მეფეები — წიგნი მეორე 12:1—21

  • იუდას მეფე იეჰოაში (1—3).

  • იეჰოაში ტაძრის შეკეთებას იწყებს (4—16).

  • სირიელების თავდასხმა (17, 18).

  • იეჰოაშს კლავენ (19—21).

12  იეჰუს+ მეფობის მე-7 წელს გამეფდა იეჰოაში+ და 40 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი ბეერ-შებელი ციბია იყო.+  სწორად იქცეოდა იეჰოაში იეჰოვას თვალში, სანამ მღვდელი იეჰოიადა არიგებდა,  ოღონდ სათაყვანო მაღლობები+ არ იყო გაუქმებული. ხალხი კვლავაც მაღლობებზე წვავდა და აბოლებდა შესაწირავს.  უთხრა იეჰოაშმა მღვდლებს: „აიღეთ იეჰოვას ტაძარში წმინდა შესაწირავად მიტანილი ფული+ — იქნება ეს ყველასთვის დადგენილი გადასახადი,+ თითოეულ სულზე დაწესებული თანხა თუ ის ფული, რომლის გაღებასაც იეჰოვას ტაძრისთვის თითოეული გულით მოისურვებს.+  გამოართვან ის მღვდლებმა შემწირველებს და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რაც შესაკეთებელი იქნება“.+  იეჰოაშის მეფობის 23-ე წლისთვის მღვდლებს ჯერ კიდევ არაფერი შეეკეთებინათ ტაძარში.+  მოუხმო მეფე იეჰოაშმა მღვდელ იეჰოიადასა+ და სხვა მღვდლებს, და ჰკითხა მათ: „რატომ არ შეაკეთეთ ტაძარი? აღარ გამოართვათ ფული შემწირველებს, თუ მას ტაძრის შესაკეთებლად არ გამოიყენებთ“.+  მაშინ მღვდლებმა თქვეს, რომ აღარ გამოართმევდნენ ფულს ხალხს და ტაძრის შეკეთების საქმესაც შეეშვებოდნენ.  აიღო მღვდელმა იეჰოიადამ ყუთი,+ თავსახური გაუხვრიტა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, იეჰოვას ტაძარში შემსვლელთაგან მარჯვნივ. კარის მცველებად მომსახურე მღვდლები იქ ყრიდნენ იეჰოვას ტაძარში მიტანილ მთელ ფულს.+ 10  როცა ისინი დაინახავდნენ, რომ ყუთი გაივსო, მეფის მწერალი და მღვდელმთავარი მივიდოდნენ და იეჰოვას ტაძარში მიტანილ ფულს ტომრებში ყრიდნენ და თვლიდნენ.+ 11  დათვლილ ფულს იეჰოვას ტაძრის სამუშაოთა ზედამხედველებს აძლევდნენ, ისინი კი — იეჰოვას ტაძარში მომუშავე დურგლებსა და მშენებლებს,+ 12  აგრეთვე კალატოზებსა და ქვის მჭრელებს. ყიდულობდნენ ხის მასალასა და თლილ ქვებს, რათა შეეკეთებინათ ყველაფერი, რაც შესაკეთებელი იყო იეჰოვას ტაძარში; ყველა ხარჯი ამ თანხით იფარებოდა. 13  იეჰოვას ტაძარში მიტანილი ფულით იეჰოვას ტაძრისთვის არ გაკეთებულა ვერცხლის ქვაბები, პატრუქის საქრობები, ჯამები, საყვირები+ თუ ოქრო-ვერცხლის სხვა ნივთები.+ 14  ფულს სამუშაოთა ზედამხედველებს აძლევდნენ, რითაც მათ იეჰოვას ტაძარი შეაკეთეს. 15  ანგარიში არ მოუთხოვიათ სამუშაოთა ზედამხედველებისთვის, რომლებიც ფულს აძლევდნენ სამუშაოთა შემსრულებლებს, რადგან სანდო ხალხი იყვნენ ისინი.+ 16  დანაშაულის შესაწირავისა+ და ცოდვის შესაწირავისთვის გაღებული ფული არ ხმარდებოდა იეჰოვას ტაძრის შეკეთებას; ის მღვდლებს ეკუთვნოდათ.+ 17  გაილაშქრა სირიის მეფე ხაზაელმა+ გათზე+ და დაიპყრო, შემდეგ კი იერუსალიმისკენ აიღო გეზი.+ 18  აიღო იუდას მეფე იეჰოაშმა მთელი წმინდა შესაწირავი, რაც მის მამა-პაპას, იუდას მეფეებს — იეჰოშაფატს, იეჰორამსა და ახაზიას — განეწმინდათ, აგრეთვე თავისი წმინდა შესაწირავი, მთელი ოქრო, რაც იეჰოვას ტაძრის საგანძურსა და მეფის სასახლის საგანძურში იყო, და სირიის მეფე ხაზაელს გაუგზავნა;+ ისიც გაეცალა იერუსალიმს. 19  იეჰოაშის დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 20  შეითქვნენ მისი მსახურები მეფის წინააღმდეგ+ და მოკლეს იეჰოაში მილოზე*+ აგებულ სახლში, სილისკენ მიმავალ გზაზე. 21  თავისმა მსახურებმა მოკლეს იგი, შიმათის ვაჟმა იოზაქარმა და შომერის ვაჟმა იეჰოზაბადმა.+ დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი ამაცია გამეფდა.+

სქოლიოები

ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.