სად გაქრა პატივისცემა სიცოცხლის მიმართ?
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲣᲤᲠᲗᲮᲘᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔᲡ?
თუ საფრთხეს ვუქმნით საკუთარ ან სხვების ჯანმრთელობას, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება გვაქვს.
-
მოწევა კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, ის ბრძოლისუნარიანობას უქვეითებს ორგანიზმს. იმ ადამიანების დაახლოებით 90 პროცენტი, რომლებიც ფილტვის კიბოთი კვდებიან, ან თავად ეწეოდნენ ან პასიური მწეველები იყვნენ.
-
ყოველწლიურად სროლის უამრავი ფაქტი ფიქსირდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც გარდა იმისა, რომ ხშირად მსხვერპლით სრულდება, უამრავ ადამიანს აყენებს დიდ ემოციურ ტრავმას. სტენფორდის უნივერსიტეტის ანგარიშში ნათქვამია: „იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც სკოლაში სროლის დროს არანაირი ფიზიკური ზიანი არ მიუღიათ, წლების მანძილზე მიჰყვებათ ემოციური და ფსიქიკური პრობლემები“.
-
დღეს ბევრი არ ერიდება ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვას, რის გამოც არა მხოლოდ სამანქანო გზაზე, არამედ ტროტუარზე სიარულიც აღარ არის უსაფრთხო. სიცოცხლისადმი ასეთ უპატივცემულო დამოკიდებულებას ხშირად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲣᲤᲠᲗᲮᲘᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔᲡ
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არასდროსაა გვიანი, უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა თამბაქოს თუ ელექტროსიგარეტის მოწევა, გადამეტებული სმა ან ნარკოტიკების მოხმარება. ამ ყველაფრით ადამიანი უპატივცემულობას ავლენს როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა სიცოცხლის მიმართ.
მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. ეცადეთ, სახლში ყველაფერი მოწესრიგებული გქონდეთ, რომ არავინ არაფერი დაიზიანოს. მანქანა ტექნიკურად გამართული გყავდეთ და მართვისას დაიცავით უსაფრთხოების წესები. ნუ აჰყვებით სხვებს ისეთ აქტივობებში, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
კეთილად განეწყვეთ სხვების მიმართ. სხვისი სიცოცხლის დაფასებაში ისიც იგულისხმება, რომ პატივი ვცეთ ყველა რასის, ეროვნებისა თუ სოციალური ფენის ადამიანს. ხშირად სწორედ წინასწარშექმნილი აზრი და სიძულვილი ხდება ძალადობისა და დაპირისპირებების მიზეზი.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲝᲬᲛᲔᲔᲑᲘ ᲕᲐᲤᲐᲡᲔᲑᲗ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔᲡ
ხალხს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენი ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა ბევრს დაეხმარა მავნე ჩვევების დაძლევაში.
დიდ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოების ზომებს სამშენებლო პროექტებზე. მოხალისეები, რომლებიც ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის განკუთვნილ შენობებს აშენებენ, უსაფრთხოების ტრენინგებს გადიან. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ შენობების რეგულარულ შემოწმებას, რათა დავაკმაყოფილოთ დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტები.
ჰუმანიტარულ დახმარებას ვაწვდით სტიქიით დაზარალებულებს. 2022 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა დაახლოებით 200 სტიქიურ უბედურებაზე მოახდინეს რეაგირება. მათ 12 მილიონ დოლარამდე მოახმარეს დაზარალებულთა დახმარებას, რაც ნებაყოფლობითი შესაწირავებით დაიფარა.
როცა დასავლეთ აფრიკაში (2014 წ.) და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (2018 წ.) ებოლას ვირუსმა იფეთქა, ხალხს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომ ეს მომაკვდინებელი დაავადება უფრო მეტად აღარ გავრცელებულიყო. გავგზავნეთ ჩვენი წარმომადგენლები, რათა აეხსნათ ადგილობრივებისთვის, რომ სიფრთხილის ზომების მიღება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი დარბაზების შესასვლელებთან დავამონტაჟეთ ხელსაბანები. გარდა ამისა, მივაწოდეთ ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხელების ხშირად დაბანა თუ სხვა პრევენციული ზომების მიღება.
სიერა-ლეონეში ერთ-ერთმა რადიომაუწყებლობამ შეაქო იეჰოვას მოწმეები იმისთვის, რასაც თანამორწმუნეებისა თუ საზოგადოებისთვის აკეთებდნენ ებოლას გავრცელების პერიოდში.
a ახლო აღმოსავლეთში სახლის ბანზე ყოველდღიურად დიდ დროს ატარებდნენ. ამიტომ ამ მითითების მიყოლა ყველას უსაფრთხოებას ემსახურებოდა.