არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მეფეები — წიგნი მეორე

თავები

შინაარსი

  • 1

    • ელია ახაზიას სიკვდილს წინასწარმეტყველებს (1—18).

  • 2

    • ელია ქარიშხალს აჰყავს ზეცაში (1—18).

      • ელიას მოსასხამი ელისეს რჩება (13, 14).

    • ელისე განწმენდს იერიხონის წყალს (19—22).

    • ბეთელელ ბავშვებს დათვები გლეჯენ (23—25).

  • 3

    • ისრაელის მეფე იეჰორამი (1—3).

    • მოაბი უჯანყდება ისრაელს (4—25).

    • მოაბი მარცხდება (26, 27).

  • 4

    • ელისე სასწაულებრივად აძლევს ქვრივს ზეთს (1—7).

    • სტუმართმოყვარე შუნამელი ქალი (8—16).

    • შუნამელ ქალს ღვთის კურთხევით შვილი უჩნდება, თუმცა ბავშვი კვდება (17—31).

    • ელისე ქალს შვილს უცოცხლებს (32—37).

    • ელისე კერძს უვნებელყოფს (38—41).

    • ელისე სასწაულებრივად ამრავლებს პურს (42—44).

  • 5

    • ელისე ნაამანს კეთრისგან კურნავს (1—19).

    • გეხაზის სიხარბის გამო კეთრი ეყრება (20—27).

  • 6

    • ელისე წყალში ჩავარდნილ ცულს ამოატივტივებს (1—7).

    • ელისე სირიელებს უპირისპირდება (8—23).

      • ელისეს მსახურს თვალი ეხილება (16, 17).

      • სირიელების დაბრმავება (18, 19).

    • შიმშილობა ალყაშემორტყმულ სამარიაში (24—33).

  • 7

    • ელისე შიმშილობის დასასრულს წინასწარმეტყველებს (1, 2).

    • სირიელების მიტოვებულ ბანაკში აღმოჩენილი საკვები (3—15).

    • ელისეს წინასწარმეტყველება სრულდება (16—20).

  • 8

    • შუნამელი ქალი იბრუნებს თავის მიწას (1—6).

    • ელისე, ბენ-ჰადადი და ხაზაელი (7—15).

    • იუდას მეფე იეჰორამი (16—24).

    • იუდას მეფე ახაზია (25—29).

  • 9

    • იეჰუს ისრაელის მეფედ სცხებენ (1—13).

    • იეჰუ კლავს იეჰორამსა და ახაზიას (14—29).

    • იზებელს კლავენ; ძაღლები ჭამენ იზებელის ხორცს (30—37).

  • 10

    • იეჰუ მუსრს ავლებს ახაბის სახლეულობას (1—17).

      • იეჰონადაბი იეჰუს მიჰყვება (15—17).

    • იეჰუ ხოცავს ბაალის თაყვანისმცემლებს (18—27).

    • იეჰუს მმართველობა (28—36).

  • 11

    • ათალია ხელთ იგდებს ტახტს (1—3).

    • იეჰოაშს ჩუმად ამეფებენ (4—12).

    • ათალიას კლავენ (13—16).

    • იეჰოიადა ცვლილებებს ახდენს (17—21).

  • 12

    • იუდას მეფე იეჰოაში (1—3).

    • იეჰოაში ტაძრის შეკეთებას იწყებს (4—16).

    • სირიელების თავდასხმა (17, 18).

    • იეჰოაშს კლავენ (19—21).

  • 13

    • ისრაელის მეფე იეჰოახაზი (1—9).

    • ისრაელის მეფე იეჰოაში (10—13).

    • ელისე სცდის იეჰოაშის გულმოდგინებას (14—19).

    • ელისე კვდება; მის ძვლებთან შეხებით მიცვალებული ცოცხლდება (20, 21).

    • ელისეს ბოლო წინასწარმეტყველება სრულდება (22—25).

