაფასებულად იგრძნობდით, რადგან თქვენ მიმართ დიდი ნდობა გამოავლინეს. მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება საფიქრალი გაგიჩნდეთ, როგორ შეინახოთ ეს თანხა უსაფრთხოდ. მსგავსად, იეჰოვამ, როგორც საუკეთესო მეგობარმა, მშობლებს ფულზე გაცილებით ფასეული რამ მიანდო — იზრუნონ შვილების კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე.
2. რა კითხვებს განვიხილავთ?
2 ვისი გადასაწყვეტია, იყოლიებს თუ არა დაქორწინებული წყვილი შვილს ან თუ იყოლიებს, როდის? რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს შვილების ბედნიერებისთვის? განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი, რომელიც ქრისტიან ცოლ-ქმარს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
პატივი ეცით ცოლ-ქმრის გადაწყვეტილებას
3. ა) ვისი გადასაწყვეტია, იყოლიებს თუ არა ცოლ-ქმარი შვილს? ბ) რომელი ბიბლიური პრინციპი უნდა გაითვალისწინონ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა?
3 ზოგიერთ კულტურაში ახალდაქორწინებულებისგან მოელიან, რომ მალევე იყოლიებენ შვილებს. შესაძლოა ამის გამო ცოლ-ქმარი ოჯახის წევრებისგან და სხვებისგან ზეწოლას განიცდიდეს. აზიაში მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ჯეთრო, ამბობს: „კრებაში ზოგი მშობელი დაქორწინებულებს შვილების გაჩენისკენ მოუწოდებს“. კიდევ ერთი ძმა, ჯეფრი, რომელიც აზიაში ცხოვრობს, აღნიშნავს: „ზოგჯერ უშვილო ცოლ-ქმარს ეუბნებიან, გალ. 6:5). ცხადია, მეგობრებსა და ოჯახს ახალდაქორწინებულების ბედნიერება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მხოლოდ ცოლ-ქმრის გადასაწყვეტია, იყოლიებენ თუ არა შვილს (1 თეს. 4:11).
რომ, როცა მოხუცდებიან, პატრონი არ ეყოლებათ და მათზე არავინ იზრუნებს“. თუმცა იყოლიებს თუ არა ცოლ-ქმარი შვილებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სხვა ვერავინ აიღებს (4, 5. რომელ ორ საკითხზე უნდა ისაუბროს წყვილმა და როდის არის შესაფერისი დრო ამისთვის? ახსენით.
4 თუ დაქორწინებულები შვილების ყოლას გადაწყვეტენ, კარგი იქნება, დაფიქრდნენ ორ მნიშვნელოვან საკითხზე: პირველი, როდის აპირებენ ბავშვის გაჩენას და მეორე, რამდენი შვილის ყოლას გეგმავენ. როდის არის ამ თემაზე საუბრისთვის შესაფერისი დრო? და რატომ არის ეს ორი საკითხი ასე მნიშვნელოვანი?
5 როგორც წესი, შვილების ყოლაზე წყვილი დაქორწინებამდე უნდა დაფიქრდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ერთი აზრი ჰქონდეთ ამ საკითხზე. გარდა ამისა, გულახდილად უნდა ისაუბრონ, მზად არიან თუ არა ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. ზოგმა ახალდაქორწინებულმა გადაწყვიტა, ერთი-ორი წელი არ ჰყოლოდათ შვილები, რადგან ბავშვებზე ზრუნვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მათ ასეთი არჩევანი იმიტომ გააკეთეს, რომ ეს დრო ახალ ოჯახურ ცხოვრებასთან შესაგუებლად გამოეყენებინათ და ერთმანეთს უფრო დაახლოებოდნენ (ეფეს. 5:33).
6. რა გადაწყვიტა ზოგმა დაქორწინებულმა წყვილმა და რატომ?
