ფსალმუნები 91:1—16

  • უზენაესის თავშესაფარში დამკვიდრება.

    • მონადირის კაკანათისგან თავის დახსნა (3).

    • ღვთის ფრთებქვეშ შეფარებული (4).

    • „შენ გვერდით დაეცემა ათასი“ (7).

    • „ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან“ (11).

91  უზენაესის თავშესაფარში დამკვიდრებული+ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს.+  2  ვეტყვი იეჰოვას: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი და ციხესიმაგრე,+ჩემი ღმერთი, რომელსაც ვენდობი“.+  3  ის დაგიხსნის მონადირის კაკანათისგან,მომსვრელი ჭირისგან.  4  ფრთებქვეშ შეგიფარებსდა იქ პოვებ თავშესაფარს.+ მისი ერთგულება+ დიდი ფარივით+ და გალავანივით იქნება შენთვის.  5  ვერ შეგაშინებს ღამის ხიფათი,+ვერც დღისით გატყორცნილი ისარი,+  6  ვერც წყვდიადში მოარული ჭირიდა ვერც შუადღისით მძვინვარე სენი.  7  შენ გვერდით დაეცემა ათასიდა შენ მარჯვნივ — ათი ათასი,შენ კი არაფერი მოგეკარება;+  8  შენ მხოლოდ დააკვირდებიდა იხილავ, როგორ დაისჯებიან ბოროტნი,  9  რადგან თქვი, იეჰოვააო ჩემი თავშესაფარი, და შენს სამკვიდროდ* აქციე უზენაესი;+ 10  უბედურება არ შეგემთხვევა+და ჭირი ვერ გაეკარება შენს კარავს. 11  თავის ანგელოზებს+ უბრძანებს,რომ დაგიცვან ყველა შენს გზაზე.+ 12  ისინი ხელში აყვანილს გატარებენ,+რომ ქვას ფეხი არ წამოჰკრა.+ 13  ლომსა და კობრას გათელავ,ფაფრიან ლომსა და დიდ გველს ფეხით შედგები.+ 14  ღმერთმა თქვა: „რაკი შემიყვარა, მეც გადავარჩენ.+ დავიცავ, რადგან იცის ჩემი სახელი.+ 15  ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ.+ მასთან ვიქნები გასაჭირში.+ ვიხსნი და განვადიდებ. 16  დღეგრძელობას ვუბოძებ+და ვუჩვენებ, რომ მე ვარ მხსნელი“.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ციხესიმაგრედ“.