არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 23, 24

„არ აჰყვე უმრავლესობას“

„არ აჰყვე უმრავლესობას“

23:1—3

იეჰოვამ თავისი ხალხი გააფრთხილა, არ მიმხრობოდნენ უმრავლესობას. მაგალითად, სადავო საქმის განხილვისას მსაჯულებს სამართალი არ უნდა გაემრუდებინათ, მოწმეებს კი ცრუ ჩვენება არ უნდა მიეცათ. თუმცა ეს გაფრთხილება მხოლოდ სასამართლო საქმეებს არ ეხება. ქრისტიანები გამუდმებით იბრძვიან, არ მოექცნენ ქვეყნიერების გავლენაში, ანუ მათსავით არ იცხოვრონ და არ იაზროვნონ (რომ. 12:2).

რატომ იქნება არაგონივრული, თუ . . .

  • უმრავლესობის მსგავსად მოვუსმენთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას?

  • უმრავლესობის მსგავსად ჩავიცვამთ, გავიკეთებთ ვარცხნილობას ან გავერთობით?

  • უმრავლესობის მსგავსად მოვეპყრობით განსხვავებული წარმომავლობის, კულტურისა თუ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს?