იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
თანამშრომლობა მრავალენოვან ტერიტორიაზე
ხშირად ადამიანები მაშინ უფრო ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას, როცა მას მშობლიურ ენაზე ისმენენ. შესაძლოა სწორედ ამიტომ იზრუნა იეჰოვამ, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე „ღვთისმოშიშ იუდეველებს ცისქვეშეთში მცხოვრები ყველა ხალხიდან“ სასიხარულო ცნობა მოესმინათ თავიანთ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ალბათ ებრაული და ბერძნული ენებიც ეცოდინებოდათ (საქ. 2:5, 8). დღეს კრებები, რომლებიც შეხვედრებს სხვადასხვა ენაზე ატარებენ, ზოგჯერ ერთსა და იმავე უბნებზე ქადაგებენ. როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ამ კრებების მაუწყებლებმა ისე, რომ ყველას უქადაგონ და, ამავდროულად, ხშირი მისვლით არ გააღიზიანონ მობინადრეები?
-
დაგეგმვა (იგავ. 15:22): სამსახურებრივმა ზედამხედველებმა ერთად უნდა იმსჯელონ და შეიმუშავონ უბნების დამუშავების ისეთი გეგმა, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი იქნება. უბნების სიმცირის გამო უცხოენოვანმა კრებებმა შეიძლება სხვა კრებებს სთხოვონ, არ მიაკითხონ იმ მობინადრეებს, რომლებიც მათი კრების ტერიტორიას მიეკუთვნებიან. მაგრამ, თუ ისინი ტერიტორიის სიდიდის გამო ვერ ახერხებენ რეგულარულად მის დამუშავებას, შეიძლება არჩიონ, სხვებმა მიაკითხონ მათ ენაზე მოსაუბრე მობინადრეებს და, თუ ვინმე დაინტერესდება, მათ კრებას შეატყობინონ (od 93 ¶37). ან შესაძლოა სთხოვონ სხვა კრებებს, დაეხმარონ მათ ენაზე მოსაუბრე ადამიანების მოძებნაში და მისამართები გადასცენ (km 7/12 5, ჩარჩო). გახსოვდეს, რომ ზოგჯერ ერთ ოჯახში შეიძლება რამდენიმე ენაზე საუბრობდნენ. ძმებმა, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ საქმეს, მხედველობაში უნდა მიიღონ ადგილობრივი კანონები, რომლებიც პირადი მონაცემების დაცვას ეხება.
-
თანამშრომლობა (ეფეს. 4:16): მიჰყევი სამსახურებრივი ზედამხედველის მითითებებს. ატარებ ბიბლიის შესწავლას მასთან, ვინც უკეთ საუბრობს სხვა ენაზე? შემსწავლელმა შეიძლება უფრო სწრაფად წაიწიოს წინ სულიერად, თუ შესწავლას გადასცემ იმ კრებას ან ჯგუფს, რომელიც შეხვედრებს მის მშობლიურ ენაზე ატარებს.
-
მომზადება (იგავ. 15:28; 16:1): თუ შენს უბანზე შეხვდები უცხო ენაზე მოსაუბრეს, შეძლებისდაგვარად შეეცადე, სასიხარულო ცნობა გაუზიარო. წინასწარ დაფიქრდი, რა და რა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შეიძლება შეხვდე და შენს ელექტრონულ მოწყობილობაში ჩამოტვირთე ბიბლია და ვიდეოები ამ ენებზე. აგრეთვე შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით JW ენები და ისწავლო მისალმება მათ ენებზე.