ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ
„იეჰოვასია ბრძოლა“
დავითის რწმენა ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნებოდა (1 სამ. 17:36, 37; wp16.5 11 ¶2, 3).
დავითი გოლიათს საკუთარ თავს კი არა, იეჰოვას ადარებდა (1 სამ. 17:45—47; wp16.5 11 ¶8, 9).
იეჰოვამ დავითს ძლიერ მტერზე გაამარჯვებინა (1 სამ. 17:48—50; wp16.5 12 ¶4; იხილეთ სურათი გარეკანზე).
დროდადრო ერთი შეხედვით დაუძლეველ სირთულეებს ვხვდებით, იქნება ეს დევნა თუ ცუდ ჩვევებთან ბრძოლა. როცა პრობლემები მთასავით გადაულახავი გვეჩვენება, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არაფერია იეჰოვას განუზომელ ძალასთან შედარებით (იობ. 42:1, 2).