არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 84

„მსურს“

„მსურს“

(ლუკა 5:13)

1. ღვთის ძემ ცა როცა დატოვა,

მამის სამკვიდროს დაშორდა.

ხალხს აზიარებდა

ჭეშმარიტებას და ღვთის სიყვარულს ამცნობდა.

ნუგეშს ჰგვრიდა დამწუხრებულს,

ის ჰკურნავდა ყველა სნეულს.

მუდამ სამეფოს საქმის ერთგული

ამბობდა, „მსურს“, სიყვარულით.

2. დაგვეხმარა იეჰოვა,

რადგან მოგვცა ბრძენი „მონა“,

მათთან ვთანამშრომლობთ

და სიხარულს ვგრძნობთ,

რომ ვცდილობთ დავეხმაროთ სხვას.

თუ ვინმე გასაჭირს იტანს,

იტყვის, რომ ის ძლიერ გვიყვარს.

ამიტომ ქვრივ-ობოლს, გაჭირვებულს

დაეხმარე, უთხარი „მსურს“.

(იხილეთ აგრეთვე იოან. 18:37; ეფეს. 3:19; ფილ. 2:7)