ფსალმუნები 75:1—10

  • ღმერთი სამართლიანი მოსამართლეა.

    • ბოროტები იეჰოვას სასმისს შესვამენ (8).

გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. ასაფის+ საგალობელი. 75  მადლობას გწირავთ, ღმერთო, მადლობას გწირავთ!ჩვენთან ხარ+ და ხალხი აუწყებს შენს საოცარ საქმეებს.  2  შენ ამბობ: „ვადგენ გასამართლების დროსდა ვასამართლებ სამართლიანად.  3  როცა ძრწოლამ აიტანა დედამიწა და მისი მკვიდრნი,მე ვამაგრებდი მის სვეტებს“. (სელა)  4  მკვეხარებს ვეუბნები: „ნუ იკვეხნით“, ბოროტებს ვეუბნები: „ნუ ტრაბახობთ თქვენი ძალით*.  5  ნუ ტრაბახობთ თქვენი ძალით,ნუ ლაპარაკობთ ამპარტავნულად;  6  კაცის დიდება არც აღმოსავლეთიდანაა,არც დასავლეთიდან და არც სამხრეთიდან,  7  რადგან ღმერთია მოსამართლე,+ ერთს ამცირებს, მეორეს კი განადიდებს.+  8  ხელში სასმისი უჭირავს იეჰოვას,+ქაფი მორევია შეზავებულ ღვინოს; როცა გადმოღვრის, დედამიწაზე ყოველი ბოროტიბოლო წვეთამდე შესვამს მას“.+  9  მე კი ამაზე ვილაპარაკებ მარადიულად,ვუგალობებ იაკობის ღმერთს, 10  რადგან ის ამბობს: „წავართმევ ძალას ბოროტს,მართალს კი შევმატებ“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „რქას ნუ სწევთ“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).