მატიანე — წიგნი მეორე 7:1—22

  • ტაძარი იეჰოვას სიდიადით ივსება (1—3).

  • ტაძრის მიძღვნა (4—10).

  • იეჰოვა ეცხადება სოლომონს (11—22).

7  დაასრულა თუ არა ლოცვა სოლომონმა,+ ციდან მოვლენილმა ცეცხლმა+ შთანთქა დასაწვავი მსხვერპლი სხვა შესაწირავებთან ერთად; იეჰოვას სიდიადით აივსო ტაძარი.+  ვეღარ შევიდნენ მღვდლები იეჰოვას ტაძარში, რადგან იეჰოვას სიდიადეს აევსო იეჰოვას ტაძარი.+  როცა დაინახეს ისრაელებმა, როგორ მოევლინა ცეცხლი და როგორ დაივანა იეჰოვას სიდიადემ ტაძარზე, მაშინვე მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ ქვაფენილზე, თან მადლობდნენ იეჰოვას, კარგია იგი, მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*!  მეფემაც და მთელმა ხალხმაც შესწირეს შესაწირავი იეჰოვას.+  მეფე სოლომონმა 22 000 მოზვერი და 120 000 ცხვარი გაიღო მსხვერპლად; ასე აღნიშნეს მეფემ და მთელმა ხალხმა ღვთისთვის ტაძრის მიძღვნა.+  მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი საკრავებით ხელში უმღეროდნენ იეჰოვას+ (ეს საკრავები მეფე დავითის მიერ იყო დამზადებული, რომ მათთან* ერთად ემღერა იეჰოვასთვის სადიდებელი საგალობელი, მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*). მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ+ მათ წინ, ისრაელები კი ამ დროს ფეხზე იდგნენ.  განწმინდა სოლომონმა შუა ეზო იეჰოვას ტაძრის წინ, რომ იქ შეეწირა დასაწვავი მსხვერპლი+ და სამშვიდობო მსხვერპლის ქონი, რადგან ვეღარ იტევდა სოლომონის გაკეთებული სპილენძის სამსხვერპლო+ დასაწვავ მსხვერპლს, მარცვლეულ შესაწირავსა+ და ქონს.+  7 დღე იდღესასწაულა სოლომონმა+ და მასთან ერთად შეკრებილმა მთელმა ისრაელმა, დიდძალმა ხალხმა, ლებო-ხამათიდან ეგვიპტის ხევამდე მცხოვრებმა მთელმა ხალხმა.+  მე-8 დღეს* კი საზეიმო შეკრება გამართეს,+ რადგან 7 დღე გრძელდებოდა ღვთისთვის სამსხვერპლოს მიძღვნა და 7 დღე დღესასწაულობდნენ. 10  მე-7 თვის 23-ე დღეს მან შინ გაუშვა ხალხი, გახარებული+ და გულმხიარული იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ გაუკეთა დავითს, სოლომონსა და თავის ხალხს, ისრაელს.+ 11  ამგვარად დაასრულა სოლომონმა იეჰოვას ტაძრისა და თავისი სასახლის შენება.+ წარმატებით დაასრულა სოლომონმა ყველა საქმე, რაც იეჰოვას ტაძრისა და თავისი სასახლის მშენებლობას ეხებოდა; ყველაფერი გააკეთა, რაც გულით ეწადა.+ 12  ღამით იეჰოვა გამოეცხადა სოლომონს+ და უთხრა: «შევისმინე შენი ლოცვა და ეს ადგილი ამოვირჩიე ჩემთვის მსხვერპლის შესაწირავად.+ 13  მაშინ, როცა ცას დავახშობ, რომ არ გაწვიმდეს, როცა კალიას ვუბრძანებ, გადაჭამოს მიწა, და როცა ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს, 14  ჩემი სახელით წოდებული ჩემი ხალხი+ კი თავს დაიმდაბლებს,+ ილოცებს, მომძებნის და მიატოვებს თავის ბოროტ საქმეებს,+ მოვუსმენ ზეციდან, ვაპატიებ ცოდვებს და ნაყოფიერს გავხდი მათ მიწას.+ 15  ამიერიდან თვალყურს მივაპყრობ ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვებს.+ 16  ავირჩიე და განვწმინდე ეს ტაძარი, რათა სამარადისოდ აქ დაივანოს ჩემმა სახელმა;+ მუდამ თვალი მეჭირება მასზე და აქ იქნება ჩემი გული!+ 17  თუ მამაშენი დავითივით მემსახურები, ყველაფერს ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთებ და დაემორჩილები ჩემს წესებსა და სამართალს,+ 18  განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს+ მამაშენთან, დავითთან, დადებული შეთანხმებისამებრ,+ რომ შევპირდი, ყოველთვის შენი შთამომავალი იმეფებს-მეთქი ისრაელზე.+ 19  მაგრამ, თუ განმიდგებით და არ დაიცავთ ჩემს წესებსა და მცნებებს, წახვალთ და სხვა ღმერთების წინაშე დაემხობით და მათ დაუწყებთ თაყვანისცემას,+ 20  ამოგძირკვავთ მიწიდან, რომელიც დაგამკვიდრებინეთ,+ ამ ტაძარს კი, ჩემი სახელისთვის რომ განვწმინდე, ზურგს შევაქცევ, ერების აბუჩად ასაგდებსა და დასაცინს გავხდი.+ 21  ნანგრევების გროვად იქცევა ეს ტაძარი. ყველა, ვინც მას ჩაუვლის, განცვიფრებული შეხედავს+ და იკითხავს, ასე რატომ მოექცაო იეჰოვა ამ მიწასა და ტაძარს?+ 22  პასუხად მიუგებენ: „ზურგი აქციეს იეჰოვას,+ თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი;+ სხვა ღმერთების წინაშე ემხობოდნენ და ეთაყვანებოდნენ.+ ამიტომაც დაატეხა მან ამდენი უბედურება!“»+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
შესაძლოა იგულისხმებოდნენ ლევიანები.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
დღესასწაულის შემდგომი ანუ მე-15 დღე.