ახალგაზრდებო, „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის“
„როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი . . . კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილ. 2:12).
1. რატომ არის ნათლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
ყოველ წელს ათასობით ბიბლიის შემსწავლელი ინათლება, რომელთა შორის ბევრი მოზარდია. შეიძლება ისინი ბავშვობიდანვე სწავლობდნენ ჭეშმარიტებას. თუ შენს შემთხვევაშიც ასეა, ქებას იმსახურებ. ნათლობა აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ადამიანი ქრისტიანი გახდეს. ეს ხსნისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია (მათ. 28:19, 20; 1 პეტ. 3:21).
2. რატომ არ უნდა გეშინოდეს იეჰოვასთვის თავის მიძღვნის?
2 ნათლობა უამრავი კურთხევის მიღების შესაძლებლობას გაძლევს, თუმცა ამავე დროს პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. რას ვგულისხმობთ ამაში? ნათლობის დღეს შენ დადებითად უპასუხე შეკითხვას: „იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მოინანიე ცოდვები და მიუძღვენი თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად?“. ნათლობით შენ დაადასტურე, რომ თავი მიუძღვენი იეჰოვას და საჯაროდ დადე პირობა,
რომ გეყვარებოდა ის და მისი ნების შესრულებას ყველაფერზე წინ დააყენებდი. ეს სერიოზული დაპირებაა. გაგიხდება ის ოდესმე სანანებელი? რა თქმა უნდა, არა! თუ იეჰოვას შენი ცხოვრების წარმართვის საშუალებას მისცემ, არასდროს ინანებ. მეორე მხრივ, ის, ვინც იეჰოვასთან არ არის, სატანის მხარესაა. მას არ ანაღვლებს შენი ხსნა. პირიქით, სატანას გაახარებს, თუ იეჰოვას უზენაესობას უარყოფ და მას დაუჭერ მხარს, რითაც დაკარგავ მარადიულ სიცოცხლეს.3. რა კურთხევები მოჰყვება იეჰოვასთვის თავის მიძღვნას?
3 ნაცვლად იმისა, რომ სატანის მხარე დაიკავო, დაფიქრდი იმ კურთხევებზე, რომლებიც მიძღვნისა და ნათლობის შემდეგ მიიღე. ახლა, როცა სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვენი, შეგიძლია თამამად თქვა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ფსალმ. 118:6). უდიდესი პატივია, იდგე იეჰოვას მხარეს და მისი მოწონება დაიმსახურო.
პირადი პასუხისმგებლობა
4, 5. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ მიძღვნა პირადი პასუხისმგებლობაა? ბ) რა სირთულეების წინაშე შეიძლება დადგეს ყველა?
4 შეუძლებელია, მონათლულ ქრისტიანს იეჰოვასთან ურთიერთობა ოჯახისგან მემკვიდრეობით გადაეცეს. შენს ხსნაზე მონათვლის შემდეგ თავად ხარ პასუხისმგებელი მაშინაც კი, თუ მშობლებთან ცხოვრობ. რატომ არის მნიშვნელოვანი ამის გააზრება? იმიტომ რომ ყოველთვის წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა სირთულეებს შეხვდები მომავალში. მაგალითად, თუ ბავშვობაში მოინათლე, ალბათ, მოზარდობისას უკვე განსხვავებულ გრძნობებსა და ზეწოლას განიცდი. ერთი მოზარდი გოგონა ამბობს: „ჩვეულებრივ, ბავშვს არ უჭირს რწმენის გამო სკოლაში დაბადების დღის ტორტის ნაჭერზე უარის თქმა. მაგრამ, როცა მოზარდობის ასაკში სექსისკენ უბიძგებენ, ის ბოლომდე უნდა იყოს დარწმუნებული, რომ იეჰოვას კანონების მორჩილება ყოველთვის საუკეთესო არჩევანია“.
5 თუმცა მხოლოდ ახალგაზრდებს არ უწევთ ახალი სირთულეების დაძლევა. ისინიც კი, ვინც ზრდასრულ ასაკში მოინათლნენ, რწმენის გამოცდების წინაშე მოულოდნელად აღმოჩნდნენ. ზოგიერთი ასეთი გამოცდა ჯანმრთელობასთან, ქორწინებასა და სამსახურთან არის დაკავშირებული. ასაკისა და სქესის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ყველა აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როცა იეჰოვასადმი ერთგულების დამტკიცება მოუწევს (იაკ. 1:12—14).
6. ა) რა გაგებით არის იეჰოვასთვის თავის მიძღვნა უპირობო? ბ) რას ვსწავლობთ ფილიპელების 4:11—13-დან?
