არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

19—25 ნოემბერი

საქმეები 4, 5

19—25 ნოემბერი
  • სიმღერა 73 და ლოცვა

  • შესავალი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)

ღვთის სიტყვის საუნჯე

  • გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას: (10 წთ.)

    • საქ. 4:5—13 — მართალია, პეტრე და იოანე „უსწავლელი და უბრალო“ კაცები იყვნენ, მაგრამ არ შეეშინდათ, დაემოწმებინათ მმართველებისა და მწიგნობრების წინაშე (w08 9/1 15, ჩარჩო; w08 5/15 31 ¶1).

    • საქ. 4:18—20 — პეტრე და იოანე მუქარის მიუხედავად არ წყვეტდნენ ქადაგებას.

    • საქ. 4:23—31 — პირველი საუკუნის ქრისტიანები გაბედულები რომ ყოფილიყვნენ, იეჰოვას წმინდა სულს სთხოვდნენ (it „მოციქული“ ¶7).

  • გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები: (8 წთ.)

    • საქ. 4:11 — რა გაგებით არის იესო „კუთხის თავი“? (it „კუთხის ქვა, ქვაკუთხედი“ ¶8).

    • საქ. 5:1 — რატომ გაყიდეს ანანიამ და საფირამ თავიანთი ქონების ნაწილი? (w13 3/1 15 ¶3).

    • რა ისწავლეთ იეჰოვას შესახებ მიმდინარე კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

    • კიდევ რა საინტერესო აზრები აღმოაჩინეთ ბიბლიის ამ მონაკვეთში?

  • ბიბლიის კითხვა: (4 წთ. ან ნაკლები) საქ. 5:27—42

გააუმჯობესე მსახურება

  • პირველი საუბარი: (2 წთ. ან ნაკლები) თავიდან მიჰყევი საუბრის ნიმუშს. მოსაუბრე ფართოდ გავრცელებულ საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს.

  • პირველი განმეორებითი მონახულება: (3 წთ. ან ნაკლები) თავიდან მიჰყევი საუბრის ნიმუშს. მოსაუბრე ამბობს, რომ ქრისტიანი არ არის.

  • ვიდეორგოლი მეორე განმეორებითი მონახულებისთვის: (5 წთ.) ვიდეორგოლის ჩვენება და აუდიტორიასთან განხილვა.

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

  • სიმღერა 82

  • „სტენდებით ქადაგებას ყველგან კარგი შედეგი მოაქვს“: (15 წთ.) განიხილავს სამსახურებრივი ზედამხედველი. აუდიტორიას უჩვენე ვიდეო. თუ თქვენი კრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგების დროს იყენებს სტენდს ან მაგიდას, უჩვენე აუდიტორიას, როგორია ის. ახსენი, თქვენი კრების ტერიტორიაზე როგორ ხორციელდება ეს საქმე. თუ დრო საშუალებას გაძლევს, მოიყვანე ადგილობრივი შემთხვევა ან ინსცენირების სახით წარმოადგინე. აუხსენი მაუწყებლებს, როგორ შეუძლიათ მსახურების ამ ფორმაში მონაწილეობა.

  • კრების ბიბლიის შესწავლა: (30 წთ.) jy თავი 43 ¶8—18

  • განხილული მასალის შეჯამება და მომდევნო კვირის პროგრამის მიმოხილვა (3 წთ.)

  • სიმღერა 64 და ლოცვა