სიბრძნე, რომლის შეძენაც ყველას შეუძლია
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ ბიბლიაში ღვთის აზრებს ვკითხულობთ.
ღმერთი მოგვიწოდებს, ვეზიაროთ მის სიბრძნეს
„მე, იეჰოვა, . . შენ სასიკეთოდ გასწავლი და მიგიძღვი იმ გზაზე, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18).
ამ სიტყვებით ღმერთი პირადად თქვენ მოგმართავთ. მას სურს, შინაგანი სიმშვიდისა და ნამდვილი ბედნიერების მიღწევაში დაგეხმაროთ.
ღვთიური სიბრძნის შეძენა თქვენც შეგიძლიათ
„სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (მარკოზი 13:10).
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, რომ მალე ღვთის დაპირების თანახმად, ბოლო მოეღება ტანჯვას, დედამიწა სამოთხედ იქცევა, ხოლო საყვარელი მიცვალებულები მკვდრეთით აღდგებიან.