არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 146

„ვქმნი ყველაფერს ახალს“

„ვქმნი ყველაფერს ახალს“

(გამოცხადება 21:1–5)

  1. 1. დროის ნიშნები ამტკიცებს, რომ ტახტზე

    მეფობს დიდებით იეჰოვას ძე.

    მან განწმინდა სატანისგან ზეცა,

    შესრულდება მიწაზეც ღვთის ნება.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ღვთის კარავი არის ხალხთან

    და ის დამკვიდრდება მათთან.

    იმ დროს აღარ იქნება სიკვდილი,

    არც გლოვა, გოდება და ტკივილი.

    ღმერთი ამბობს: „ვქმნი ყველაფერს ახალს“,

    გვაძლევს სარწმუნო აღთქმას.

  2. 2. შეხედეთ კრავის ბრწყინვალე პატარძალს,

    ღვთის წმინდა იერუსალიმს, ახალს,

    ძვირფასი ქვებით შემკობილს ქმრისთვის.

    იეჰოვაა სინათლე მისთვის.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ღვთის კარავი არის ხალხთან

    და ის დამკვიდრდება მათთან.

    იმ დროს აღარ იქნება სიკვდილი,

    არც გლოვა, გოდება და ტკივილი.

    ღმერთი ამბობს: „ვქმნი ყველაფერს ახალს“,

    გვაძლევს სარწმუნო აღთქმას.

  3. 3. დიდებული იქნება ეს ქალაქი,

    ღია კარიბჭით დღისით და ღამით.

    ეს სინათლე ერებს გაუნათებს.

    ღვთის შუქი ყველგან მიაქვს მის ხალხს დღეს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ღვთის კარავი არის ხალხთან

    და ის დამკვიდრდება მათთან.

    იმ დროს აღარ იქნება სიკვდილი,

    არც გლოვა, გოდება და ტკივილი.

    ღმერთი ამბობს: „ვქმნი ყველაფერს ახალს“,

    გვაძლევს სარწმუნო აღთქმას.

(იხილეთ აგრეთვე მათ. 16:3; გამოცხ. 12:7–9; 21:23–25)