  • 14

    • იუდას მეფე ამაცია (1—6).

    • ბრძოლა ედომთან და ისრაელთან (7—14).

    • ისრაელის მეფე იეჰოაშის სიკვდილი (15, 16).

    • ამაციას სიკვდილი (17—22).

    • ისრაელის მეფე იერობოამ II (23—29).

  • 15

    • იუდას მეფე აზარია (1—7).

    • ისრაელის ბოლო მეფეები: ზაქარია (8—12), შალუმი (13—16), მენახემი (17—22), ფეკახია (23—26), ფეკახი (27—31).

    • იუდას მეფე იოთამი (32—38).

  • 16

    • იუდას მეფე ახაზი (1—6).

    • ახაზის მიერ ასურელების მოსყიდვა (7—9).

    • ახაზის მიერ წარმართული სამსხვერპლოს ასლის დამზადება (10—18).

    • ახაზის სიკვდილი (19, 20).

  • 17

    • ისრაელის მეფე ჰოშეა (1—4).

    • ისრაელის დამარცხება (5, 6).

    • განდგომილი ისრაელის გადასახლება (7—23).

    • სამარიის ქალაქებში უცხოტომელების ჩასახლება (24—26).

    • სამარიელების აღრეული თაყვანისმცემლობა (27—41).

  • 18

    • იუდას მეფე ხიზკია (1—8).

    • ისრაელის დაცემის მიზეზი (9—12).

    • სინახერიბი იუდაზე ილაშქრებს (13—18).

    • რაბშაკე დასცინის იეჰოვას (19—37).

  • 19

    • ხიზკია ღვთისთვის დახმარების სათხოვნელად ესაიას მიმართავს (1—7).

    • სინახერიბი იერუსალიმს აღებით ემუქრება (8—13).

    • ხიზკიას ლოცვა (14—19).

    • ესაია ხიზკიას ღვთის პასუხს გადასცემს (20—34).

    • ანგელოზი 185 000 ასურელს ანადგურებს (35—37).

  • 20

    • ხიზკიას ავადმყოფობა და გამოჯანმრთელება (1—11).

    • ბაბილონელი მაცნეები (12—19).

    • ხიზკიას სიკვდილი (20, 21).

  • 21

    • იუდას პირსისხლიანი მეფე მენაშე (1—18).

      • წინასწარმეტყველება იერუსალიმის განადგურებაზე (12—15).

    • იუდას მეფე ამონი (19—26).

  • 22

    • იუდას მეფე იოშია (1, 2).

    • მითითებები ტაძრის შესაკეთებლად (3—7).

    • ტაძარში ნაპოვნი კანონის წიგნი (8—13).

    • ხულდა უბედურებას წინასწარმეტყველებს (14—20).

  • 23

    • იოშია ძირეულ ცვლილებებს ახდენს (1—20).

    • ხალხი პასექს აღნიშნავს (21—23).

    • იოშია კვლავ ახდენს ცვლილებებს (24—27).

    • იოშიას სიკვდილი (28—30).

    • იუდას მეფე იეჰოახაზი (31—33).

    • იუდას მეფე იეჰოიაკიმი (34—37).

  • 24

    • იეჰოიაკიმის ამბოხება და სიკვდილი (1—7).

    • იუდას მეფე იეჰოიაქინი (8, 9).

    • პირველი გადასახლება ბაბილონში (10—17).

    • იუდას მეფე ციდკია და მისი აჯანყება (18—20).

  • 25

    • ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს ალყაში აქცევს (1—7).

    • იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება; მეორე გადასახლება (8—21).

    • გედალიას ზედამხედველად დანიშვნა (22—24).

    • გედალიას მკვლელობა; ხალხის ეგვიპტეში გაქცევა (25, 26).

    • ბაბილონში დატუსაღებული იეჰოიაქინის გათავისუფლება (27—30).