სიმღერა 44
სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში
1. ახლა დადგა მკის დრო და ჩვენ გვაქვს ეს უდიდესი პატივი,
რომ ღვთის ანგელოზებთან ერთად შევიტანოთ მკაში წვლილი.
მაგალითი გვაქვს, რადგან ველზე წინ მიგვიძღვის თავად ქრისტე.
გვახარებს, რომ მასთან ვთანამშრომლობთ და მის უხვ მოსავალს ვიღებთ.
2. მოყვასის და ღვთის სიყვარულით ვჩქარობთ ქადაგებას და მკას,
აღსასრული ახლოვდება, რაც მკის დაჩქარებისკენ აღგვძრავს.
ღმერთთან თანამშრომლობით ვიღებთ დიდ სიხარულს და სულ გვახსოვს,
უხვ კურთხევებს მოვიმკით, თუ კვლავაც სამეფოს საქმეს განვაგრძობთ.
(იხილეთ აგრეთვე მათ. 24:13; 1 კორ. 3:9; 2 ტიმ. 4:2)