6 ზოგმა ქრისტიანმა გადაწყვიტა, მიებაძა ნოეს შვილებისა და მათი ცოლებისთვის, რომელთაც დაქორწინებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჰყავდათ შვილები (დაბ. 6:18; 9:18, 19; 10:1; 2 პეტ. 2:5). იესომ ჩვენი დრო „ნოეს დროს“ შეადარა. დღეს აშკარად ვხედავთ, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ გვიწევს ცხოვრება (მათ. 24:37; 2 ტიმ. 3:1). აქედან გამომდინარე, ზოგმა დაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, გარკვეული ხნით გადაედო ბავშვის გაჩენა, რათა უფრო მეტი დრო დაეთმო იეჰოვას მსახურებისთვის.
7. როგორ ეხმარება ლუკას 14:28, 29-სა და იგავების 21:5-ში ჩაწერილი პრინციპები დაქორწინებულებს?
7 სანამ ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, რამდენი შვილი იყოლიოს, გონიერებას გამოავლენს, თუ წინასწარ „გამოთვლის ხარჯებს“ (წაიკითხეთ ლუკას 14:28, 29). გამოცდილი მშობლები ამბობენ, რომ შვილების ყოლა და გაზრდა მხოლოდ ხარჯებთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაქორწინებულები დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე: ორივეს მოგვიწევს მუშაობა ოჯახის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? ერთი აზრი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ოჯახის ძირითადი საჭიროებები? თუ ორივე ვიმუშავებთ, ვინ მიხედავს ბავშვებს? ვინ იზრუნებს მათ აღზრდაზე? დაქორწინებულები იგავების 21:5-ში ჩაწერილ პრინციპს ითვალისწინებენ, როცა ამ საკითხებზე მსჯელობენ (წაიკითხეთ).
8. რა სირთულეებს უნდა მოელოდნენ დაქორწინებული ქრისტიანები და როგორ მოიქცევა მოსიყვარულე ქმარი?
8 ბავშვზე ზრუნვა ორივე მშობლისგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუ ცოლ-ქმარს რამდენიმე მცირეწლოვანი შვილი ეყოლება, შეიძლება გაუჭირდეს მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა. ზოგიერთი მშობელი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ამბობს, რომ ძალაგამოცლილია. ზოგჯერ დედები ფიზიკურად ძალიან იღლებიან და თავს ემოციურად გამოფიტულად გრძნობენ. მათ შეიძლება ძალა აღარ შერჩეთ იმისთვის, რომ ილოცონ, ბიბლიური საკითხები გამოიკვლიონ ან რეგულარულად იქადაგონ. გარდა ამისა, შეიძლება გაუჭირდეთ კრების შეხვედრებზე ყურადღებით მოსმენა და რაიმეს სწავლა. რა თქმა უნდა, მოსიყვარულე ქმარი ყველაფერს გააკეთებს, რომ კრებასა თუ სახლში ბავშვებს ყურადღება მიაქციოს და ცოლს სახლის საქმეებში მიეხმაროს. ქრისტიანი ოჯახისთავი ცდილობს, ისე შეადგინოს ოჯახური თაყვანისცემის პროგრამა, რომ ოჯახის თითოეული წევრისთვის სასარგებლო იყოს. ამ ყველაფერთან ერთად, ის დროს გამოყოფს, რომ ოჯახთან ერთად რეგულარულად იქადაგოს.
ჩაუნერგეთ შვილებს იეჰოვას სიყვარული
9, 10. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა შვილების დასახმარებლად?
9 როგორ უნდა ჩაუნერგონ მშობლებმა შვილებს იეჰოვას სიყვარული? როგორ უნდა დაიცვან მათ თავიანთი შვილები ქვეყნიერების ცუდი გავლენისგან? განვიხილოთ რამდენიმე რჩევა.
10 დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეთ. გავიხსენოთ სამსონის მშობლების მაგალითი. როდესაც მანოახმა შეიტყო, რომ მას და მის ცოლს ვაჟი ეყოლებოდათ, შვილის აღსაზრდელად ხელმძღვანელობა იეჰოვას სთხოვა.
