არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

18–24 აგვისტო

ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 27

18–24 აგვისტო

სიმღერა 102 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. რატომ გვჭირდება ნამდვილი მეგობრები?

(10 წთ.)

ნამდვილი მეგობრები საჭირო რჩევის მოცემისგან თავს არ იკავებენ (იგავ. 27:5, 6; w19.09 5 ¶12).

ნამდვილმა მეგობარმა შეიძლება ნათესავზე მეტად შეძლოს ჩვენთვის დახმარების აღმოჩენა (იგავ. 27:10; it „მეზობელი“ ¶5).

ნამდვილი მეგობრები დადებით გავლენას ახდენენ ჩვენზე (იგავ. 27:17; w23.09 10 ¶7).

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • იგავ. 27:21 – რა შეიძლება შევნიშნოთ საკუთარ თავში, როცა გვაქებენ? (w06 9/15 19 ¶12; w23.06 4 ¶8)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრე არ არის ქრისტიანი (lmd გაკვეთილი 6, პუნქტი 5).

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის დროს გამოიყენე რომელიმე ვიდეო „სწავლებაში დამხმარე საშუალებებიდან“ (lmd გაკვეთილი 8, პუნქტი 3).

6. მოხსენება

(5 წთ.) ijwyp სტატია 75 – თემა: როგორ მოვიქცე, თუ მეგობარმა გული მატკინა? (th გაკვეთილი 14)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 109

7. ნამდვილი მეგობარი „გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“

(15 წთ.) განხილვა.

იეჰოვამ თავის დიდ სულიერ ოჯახში გაგვაერთიანა, სადაც ნამდვილი მეგობრების პოვნა შეგვიძლია. მართალია, კრებაში ყველასთან მეგობრულები ვართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველას ახლო მეგობარი ვერ ვიქნებით. ნამდვილი მეგობრობა ურთიერთგაგებაზე, საერთო მოგონებებზე, ნდობაზე, გულახდილობასა და უანგარობაზე დგას. ასეთი ურთიერთობა თავისთავად არ მოდის. მტკიცე მეგობრობის განვითარებასა და შენარჩუნებას დრო და ძალისხმევა სჭირდება.

წაიკითხეთ იგავების 17:17. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი, „დიდ გასაჭირამდე“ შევიძინოთ ახლო მეგობრები?

წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:12, 13. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • როგორ დაგვეხმარება ამ მუხლებში ჩაწერილის გათვალისწინება ნამდვილი მეგობრების შეძენაში?

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ყველაფერს თავისი დრო აქვს – მეგობრების შეძენას დრო სჭირდება“. შემდეგ ჰკითხე:

  • რისი სწავლა შეგიძლიათ ამ ვიდეოდან?

თბილი ღიმილი და გამარჯობაც კი შეიძლება კარგი მეგობრობის წინაპირობა გახდეს. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მტკიცე მეგობრული ურთიერთობის განსავითარებლად საჭიროა ყურადღება, მოთმინება და ერთმანეთისთვის დროის დათმობა. ასეთმა მეგობრობამ შეიძლება მარადიულადაც კი გასტანოს.

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 118 და ლოცვა