არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 118

„რწმენა განგვიმტკიცე“

„რწმენა განგვიმტკიცე“

(ლუკა 17:5)

  1. 1. არასრულყოფილია ჩვენი გული

    და ის მიდრეკილია ცუდისკენ,

    რწმენის ნაკლებობაზე იმეტყველებს,

    თუ ცოდვა ჩვენ წაგვიყვანს მახისკენ.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    იეჰოვა, შენი გულმოწყალებით

    დაგვეხმარე, განგვიმტკიცე რწმენა,

    რათა ჩვენი სიტყვით და საქმეებით

    შენ მოგაგოთ პატივი და ქება.

  2. 2. რწმენის გარეშე ვერ გასიამოვნებთ,

    უნდა გვწამდეს, რწმენა ჯილდოვდება.

    რადგან ის მუდამ ფარივით დაგვიცავს

    და მომავლის არ შეგვეშინდება.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    იეჰოვა, შენი გულმოწყალებით

    დაგვეხმარე, განგვიმტკიცე რწმენა,

    რათა ჩვენი სიტყვით და საქმეებით

    შენ მოგაგოთ პატივი და ქება.

(იხილეთ აგრეთვე დაბ. 8:21; ებრ. 11:6; 12:1)