მატიანე — წიგნი მეორე 27:1—9

  • იუდას მეფე იოთამი (1—9).

27  იოთამი+ 25 წლის გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის+ ასული.  სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის, უზიას მსგავსად,+ თუმცა ის არ შეჭრილა იეჰოვას ტაძარში;+ ხალხი კი მაინც უკეთურად იქცეოდა.  მან ააშენა იეჰოვას ტაძრის ზემო კარიბჭე+ და ოფელის გალავანზეც+ წამოიწყო მშენებლობა.  იუდას მთიან მხარეში+ ქალაქები ააშენა,+ ტყიან ადგილებში კი ციხესიმაგრეები+ და კოშკები+ ააგო.  შეებრძოლა ის ამონელთა მეფეს და ბოლოს სძლია ამონელებს.+ იმ წელს ამონელებმა მას 100 ტალანტი* ვერცხლი, 10 000 ქორი* ხორბალი და ამდენივე ქერი მისცეს. ამონელებმა მას მე-2 და მე-3 წელსაც ამდენივე მისცეს.+  ძლიერდებოდა იოთამი, რადგან მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ იეჰოვას, თავისი ღვთის, გზით ევლო.  სხვა ამბები იოთამის საქმეებისა თუ გადახდილი ომების შესახებ ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+  ის 25 წლის გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში.+  ბოლოს განისვენა იოთამმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზი გამეფდა.+

სქოლიოები

ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
ქორი იყო იმდენი, რამდენიც 220-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.