არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განადიდეთ იეჰოვა

განადიდეთ იეჰოვა

(ფსალმუნი 96:8)

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. ვინ არის სხვა შენი მსგავსი,

    უზენაესო ღმერთო?

    გაქებ მადლიერი გულით,

    ჩვენო მხსნელო და იმედო.

    შევყურებ საოცარ ზეცას,

    შენს ძალას და დიდებას.

    ვინა ვარ მოკვდავი კაცი,

    რომ ზრუნავ და მევლები თავს?

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ჩვენო მხსნელო, იეჰოვა ღმერთო,

    მეფევ მარადიულო,

    ამ სიმღერით გვინდა განგადიდოთ!

    შენ ერთს გეკუთვნის ქება,

    ჩვენი ხმები ცას სწვდება!

  2. 2. გიძღვნი შენ ერთს ჩემს სიცოცხლეს,

    სიტყვით, საქმით გადიდებ!

    ვაცხადებ შენს წმინდა სახელს

    და საკვირველ გზებს ვაუწყებ!

    დიდი პატივია ჩემთვის,

    მერქვას მე ღვთის მსახური.

    შენს ვიწრო გზაზე მიმიძღვი,

    რომ დავიმკვიდრო აღთქმული.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ჩვენო მხსნელო, იეჰოვა ღმერთო,

    მეფევ მარადიულო,

    ამ სიმღერით გვინდა განგადიდოთ!

    შენ ერთს გეკუთვნის ქება,

    ჩვენი ხმები ცას სწვდება!

  3. 3. ოკეანე და ხმელეთი,

    მზე, მთვარე, ვარსკვლავები.

    აღტაცებით ვაკვირდები,

    კვლავ მიახლდება ძალები!

    სიმართლე, სიბრძნე და ძალა,

    ურყევი სიყვარული,

    ვხედავ შენს თვისებებს, მამა,

    ხარ მზრუნველი და ერთგული.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ჩვენო მხსნელო, იეჰოვა ღმერთო,

    მეფევ მარადიულო,

    ამ სიმღერით გვინდა განგადიდოთ!

    შენ ერთს გეკუთვნის ქება,

    ჩვენი ხმები ცას სწვდება!

(იხილეთ აგრეთვე ფს. 96:1–10; 148:3, 7.)