არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფლობთ სრულ ინფორმაციას?

ფლობთ სრულ ინფორმაციას?

პრობლემა

ხშირად არასწორ აზრს დეზინფორმაცია გვიყალიბებს. აი რამდენიმე მცდარი შეხედულება:

  • ქალებს არა აქვთ მეცნიერების ან ტექნიკის სფეროში მუშაობის უნარი.

  • იმიგრანტები ადგილობრივებს სამუშაო ადგილებს ართმევენ.

  • უნარშეზღუდული ადამიანები დაბოღმილები და ცხოვრებაზე გამწარებულები არიან.

ამ და მსგავსი არასწორი შეხედულებების გასამართლებლად ზოგმა შეიძლება ფაქტებიც კი მოიშველიოს. მათ შესაძლოა უვიცებად და გაუნათლებლებად მიიჩნიონ განსხვავებული აზრის მქონე ხალხი.

ბიბლიური პრინციპი

„არ ვარგა, როცა კაცს ცოდნა არა აქვს“ (იგავები 19:2).

დასკვნა: ფაქტების არცოდნამ შეიძლება არასწორი შეხედულება ჩამოგვიყალიბოს. თუ ფაქტებზე მეტად გავრცელებულ შეხედულებებს დავეყრდნობით, სხვებზე არასწორ დასკვნებს გავაკეთებთ.

რაში გვეხმარება სიმართლის ცოდნა?

სიმართლის ცოდნა გვეხმარება, ადვილად არ დავიჯეროთ გავრცელებული სიცრუე. როცა ვხვდებით, რომ ხალხს არასწორი წარმოდგენა ჰქონია ამა თუ იმ ჯგუფზე, აღარც სხვებზე ვიჯერებთ ბრმად მსგავს სიცრუეს.

როგორ მოვიქცეთ?

  • გახსოვდეთ, რომ, თუ რომელიმე ერის ან წარმოშობის ხალხს ცუდ თვისებებს მიაწერენ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია.

  • გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება სრულ ინფორმაციას არ ფლობდეთ.

  • ეცადეთ, სანდო წყაროდან მოიძიოთ ინფორმაცია.