სიმღერა 121
გავამხნევოთ ერთმანეთი
1. როცა ერთმანეთს მოვუწოდებთ,
ვემსახუროთ იეჰოვას,
ვმხნევდებით და ვავლენთ სიყვარულს,
გვაქვს მშვიდობა და ერთობა.
სიყვარული ძალას გვაძლევს, რომ
ყველაფერი ავიტანოთ,
კრება არის თავშესაფარი,
სადაც ჩვენ თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ.
2. დროულად ნათქვამ სიტყვას მოაქვს
ნუგეში და გვსიამოვნებს.
ეს სიტყვები ახასიათებთ
ძვირფას და ნამდვილ მეგობრებს.
ჩვენ გვაერთიანებს იმედი,
მიზანიც ერთი გვაქვს ყველას.
ვცდილობთ სხვების დახმარებას და
ერთმანეთის განმტკიცებას.
3. იეჰოვას დღის სიახლოვეს,
თუ რწმენის თვალებით ვხედავთ,
ღვთიურ გზაზე რომ კვლავ შევძლოთ სვლა,
ერთად შეკრება გვჭირდება.
იეჰოვას ხალხთან ერთად გვაქვს
მარადიული იმედი.
დაე დავრჩეთ უმწიკვლონი და
გავამხნეოთ ერთმანეთი.
(იხილეთ აგრეთვე ლუკ. 22:32; საქ. 14:21, 22; გალ. 6:2; 1 თეს. 5:14)