მატიანე — წიგნი მეორე 19:1—11

  • იეჰუ კიცხავს იეჰოშაფატს (1—3).

  • იეჰოშაფატის რეფორმები (4—11).

19  იუდას მეფე იეჰოშაფატი მშვიდობით დაბრუნდა+ თავის სასახლეში, იერუსალიმში. 2  მივიდა წინასწარმხილველი იეჰუ,+ ხანანის+ ძე, მეფე იეჰოშაფატთან და უთხრა: „განა ბოროტს უნდა ეხმარებოდე+ და იეჰოვას მოძულეები გიყვარდეს?!+ ამის გამო განრისხებულია იეჰოვა შენზე. 3  თუმცა კარგიც აღმოგაჩნდა,+ რადგან სათაყვანო ბოძები მოსპე და გულით ემსახურები ღმერთს“.+ 4  იეჰოშაფატი იერუსალიმში ცხოვრობდა. კვლავ შემოიარა მთელი მიწა ბეერ-შებიდან ეფრემის მთიან მხარემდე,+ რათა ხალხი იეჰოვასთან, მამა-პაპის ღმერთთან, დაებრუნებინა.+ 5  დანიშნა მან მოსამართლეები მთელ ქვეყანაში, იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.+ 6  მან მოსამართლეებს უთხრა: „დაუკვირდით, რას აკეთებთ, რადგან ადამიანის სახელით კი არა, ღვთის სახელით ასამართლებთ. იეჰოვა თქვენთან არის, როცა ასამართლებთ.+ 7  იეჰოვასი გეშინოდეთ!+ იფრთხილეთ, რადგან იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, არ იწყნარებს უსამართლობას,+ მიკერძოებასა+ და მექრთამეობას“.+ 8  იეჰოშაფატმა იერუსალიმშიც დანიშნა ზოგი ლევიანი, მღვდელი და ისრაელის შტოთა თავკაცი, რათა იეჰოვას მოსამართლეებად ემსახურათ და გადაეწყვიტათ იერუსალიმის მკვიდრთა საქმეები.+ 9  უბრძანა მათ: „აი, ასე მოიქეცით იეჰოვას შიშით, ერთგულებითა და წრფელი გულით: 10  რა სადავო საქმითაც არ უნდა მოგმართონ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებმა თქვენმა მოძმეებმა, იქნება ეს სისხლის ღვრის,+ კანონის, მცნების, წესისა თუ სამართლის საქმე, გააფრთხილეთ, რომ არ შესცოდონ იეჰოვას, თორემ რისხვა დაგატყდებათ თქვენც და თქვენს მოძმეთაც. ასე მოიქეცით, რომ დანაშაული არ ჩაიდინოთ. 11  უფროსი მღვდელი ამარია გიხელმძღვანელებთ იეჰოვას ყველა საქმეში,+ იუდას ტომის წინამძღოლი ზებადია, ისმაელის ძე, კი — მეფის ყველა საქმეში; ლევიანები ზედამხედველებად გეყოლებათ. გამაგრდით და იმოქმედეთ; დაე იეჰოვა იყოს მასთან, ვინც კარგს აკეთებს!“+

სქოლიოები