6 ნებისმიერ ვითარებაში ღვთის ერთგული რომ დარჩე, ყოველთვის უნდა გახსოვდეს იეჰოვას წინაშე უპირობოდ დადებული აღთქმა. ფაქტობრივად, შენ აღუთქვი უზენაეს ღმერთს, რომ იმ შემთხვევაშიც უერთგულებდი მას, თუ მშობლები ან მეგობრები შეწყვეტდნენ მისადმი მსახურებას (ფსალმ. 27:10). რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდე, იეჰოვას დახმარებით შეგიძლია ძალა მოიკრიბო და მიძღვნის თანახმად იცხოვრო (წაიკითხეთ ფილიპელების 4:11—13).
7. რას ნიშნავს, იღვაწო ხსნისთვის „შიშითა და კანკალით“?
7 იეჰოვას სურს, რომ დაუმეგობრდე, თუმცა ძალისხმევა დაგჭირდება, რომ შეინარჩუნო მასთან მეგობრობა და იღვაწო საკუთარი თავის გადასარჩენად. ფილიპელების 2:12 მოგვიწოდებს: „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ უნდა იფიქრო, როგორ შეინარჩუნო იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა და სირთულეების მიუხედავად, მისი ერთგული დარჩე. ნუ იქნები თავდაჯერებული! მათგან ზოგიერთიც კი ასცდა სწორ გზას, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ კვლავაც იღვაწო ხსნისთვის?
ბიბლიის კვლევა მნიშვნელოვანია
8. რას მოიცავს პირადი შესწავლა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
8 იეჰოვასთან მეგობრობა მოიცავს ორმხრივ ურთიერთობას — მოსმენას და საუბარს. ბიბლიის პირადი შესწავლა იეჰოვას მოსმენის ძირითადი საშუალებაა. ამაში შედის ღვთის სიტყვისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვა და წაკითხულზე ფიქრი. გახსოვდეს, რომ ბიბლიის შესწავლა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას არ ნიშნავს. ეს არ უნდა ჰგავდეს სკოლის გამოცდისთვის ინფორმაციის დაზეპირებას. ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლა შეგვიძლია შევადაროთ ექსპედიციას, რომლის დროსაც იეჰოვას პიროვნების ახალ მხარეებს აღმოაჩენ. ეს დაგეხმარება, დაუახლოვდე ღმერთს, რის შემდეგაც ისიც დაგიახლოვდება (იაკ. 4:8).
9. რა საშუალებებს იყენებ ბიბლიის შესწავლის დროს?
9 კარგი სასწავლო პროგრამის შესადგენად იეჰოვას ორგანიზაცია არაერთი დამხმარე საშუალებით უზრუნველგვყოფს. მაგალითად, ჩვენი ვებ-გვერდის, jw.org-ის ქვეგანყოფილებაში „ახალგაზრდები“ მოცემულია „ბიბლიის შესასწავლი სავარჯიშოები“, რომლებიც ბიბლიური მონაკვეთებიდან პრაქტიკული გაკვეთილების სწავლაში დაგეხმარება. აგრეთვე ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლია ნახო «„რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ (შესწავლაში დამხმარე კითხვები)», რომელიც რწმენის განმტკიცებაში დაგეხმარება. მისი მეშვეობით ისწავლი, როგორ ესაუბრო სხვებს შენი მრწამსის შესახებ. დამატებითი აზრების ნახვა შეგიძლია 2009 წლის აპრილის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ ვიკითხო ბიბლია სიამოვნებით?“. ღვთის სიტყვის შესწავლა და მასზე დაფიქრება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კვლავაც იღვაწო შენი ხსნისთვის (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:105).
აუცილებელია ლოცვა
10. რატომ არის მონათლული ქრისტიანისთვის ლოცვა აუცილებელი?
10 ბიბლიის შესწავლის დროს ვუსმენთ იეჰოვას, ლოცვის დროს კი მასთან საუბრის შესაძლებლობა გვეძლევა. ლოცვას ქრისტიანი აზრს მოკლებულ რიტუალად არ უნდა თვლიდეს. ის არც თილისმაა, რომ წარმატების მიღწევაში დაგვეხმაროს. ლოცვა ჩვენს შემოქმედთან უშუალო ფილიპელების 4:6). ნებისმიერი საწუხარის დროს გაითვალისწინე ბიბლიური რჩევა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“ (ფსალმ. 55:22). ეს რჩევა მილიონობით და-ძმას დაეხმარა. დარწმუნებული იყავი, ის შენც დაგეხმარება!
ურთიერთობაა. იეჰოვას სურს, რომ ესაუბრო (წაიკითხეთ11. რატომ არის აუცილებელი ლოცვაში იეჰოვასადმი მადლიერების გამოხატვა?