11. მსაჯულების 13:8-ის თანახმად, როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ მანოახის მაგალითს?
11 ნიჰადმა და ალმამ, რომლებიც ბოსნია და ჰერცეგოვინაში ცხოვრობენ, მანოახს მიჰბაძეს. ისინი ამბობენ: „მანოახის მსგავსად, ჩვენც ვთხოვდით იეჰოვას, რომ დაგვხმარებოდა, კარგი მშობლები ვყოფილიყავით. იეჰოვამ ლოცვებზე ბიბლიის, ბიბლიური ლიტერატურის, მსაჯულების 13:8).
კრების შეხვედრებისა და კონგრესების მეშვეობით გვიპასუხა“ (წაიკითხეთ12. რა მაგალითს აძლევდნენ იოსები და მარიამი შვილებს?
12 ასწავლეთ საკუთარი მაგალითით. ცხადია, რასაც შვილს სიტყვით ასწავლით, მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენს საქციელს უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. იოსები და მარიამი თავიანთ შვილებს, მათ შორის იესოს, კარგ მაგალითს აძლევდნენ. იოსები არა მხოლოდ ბევრს შრომობდა ოჯახის სარჩენად, არამედ ეხმარებოდა კიდეც მათ, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობა დაეფასებინათ (კან. 4:9, 10). იოსებს ყოველ წელს პასექის აღსანიშნავად თავისი ოჯახი იერუსალიმში მიჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით არ მოეთხოვებოდა (ლუკ. 2:41, 42). ზოგი მამაკაცისთვის შეიძლება მთელი ოჯახის ამხელა გზაზე წაყვანა მოუხერხებელი იყო და ამას დროისა და ფულის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევდა. მათგან განსხვავებით, იოსები სულიერს პირველ ადგილზე აყენებდა და შვილებსაც იმავეს ასწავლიდა. რაც შეეხება მარიამს, მან კარგად იცოდა წმინდა წერილები. ეჭვგარეშეა, სიტყვითა თუ საქმით, ის თავის შვილებს ღვთის სიტყვის სიყვარულს ჩაუნერგავდა.
13. როგორ მიჰყვა ერთი ცოლ-ქმარი იოსებისა და მარიამის მაგალითს?
13 ზემოთ მოხსენიებულ ნიჰადსა და ალმას სურდათ, იოსებისა და მარიამის მაგალითს მიჰყოლოდნენ. როგორ დაეხმარა ეს მათ, თავიანთი ვაჟისთვის ღვთის სიყვარული ჩაენერგათ და მისი მსახურების სურვილი აღეძრათ? ისინი ამბობენ: „ვცდილობდით, საკუთარი მაგალითით დაგვენახვებინა ჩვენი შვილისთვის, რამდენად კარგია იეჰოვას პრინციპების თანახმად ცხოვრება“. ნიჰადი გვირჩევს: „თავად იყავით ისეთი, როგორი შვილიც გინდათ რომ გყავდეთ“.
14. რატომ უნდა იცოდნენ მშობლებმა, ვისთან ურთიერთობს მათი შვილი?
14 დაეხმარეთ შვილებს კარგი მეგობრების არჩევაში. ორივე მშობელმა უნდა იცოდეს, ვისთან ურთიერთობს მათი შვილი და რით არის დაკავებული. ეს იმასაც მოიაზრებს, რომ იცოდნენ, სოციალური მედიისა თუ მობილურის მეშვეობით ვისთან აქვს ურთიერთობა მათ შვილს, რადგან სამეგობრო წრე დიდ გავლენას ახდენს ბავშვების აზროვნებასა და საქციელზე (1 კორ. 15:33).
15. რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს ჯესის მაგალითიდან?
