არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 22

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

(ფსალმუნი 23)

1. იეჰოვა, ჩემი მწყემსი,

მიცავს, არ მეშინია,

თავის ცხვარს არ ივიწყებს, რადგან

ის ძალზე მზრუნველია.

მშვიდი წყლებისკენ მიმიძღვის,

სულს მიცოცხლებს კურთხევით.

თავისი სახელით მიმიძღვის

სიმართლის ბილიკებით.

თავისი სახელით მიმიძღვის

სიმართლის ბილიკებით.

2. თუ ვარ ბნელით მოცულ ხევში,

ბოროტება არ მაფრთხობს,

რადგან ჩემი მწყემსი მიცავს და

მისი კვერთხია ახლოს.

სასმისს მივსებს ბოლომდე და

მან მცხო ძვირფასი ზეთი.

ღვთის სიკეთე ყველგან დამყვება,

მის სახლში დავმკვიდრდები.

ღვთის სიკეთე ყველგან დამყვება,

მის სახლში დავმკვიდრდები.

3. ჩემს მოსიყვარულე ბრძენ მწყემსს

ვუმღერებ სადიდებელს

და მის ცხვრისმაგვარ ხალხს მივუტან

ცნობას გამამხნევებელს.

მის სიტყვას მუდამ დავიცავ,

მისი გზით ფრთხილად ვივლი.

მას ვემსახურები ყოველდღე,

ეს განძი არის დიდი.

მას ვემსახურები ყოველდღე,

ეს განძი არის დიდი.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 28:9; 80:1)