11 ჩვენ მხოლოდ იმ დროს არ უნდა ვილოცოთ, როცა დახმარება გვჭირდება. ბიბლია მოგვიწოდებს: „იყავით მადლიერნი“ (კოლ. 3:15). ზოგჯერ შესაძლოა პრობლემებმა იმდენად მოგვიცვას, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს კურთხევები, რომლებიც გვაქვს. შეეცადე, ყოველდღე სულ მცირე სამ რამეზე იფიქრო, რისთვისაც იეჰოვას მადლიერი ხარ. შემდეგ ლოცვაში მადლობა გადაუხადე იეჰოვას ამ კურთხევებისთვის. 18 წლის აბიგაილი, რომელიც 12 წლის ასაკში მოინათლა, ამბობს: «ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში მადლობის თქმას ყველაზე მეტად იეჰოვა იმსახურებს. ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა, რომ მადლობა გადავუხადოთ მას ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. ერთხელ საინტერესო აზრი მოვისმინე: „როგორ ვიგრძნობდით თავს, თუ ხვალ გავიღვიძებდით და მხოლოდ ის გვექნებოდა, რისთვისაც დღეს ვუთხარით იეჰოვას მადლობა?“». *
საკუთარი გამოცდილების ფასი
12, 13. რატომ არის მნიშვნელოვანი, დაფიქრდე, პირადად როდის იგემე, რომ კარგია იეჰოვა?
12 მეფე დავითმა, რომელმაც მრავალ განსაცდელს დააღწია თავი, იეჰოვასადმი მადლიერება გამოხატა სიმღერით: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას“ (ფსალმ. 34:8). ამ მუხლიდან აშკარად ჩანს, რომ დავითს ეს საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი. ბიბლიისა და პუბლიკაციების კითხვისა თუ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების დროს იგებ, როგორ დაეხმარა იეჰოვა სხვებს, სირთულეების მიუხედავად ერთგულები დარჩენილიყვნენ. მაგრამ სულიერად რომ გაიზარდო, აუცილებელია დაინახო, როგორ გეხმარება იეჰოვა პირადად შენ. გამოგიცდია საკუთარ თავზე, რომ „კარგია იეჰოვა“?
13 თითოეულმა ქრისტიანმა მაშინ ვიგემეთ იეჰოვას სიკარგე, როცა მან თავისთან და თავის ძესთან დაახლოების შესაძლებლობა მოგვცა. იესომ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოან. 6:44). გეხება ეს სიტყვები შენც? შეიძლება ფიქრობ: „იეჰოვამ ჩემი მშობლები მიიზიდა, მე კი უბრალოდ დინებას მივყვები“. მაგრამ იეჰოვასადმი თავის მიძღვნითა და ნათლობით შენ ცხადყვე, რომ მასთან ახლო ურთიერთობა დაიწყე. ახლა ის პირადად გიცნობს შენ. ბიბლია გვარწმუნებს: „ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს“ (1 კორ. 8:3). შეეცადე, ყოველთვის დააფასო იეჰოვას ორგანიზაციაში შენი ადგილი და მადლიერი იყო ამისთვის.
14, 15. როგორ განგიმტკიცებს მსახურება რწმენას?
14 შენ მაშინაც იგემებ, რომ კარგია იეჰოვა, როცა სხვებთან ქადაგების დროს მის მხარდაჭერას იგრძნობ, იქნება ეს მსახურებაში თუ სკოლაში. ზოგს ძალიან უჭირს თანატოლებთან ქადაგება. ალბათ, გესმის, რატომაც. არ იცი, რა რეაქცია ექნებათ მათ. ერთ ადამიანთან ბევრად ადვილია საუბარი, ვიდრე დიდ ჯგუფთან. რა დაგეხმარება ამ დროს?
15 თავდაპირველად, დაფიქრდი, რამ დაგარწმუნა ბიბლიური სწავლებების სისწორეში. ხელმისაწვდომია შენს ენაზე „შესწავლაში დამხმარე კითხვები“, რომელიც მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე? თუ ჯერ არ იცი, ხელმისაწვდომია თუ არა, დრო გამოყავი, იერ. 20:8, 9).
რომ მოძებნო ის. „შესწავლაში დამხმარე კითხვები“ ისეა შედგენილი, რომ დაგაფიქროს, რა გწამს, რატომ გწამს და როგორ შეგიძლია სხვებს აუხსნა ეს სწავლებები. როცა ბოლომდე ჩასწვდები იმას, რაც გწამს, და კარგად მოემზადები, იეჰოვას შესახებ დამოწმების სურვილი გაგიჩნდება (16. რა დაგეხმარება, რომ თამამად იქადაგო შენი რწმენის შესახებ?