15 როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ კარგად ვერ ერკვევიან ელექტრონულ მოწყობილობებში? ერთი ოჯახისთავი, სახელად ჯესი, რომელიც ფილიპინებში ცხოვრობს, ამბობს: „ელექტრონული მოწყობილობების ბევრი არაფერი გაგვეგებოდა, თუმცა ამან ხელი ვერ შეგვიშალა, ჩვენი შვილები იმ საფრთხეებისგან დაგვეცვა, რაც მათ გამოყენებას ახლავს თან“. მიუხედავად იმისა, რომ ჯესი კარგად ვერ ერკვეოდა ელექტრონულ მოწყობილობებში, ის არ უკრძალავდა ბავშვებს მათ გამოყენებას. ჯესი დასძენს: „შვილებს ვეუბნებოდი, რომ ეს მოწყობილობები ახალი ენის შესასწავლად, კრებისთვის მოსამზადებლად და ბიბლიის წასაკითხად გამოეყენებინათ“. თუ მშობელი ხართ, გისაუბრიათ შვილებთან, როგორ გამოავლინონ გონიერება ინტერნეტში ფოტოების გამოქვეყნებისას ან მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის დროს? ამ საკითხებზე რჩევების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე jw.org® განყოფილებაში „ახალგაზრდები“. გაქვთ შვილებთან ერთად განხილული ვიდეოები „შენ მართავ ელექტრონულ მოწყობილობას თუ ის გმართავს შენ?“ და „ნუ გაებმები სოციალურ ქსელში“? * ეს მასალა დიდ დახმარებას გაგიწევთ, რომ შვილებს ასწავლოთ, როგორ გამოავლინონ გონიერება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას (იგავ. 13:20).
16. რა გააკეთა ბევრმა მშობელმა და რა შედეგი მოჰყვა ამას?
16 ბევრი მშობელი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მათ შვილებს ისეთ ადამიანებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, ვინც იეჰოვას მსახურებაში კარგ მაგალითს იძლევა. მაგალითად, კოტ-დ’ივუარში მცხოვრები ერთი ცოლ-ქმარი, ენდენი და ბომინი, ხშირად ეპატიჟებოდნენ სარაიონო ზედამხედველს, რომ მათთან დარჩენილიყო. ენდენი ამბობს: „ამან ჩვენს ვაჟზე ძალიან კარგი გავლენა იქონია. მან პიონერად მსახურება დაიწყო და ახლა სარაიონო ზედამხედველის დამხმარეა“. შეგიძლიათ თქვენც ხელი შეუწყოთ შვილებს, ურთიერთობა იქონიონ ასეთ სამაგალითო ქრისტიანებთან?
17, 18. როდიდან უნდა დაიწყონ მშობლებმა შვილების აღზრდა?
17 ადრეული ასაკიდანვე აღზარდეთ შვილები. კარგი იქნება, თუ მშობლები პატარაობიდანვე დაიწყებენ შვილების აღზრდას (იგავ. 22:6). გავიხსენოთ ტიმოთეს მაგალითი. როცა ის წამოიზარდა, მოციქულ პავლესთან ერთად ხშირად მოგზაურობდა. მის აღზრდაზე დედამისი ევნიკე და ბებიამისი ლოისი ჩვილობიდანვე ზრუნავდნენ (2 ტიმ. 1:5; 3:15).
18 კოტ-დ’ივუარში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა, ჟან-კლოდმა და პისიმ, შეძლეს, რომ ექვსივე შვილისთვის იეჰოვას სიყვარული ჩაენერგათ და მათში მისი მსახურების სურვილი აღეძრათ. როგორ მოახერხეს ეს? ისინი ევნიკესა და ლოისის მაგალითს მიჰყვნენ. ეს ცოლ-ქმარი ამბობს: „ვცდილობდით, შვილებისთვის ჩვილობიდანვე ჩაგვეგონებინა ღვთის სიტყვა“ (კან. 6:6, 7).
19. რას ნიშნავს, „ჩააგონო“ შვილებს ღვთის სიტყვა?
