იესომ ეს იგავი მაშინ მოიყვანა, როცა ერთმა კანონის მცოდნემ ჰკითხა, ვინ იყო მისი მოყვასი (ლუკ. 10:25—29). იესომ იცოდა, რომ ქრისტიანულ კრებაში „ყველანაირი ადამიანი“ მოვიდოდა, მათ შორის სამარიელები და უცხოტომელები (იოან. 12:32). ამ იგავით მან თავის მიმდევრებს ასწავლა, ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა სიყვარული გამოევლინათ სხვების, თუნდაც სრულიად განსხვავებულები ადამიანების მიმართ.
ჰკითხე საკუთარ თავს:
-
რა დამოკიდებულება მაქვს განსხვავებული კულტურის მქონე და-ძმების მიმართ?
-
უმეტესად მათთან ხომ არ ვურთიერთობ, ვისთანაც ბევრი რამ მაქვს საერთო?
-
შემიძლია უკეთ გავიცნო სხვა წარმოშობის თანაქრისტიანები და ამგვარად გავფართოვდე? (2 კორ. 6:13).
მინდა, დავპატიჟო . . .
-
მსახურებაში.
-
სადილად.
-
ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე.