მატიანე — წიგნი მეორე 2:1—18

  • ტაძრის მშენებლობის სამზადისი (1—18).

2  სოლომონმა ბრძანა, რომ იეჰოვას სახელზე ტაძარი აეშენებინათ,+ თავისთვის კი — სასახლე.+  მან 70 000 კაცი მზიდავად დანიშნა, 80 000 კაცი — მთაში ქვის მჭრელად,+ 3 600 კაცი კი — მათ ზედამხედველად.+  შეუთვალა სოლომონმა ტვიროსის მეფე ხირამს:+ „მეც ისე მომექეცი, როგორც მამაჩემს, დავითს, ექცეოდი და უგზავნიდი კედრებს, რომ აეშენებინა თავისთვის სასახლე.+  აი, ვაშენებ ტაძარს ჩემი ღვთის, იეჰოვას, სახელზე, რომ განვწმინდო ის მისთვის, რომ სურნელოვანი საკმეველი ვუკმიო,+ რომ მუდმივად იდოს იქ წარსადგენი პური+ და რომ დასაწვავი მსხვერპლი შევწირო დილა-საღამოს,+ შაბათობით,+ ახალმთვარობებისა+ და იეჰოვას, ჩვენი ღვთის, დღესასწაულების დროს;+ ეს სამარადისო ვალდებულებაა ისრაელისთვის.  ტაძარი, რომელსაც ვაშენებ, დიდებული იქნება, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა სხვა ღმერთზე დიდებულია.  ვის შესწევს იმის ძალა, რომ ტაძარი აუშენოს მას?! ვერ იტევს მას ვერც ზეცა და ვერც ზეცათა ზეცა,+ და ვინ ვარ მე, რომ ტაძარი ავუშენო მას?! მხოლოდ იმისთვის თუ ავუშენებ ტაძარს, რომ მის წინაშე მსხვერპლი შევწირო.  გამომიგზავნე მცოდნე კაცი, რომელიც იმუშავებს ოქრო-ვერცხლზე, სპილენძზე,+ რკინაზე, იისფერ მატყლზე, შინდისფერ და ლურჯ ძაფებზე, და ჩუქურთმების კვეთაც ეცოდინება. ის იუდასა და იერუსალიმში მამაჩემის, დავითის მიერ შერჩეულ ოსტატებთან ერთად იმუშავებს.+  გამომიგზავნე კედრის, ღვიისა+ და სანდალოზის+ მორები ლიბანიდან, რადგან ვიცი, რომ შენი მსახურები გამოცდილნი არიან ლიბანის ხეების ჭრაში.+ შენს მსახურებთან ერთად ჩემი მსახურებიც იმუშავებენ;+  დამიმზადონ დიდძალი ხე-ტყე, რადგან დიდებულზე დიდებული იქნება ტაძარი, რომელსაც ვაშენებ. 10  შენს მსახურებს, ტყისმჭრელებს, მივცემ+ 20 000 ქორ* ხორბალს, 20 000 ქორ ქერს, 20 000 ბათ* ღვინოსა და 20 000 ბათ ზეთს“. 11  ტვიროსის მეფე ხირამმა წერილობით შეუთვალა სოლომონს: „უყვარს იეჰოვას თავისი ხალხი, ამიტომაც გაგამეფა მათზე“. 12  ხირამმა სოლომონს ესეც შეუთვალა: „დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, ცისა და დედამიწის შემოქმედს, რადგან ბრძენი ვაჟი მისცა დავით მეფეს,+ წინდახედული და გონიერი,+ რომელიც იეჰოვასთვის ტაძარს აშენებს და თავისთვის — სასახლეს. 13  გიგზავნი დახელოვნებულ და თავისი საქმის უბადლოდ მცოდნე კაცს, ხირამ-აბის,+ 14  დანისტომელი ქალისა და ტვიროსელი კაცის ვაჟს; კაცს, რომელსაც აქვს ოქრო-ვერცხლზე, სპილენძზე, რკინაზე, ქვაზე, ხეზე, იისფერ მატყლზე, ლურჯსა და შინდისფერ ძაფებზე და ძვირფას ქსოვილებზე მუშაობის გამოცდილება.+ მას ყველანაირი ჩუქურთმის კვეთა და ყველანაირი გეგმის განხორციელება შეუძლია;+ ის შენს ოსტატებთან და მამაშენის, ჩემი ბატონის, დავითის, ოსტატებთან ერთად გააკეთებს საქმეს. 15  გამოუგზავნე, ჩემო ბატონო, დაპირებული ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო შენს მსახურებს,+ 16  ჩვენ კი იმდენ ხეს მოვჭრით ლიბანში,+ რამდენიც დაგჭირდება, და ტივებად შეკრულს ზღვით ჩამოგიტანთ იოპემდე,+ შენ კი იერუსალიმში წაიღებ“.+ 17  აღრიცხა სოლომონმა ისრაელებს შორის მცხოვრები ყველა უცხოელი მამაკაცი+ მამამისის, დავითის მიერ ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ.+ აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი 153 600 იყო. 18  მათგან 70 000 მზიდავად დააყენა, 80 000 — მთაში ქვის მჭრელად+ და 3 600 — მათ ზედამხედველად.+

სქოლიოები

ქორი იყო იმდენი, რამდენიც 220-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ბათი უდრიდა 22 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.