19 რას ნიშნავს, „ჩააგონო“ შვილებს იეჰოვას სიტყვა? სიტყვა „ჩაგონება“ გულისხმობს „სწავლებას და არაერთხელ გამეორებას“. ამისთვის აუცილებელია, მშობლებმა თავიანთ პატარებს საკმარისი დრო დაუთმონ. ზოგჯერ შეიძლება მშობლებს შვილებისთვის ერთი და იმავე საკითხის ახსნა არაერთხელ მოუწიოთ, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ არის. თუმცა მშობლებმა ეს იმის შესაძლებლობად უნდა მიიჩნიონ, რომ შვილებს ღვთის სიტყვის გათავისებაში დაეხმარონ.
20. როგორ ეხება ფსალმუნის 127:4 შვილების აღზრდას?
20 იყავით გამჭრიახი. 127-ე ფსალმუნში შვილები ისრებს არიან შედარებული (წაიკითხეთ ფსალმუნის 127:4). ისრები შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყოს დამზადებული და ერთმანეთისგან ზომაშიც განსხვავდებოდეს. მსგავსად ამისა, არ არსებობს ორი აბსოლუტურად იდენტური ბავშვი. ამიტომ მშობლები შვილებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ. ისრაელში მცხოვრები ერთი ცოლ-ქმარი გვიხსნის, რა დაეხმარათ ქალ-ვაჟის იეჰოვას მოსაწონად აღზრდაში. ისინი ამბობენ: „ბავშვებს ცალ-ცალკე ვასწავლიდით ბიბლიას“. ოჯახისთავმა უნდა განსაზღვროს, რამდენად აუცილებელია, შვილებს ცალ-ცალკე ჩაუტარონ ბიბლიის შესწავლა.
იეჰოვა დაგეხმარებათ
21. რას უნდა მოელოდნენ მშობლები იეჰოვასგან?
21 ბავშვების აღზრდა ზოგჯერ ძალას აცლის მშობლებს, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ შვილები ჯილდოა იეჰოვასგან. ღმერთი ყოველთვის მზად არის მშობლების დასახმარებლად. ის ყურადღებით უსმენს მათ და ლოცვებზე ბიბლიის, პუბლიკაციებისა და სხვა გამოცდილი მშობლების მეშვეობით პასუხობს.
22. რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს შვილებისთვის?
22 ამბობენ, რომ ბავშვის აღზრდა 20-წლიანი „პროექტია“. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ მშობლები აღარ იზრუნებენ თავიანთ შვილზე. ბავშვების კეთილდღეობისთვის ისინი იმაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებენ, რომ სიყვარული გამოავლინონ, დრო დაუთმონ და ბიბლიური პრინციპები ჩაუნერგონ მათ. მართალია, ზოგმა ბავშვმა შეიძლება არ გაითავისოს ბიბლიური პრინციპები, მაგრამ უმეტესობა, ვინც იეჰოვას მოყვარულმა მშობლებმა აღზარდეს, აზიაში მცხოვრები ჯოანა მეის აზრს იზიარებს: „ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რადგან სწორად აღმზარდეს და იეჰოვას სიყვარული ჩამინერგეს. მათ უბრალოდ სიცოცხლე კი არ მაჩუქეს, ისიც მასწავლეს, როგორ ვიცხოვრო აზრიანად“ (იგავ. 23:24, 25). ამ სიტყვებს მთელ მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით იეჰოვას მოწმე ეთანხმება.
სიმღერა 59 ჩემთან ერთად ადიდეთ იაჰი
^ აბზ. 5 უნდა ჰყავდეთ დაქორწინებულებს შვილები? თუ ისინი ბავშვების ყოლას გადაწყვეტენ, რამდენი შვილი უნდა ჰყავდეთ? როგორ უნდა ჩაუნერგონ მშობლებმა შვილებს იეჰოვას სიყვარული და როგორ უნდა აღუძრან მისი მსახურების სურვილი? წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ თანამედროვე მაგალითებსა და ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს.
^ აბზ. 15 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი I, თავი 36 და ტომი II, თავი 11.