16 თუმცა კარგი მომზადების მიუხედავად, შეიძლება მაინც გაგიჭირდეს სხვებთან საკუთარ რწმენაზე საუბარი. ერთი 18 წლის და, რომელიც 13 წლისა მოინათლა, ამბობს: „ვიცი, რაც მწამს, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მიჭირს აზრების სიტყვებით გადმოცემა“. როგორ უმკლავდება ეს და ამ პრობლემას? «ვცდილობ, ბუნებრივი ვიყო, — ამბობს ის. — ჩემი კლასელები თავისუფლად ლაპარაკობენ იმაზე, რასაც საქმიანობენ. მეც მინდა, თავისუფლად ვისაუბრო. ამიტომ სასხვათაშორისოდ ვამბობ ხოლმე ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ამას წინათ ბიბლიას ვასწავლიდი და . . .“. შემდეგ ისევ ძირითად თემას ვუბრუნდები. თუმცა ამ დროს ბიბლიაზე არ ვსაუბრობ, ხშირად ბევრი ინტერესდება, როგორ ვასწავლი ბიბლიას. ზოგჯერ კითხვებსაც მისვამენ ამის შესახებ. რაც უფრო ხშირად მივმართავ ამ მეთოდს, მით უფრო მიადვილდება ქადაგება. ამის შემდეგ ყოველთვის კმაყოფილების გრძნობა მეუფლება».
17. კიდევ რა დაგეხმარება სხვებთან ქადაგების დროს?
17 თუ სხვების მიმართ პატივისცემას გამოავლენ და დაინტერესდები მათით, სავარაუდოდ, ისინიც კარგად მოგექცევიან. „ყოველთვის მეშინოდა, რომ, თუ საუბრის დროს ბიბლიას ვახსენებდი, ფანატიკოსად ჩამთვლიდნენ“, — ამბობს 17 წლის ოლივია, რომელიც ბავშვობაში მოინათლა. შემდეგ მან სხვანაირად შეხედა ამ საკითხს. ნაცვლად იმისა, რომ თავის შიშზე ყოფილიყო კონცენტრირებული, ოლივიამ დაასკვნა: „ბევრმა ახალგაზრდამ არაფერი იცის იეჰოვას მოწმეების შესახებ. მოწმეებიდან მხოლოდ ჩვენთან აქვთ შეხება. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი რეაქცია ექნებათ მათ. მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მორცხვები ან გაუბედავები ვართ, ან გვიჭირს ჩვენს რწმენაზე საუბარი და საუბრის დროს შიშისგან ვკანკალებთ? შეიძლება მათ იფიქრონ, რომ საკუთარი რწმენის გვრცხვენია. შეიძლება იმის გამო, რომ თავდაჯერება გვაკლია, ცუდადაც კი მოგვექცნენ. მაგრამ, თუ თავისუფლად და თავდაჯერებულად ვილაპარაკებთ ჩვენი რწმენის შესახებ და ამას ჩვეულებრივი საუბრის სახეს მივცემთ, დიდი ალბათობაა, ჩვენ მიმართ ისინი პატივისცემით განეწყონ“.
კვლავაც იღვაწე ხსნისთვის
18. რის გაკეთება გმართებს, რომ იღვაწო საკუთარი თავის ხსნისთვის?
18 როგორც დავინახეთ, სერიოზული პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარი თავის ხსნისთვის იღვაწო. ამაში სხვა საკითხებთან ერთად იგულისხმება ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი, ასევე ლოცვა და იმის გაანალიზება, თუ როგორ გაკურთხა იეჰოვამ პირადად შენ. ეს კიდევ უფრო დაგარწმუნებს, რომ იეჰოვასთან მეგობრობა უდიდესი პატივია. თავის მხრივ, ეს აღგძრავს, რომ შენი რწმენის შესახებ სხვებთან ისაუბრო (წაიკითხეთ ფსალმუნის 73:28).
19. რატომ ღირს ძალისხმევად, რომ იღვაწო ხსნისთვის?
19 იესომ თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მათ. 16:24). ნათელია, იესოს მიმდევარი რომ იყო, თავი უნდა მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლო. ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ დღესვე მიიღო უამრავი კურთხევა, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში კი მარადიულად იცხოვრო. ამიტომ ყველანაირად ეცადე, იღვაწო ხსნისთვის!
^ აბზ. 11 დამატებითი რჩევებისთვის ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org იხილე „ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ უნდა ვილოცო?“ და თანდართული სამუშაო ფურცელი.