ფსალმუნები 63:1—11

  • ღვთის ძიება.

    • „შენი სიკეთე სიცოცხლეს მირჩევნია“ (3).

    • „ყოველივე საუკეთესოთი მავსებ“ (5).

    • ღმერთზე ფიქრი ღამღამობით (6).

    • „არ გცილდები“ (8).

დავითის საგალობელი, რომელიც მან იუდას უდაბნოში ყოფნისას დაწერა.+ 63  ღმერთო, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გეძებ.+ წყალივით მომწყურდი.+ დავუძლურდი შენს მოლოდინშიუწყლო, გადამხმარ და გადახრუკულ მიწაზე.+  2  შენს წმინდა სამყოფელში გიხილე,ვიხილე შენი ძლიერება და დიდება.+  3  შენი სიკეთე* სიცოცხლეს მირჩევნია,+ამიტომ განგადიდებ ჩემი ბაგით.+  4  მთელი სიცოცხლე განგადიდებ,ხელებს აღვაპყრობ და შენს სახელს მოვუხმობ.  5  ყოველივე საუკეთესოთი მავსებ,ამიტომ სიხარულით შეგასხამ ხოტბას.+  6  გიხსენებ ჩემს სარეცელზე;ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე,+  7  რადგან შენ ხარ ჩემი შემწე,+სიხარულით ვყიჟინებ შენი ფრთების ჩრდილს შეფარებული.+  8  არ გცილდები;მარჯვენა გაქვს ჩაჭიდებული ჩემთვის.+  9  ჩემი მოკვლის მსურველნიმიწის სიღრმეში ჩავლენ. 10  მახვილით დაეცემიან,ტურების საკბილო გახდებიან. 11  მეფე კი გაიხარებს ღმერთით; ყველა მისი მოფიცარი იამაყებს,რადგან დადუმდება ცრუ ბაგეები.

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).