ფსალმუნები 90:1—17

  • ღმერთი მარადიულია, ადამიანი კი — დღემოკლე.

    • ათასი წელი გუშინდელი დღესავითაა (4).

    • ადამიანი 70-80 წელი ცხოვრობს (10).

    • თითოეული დღის ბრძნულად გამოყენება (12).

ღვთის კაცის, მოსეს, ლოცვა.+ 90  იეჰოვა, შენ ხარ ჩვენი სამკვიდრო*+ თაობიდან თაობაში!  შენ მანამ არსებობდი, სანამ მთები გაჩნდებოდნენდა სანამ დედამიწასა და ნაყოფიერ მიწას წარმოქმნიდი;+მარადიულად შენ ხარ ღმერთი!+   კვლავ მტვრად აქცევ მოკვდავ ადამიანს;ეუბნები: „მტვერს დაუბრუნდით, კაცის ძეებო!“+   შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, ჩავლილი დღესავით არის,+და ღამის ერთ გუშაგობას ჰგავს.   უეცრად უღებ კაცს ბოლოს;+ სიზმარივით ქრება.დილაობით აღმოცენებულ ბალახს ჰგავს,+   დილით რომ ბიბინებს და ყვავილობს,საღამოს კი ჭკნება და ხმება.+   შენმა რისხვამ გვშთანთქა,+შენმა მრისხანებამ შეგვაძრწუნა.   შენ თვალწინაა ჩვენი დანაშაული,+შენი სახის ნათელი ააშკარავებს ჩვენს ფარულ საქმეებს.+   შენი რისხვით ილევა ჩვენი დღეები;ერთ ამოსუნთქვასავით გადის ჩვენი წლები. 10  ჩვენ სამოცდაათ წელს ვცოცხლობთ,ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცს,+ მაგრამ ეს წლები გასაჭირითა და მწუხარებითაა სავსე;მიქრის და ჩვენც მიგვაქანებს.+ 11  განუზომელია შენი რისხვა; ვინ ჩასწვდება მას?! შენი მრისხანება ისეთივე დიდია, როგორიც შიში, შენდამი რომ გვმართებს.+ 12  გვასწავლე, ისე გავლიოთ* თითოეული დღე,+რომ გული დავიბრძენოთ. 13  გული მოიბრუნე ჩვენზე, იეჰოვა!+ როდემდე იქნები ასე?!+ შეიბრალე შენი მსახურები!+ 14  შენს სიკეთეს* ნუ მოგვაკლებ+ ყოველ დილით,რათა ვიყიჟინოთ და გავიხაროთ+ ყოველდღე. 15  იმდენ ხანს გაგვახარე, რამდენ ხანსაც შეგვაჭირვე,+რამდენ წელსაც უბედურებას ვიტანდით.+ 16  იხილონ შენი საქმეები შენმა მსახურებმადა შენი სიდიადე — მათმა შვილებმა.+ 17  ჩვენი ღვთის, იეჰოვას, წყალობა არ მოგვკლებოდეს!აკურთხე ჩვენი ნახელავი! აკურთხე ჩვენი ნაშრომი!+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „თავშესაფარი“.
სიტყვასიტყვით — „დავითვალოთ“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).